„მე რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი მინდოდეს, აქამდე მოვახერხებდი. მისამართი შეგეშალათ, ღმერთმა დაგვიფაროს მეც და „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა წევრებიც,“- ამბობს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“ საუბრისას.
„ჩვენ განვიხილავთ ევოლუციურ სცენარს და არა რევოლუციურს. ყოველგვარი გადატრიალების და მუშტების მოღერების გარეშე. არც ერთი არეულობის, რევოლუციის და გადატრიალების ავანგარდში არ ვყოფილვართ და არც ვიქნებით.
თეთრი ხელთათმანებით არც ჩვენ მოვსულვართ ხელისუფლებაში. აქციებში მონაწილეობა ხშირად მიგვიღია კონკრეტული მიზეზების გამო, თუმცა მაშინ ნახევარი საქართველო ქუჩაში იყო. ჩვენი არსებობის 6 წლიან ისტორიაში, გვაქვს უნიკალური შანსი, რომ მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში დამოუკიდებლად. გვაქვს შანსი მივაღწიოთ წარმატებას და ვიბრძოლოთ მომავალი მოწვევის პარლამენტში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის. ევროპული არჩევანი უნდა გადაიქცეს შეუქცევადად,“- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე













