• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“იმედი მაქვს ახალი ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო ენის კანონს აუცილებლად მივიღებთ!” – “ენათმეცნიერების ინსტიტუტი” სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

12 years ago
კატეგორია: განათლება და მეცნიერება, კულტურა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

arabuliარნოლდ ჩიქობავას ენაზე და მის მნიშვნელობაზე უთქვამს, რომ „გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე – მოდის… ხალხი კი უკვდავია. უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია; ენა თაობიდან თაობას გადაეცემა და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის: ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს“ –  ისეთი რთული მოვალეობის შესრულებას, როგორიც ენის დაცვაა მარტო ვერ გავუმკლავდებით, ქართული ენის შენარჩუნების სადარაჯოზე პირველ რიგში, საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტი  დგას. ავარიული შენობა, მიზერული ხელფასები, სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობა  ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც ენათმეცნიერების ინსტიტუტს გააჩნია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ, დღესდღეობით,  ინსტიტუტი და ქართული ენის ბედი ერთმანეთს ძალიან დამსგავსებია.  მათი, როგორც დღევანდელობა, ისევე მომავალი –  ბუნდოვანია. „თბილისი თაიმსს“ ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ქართული ენის „გასაჭირზე“ ინსტიტუტის დირექტორი, ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ავთანდილ არაბული ესაუბრა.

რას გვეტყვით ენათმეცნიერების ინსტიტუტის შესახებ, როგორია მისი  დღევანდელი მდგომარეობა?

პირველ რიგში, რაც უნდა ვთქვა ის არის, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტი იმ სამეცნიერო სისტემის ნაწილია, რომელიც სამწუხაროდ, უკანასკნელი სამი ათეული წელია კრიზის განიცდის, განსაკუთრებით ბოლო ცხრა წელი, ეს იყო კატასტროფული პერიოდი ჩვენთვის. მოგეხსენებათ, ინსტიტუტს გაუქმებული აქვს იურიდიული პირის სტატუსი და გვაქვს მიზერული ბიუჯეტი, წარმოუდგენლად დაბალი ხელფასები, იმდენად დაბალი, რომ გვრცხვენია ჩვენ უცხოელ კოლგებთან შეხვედრისას ამ თანხის დასახელება, დაახლოებით 150 ლარი.  რა თქმა უნდა, დაბალ დაფინანსებას უკავშირდება სხვა მთელი რიგი პრობლემები, რაც დღეს ჩვენს წინაშეა. იგივე ლიტერატურის გამოცემა, გამოწერა და ა.შ. უკვე ორი წელია, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში ვართ და ცოტა ამოვისუნთქეთ, უნივერსიტეტი გვეხმარება და ხელს გვიწყობს, რომ გამოვცეთ ლექსიკონები და სხვა სამეცნიერო ლიტერატურა. ესაა  ის ობიექტური რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენი ინსტიტუტია. ახლა, რაც შეეხება შენობას, საბედნიეროდ შენარჩუნებული გვაქვს ჩენი თავდაპირველი შენობა, ისევ ინგოროყვას 8 ნომერში ვართ, გახსოვთ ალბათ წინა წლებში, რამდენი შენობა წაართვეს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებს, თუმცა ჩვენ შევინარჩნეთ. ის დაფინანსება, რაც გვაქვს გვყოფნის კომუნალური გადასახადების გადახდაში. შენობა კი ავარიულია და დაზიანებული, ამასაც მიხედვა სჭირდება. ინსტიტუტში სულ 80 მეცნიერ-თანამშრომელია, მათგან ბევრი საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომ ამბობენ  „გადაბერებულია“ მეცნიერებაო , არ ვეთანხმები ბევრი ახალგაზრდა გვყავს. ერთად ვმუშაობთ და ვუშვებთ ლექსიკონებს მედიისთვის, სკოლებისთვის, ქართული–ენის განმარტებით ლექსიკონებს და სხვა სამეცნიერო გამოკვლევებს ვაქვეყნებთ.  მთავრობის შეცვლით, ამ წელს მაინც ველოდებოდით რაიმე სახის ხელშეწყობას, თუმცა ეს მაინც არ მოხდა, რამაც საკმაო ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენა თანამშრომლებს, მოლოდინის ზღვარიც არსებობს ხომ? რკინა ვერ უძლებს ყველაფერს, ჩვენც კიდევ იმდენს გავუძელით.

რას საქმიანობენ, დღესდღეობით, ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრები?

ახლა, როგორც მოგახსენეთ ისეთი მდგომარეობაა, რომ სტატუსის ჩამორთმევასთან ერთად ფაქტობრივად, გაუქმებულია სამეცნიერო საბჭოც, თუმცა ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრეს ნაწილს სწორედ ეს საბჭო განსაზღვრავს და მეთვალყურეობს. სტატუსის ჩამორთმევასა და დაფინანსების ნაკლებობასთან ერთად ენთუზიაზმიც დაგვეკარგა. მხოლოდ 11 კაცია საბჭოში, ისიც ინსტიტუტის  სტრუქტურული განყოფილების ხელმძღვანელები.  ყველაფერს აკეთებს ეს ხალხი, რომ ინსტიტუტი შენარჩუნდეს.  ლომის წილი აქვს  საბჭოს– შენობის შენარჩუნებაშიც.

რამდენად აქტიურია ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ტარდება თუ არა კონფერენციები, სხვადასხვა კონკურსები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტები?

20-ზე მეტი მონოგრაფიული წიგნი გვაქვს გამოშვებული, ასევე ვაკეთებთ სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც ინსტიტუტშივე მუშავდება. ყოველწლიურად ვაკეთებთ სამ ადგილობრივ სესიებს, ახლა 14 აპრილსაც გვაქვს, რომელიც  ემთხვევა ენის დღეს. გვაქვს არნოლდ ჩიქობავას საკითხავებიც, წელიწადში ერთხელ ვატარებთ საერთაშორისო სიმპოზიუმებს. ვმართავთ  შეეხვედრებს,  სადაც მეცნიერულ სიახლეებს ვაცნობთ ერთმანეთს, აქ არამარტო ფილოლოგები არამედ ბიოლოგები, ფიზიკოსები და სხვა დარგის წარმომადგენლებიც გვიერთდებიან. მიუხედავად ამდენი პრობლემისა, მაინც დუღს სიცოცხლე ენათმეცნიერების ინსტიტუტში.

ვინ აფინანსებს დღეს, ენათმეცნიერების ინსტიტუტს, არის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და რამდენად აკმაყოფილებს ის  ინსტიტუტის მოთხოვნებს?

საბიუჯეტო დაფინანება აგერ უკვე 10 წელზე მეტია, რაც აღარ არსებობს. არ გვიწყობენ ხელს, როცა უნდა გაითვალისწინოს ყველამ ის ფაქტორი, რომ ენათმეცნეირების ინსტიტუტი ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც სახელმწიფო ენას აქცევს ყრუადღებას. ინსტიტუტის პოტენციალს კი წარმოაჩენს სხვადასხვა საგრანტო კონკურსები, რომელშიც ვმონაწილეობთ და საკმაოდ წარმატებულადაც, ვიღებთ გრანტებს და ეს თანხ ხმარდება ლექსიკონებს. ახლა დაგვიმტკიცდა ერთი გრანტი, რომლის საშუალებითაც ვაპირებთ საჯარო მოხელის ლექსიკონის გამოცემას,  გამოიცევა ასევე აბრევიატურების ლექსიკონიც.

თქვენ, როგორც ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენელი, როგორ ფიქრობთ, რა კეთდება დღესდღეობით ქვეყანაში  ქართული ენის პოპულარიზაციისთვის?

ქართული ენის მდგომარეობა შელახულია, სისტემური მიდგომა არ არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არსებობს მხოლოდ  რეაქციული და ემოციური მიდგომა. როდესაც წარსულში რუსული ენა იყო ჩვენში, ასე ვთქვათ, „შემოჭრილი“, ახლა რუსული ინგლისურმა შეცვალა . ეს ბუნებრივი მოვლენაა. ამ მოვლენის შესწავლა – დაკვირვებას სჭირდება სპეციალური კომისია. ასეთი კომისია კი არ არსებობს. ამ კომისიამ უნდა დაადგინოს, დანერგოს ტერმინოლოგიების შემოსვლის ნორმა. საგანმანათლებლო სფეროს, რომ შევეხოთ, წიგნებსა და სასწავლო მასალებში შემოსულია ბევრი უცხოური სიტყვა, რომელიც ნერგავს ახალგაზრდებში თავიდანვე ამ სიტყვების ხმარებისკენ  მიდრეკილებას, ადრე თუ იხმარებოდა და ახლა ბარბარიზმია სიტყვები „ტრენერი“ და „ტრენიროვკა“, ახლა ეს სიტყვა შეცვალა „ტრეინინგმა“, თუმცა ამ ცვლილებას ნაკლებად ემოციურად შეხვდნენ. მე, იმას არ ვგულისხმობ, რომ ჩვენ ტოლერანტულები არ უნდა ვიყოთ, უბრალოდ არსებობს ზღვარი, როგორც ყველგან და ეს ზღვარი აქაც არ უნდა დაირღვეს.

იმის ფონზე, რომ თანამედროვეობაში ბევრი უცხოური სიტყვა შემოვიდა ხმარებაში,როგორ ფიქრობთ რა მდგომარეობაშია ქართული ენა, მეტყველება?

მტკინვეული თემაა. ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ახლა სახელმწიფო ენაა, არ იძლევა ნამდვილად დაალხეინების საშუალებას. მსგავსი გეოპოლიტიკური ვითარება იძლევა იმ პროცესს, რომ პატარა ენები იკარგება, ეს არ ხდება რაიმე განსაზღვრული წინასწარ დაწყობილი გეგმით, არა უბრალოდ ეს გლობალიზაციის შედეგია. აშშ–ი ჩატარდა სპეციალური კვლევა, რომლის მიხედვითაც 10 წელიწადში შესაძლოა მსოფლიოს ენების 80%-ი ფაქტობრივად გაუქმდეს. ძლიერი ერი თავის ენას უკეთესად პატრონობს, მაგრამ არც ჩვენ ვიყავით ნაკლები, ამას ჩვენი სანიმუშო ისტორია ღაღადებს. ჩვენი ქართული ენა ყოველთვის იყო ტოლერანტული სხვა ენების მიმართ, ყოველთვის იყო ცალკე სკოლები ენობრივი უმცირესობებისთვის გახსნილი და ყველანაირად ეწყობოდათ ხელი მათ. ჩვენთან დღემდეა ეს „მზრუნველი დამოკიდებულება“. ჯერ კიდევ 1989 წელს  მიიღეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში სახელმწიფო ენის კანონი, ჩვენთან ეს სამჯერ ვცადეთ მაგრამ ვერა და ვერ მოხერხდა სმწუხაროდ. ეს სახელმწიფო ენის კანონი გულისხმობს იმას, რომ ქართული ენა უნდა იყოს ყველა საჯარო სფეროში განწესებული, მასმედია , პოლიტიკა, ტექნიკა, თუნდაც ქუჩები. დღესდღეობით, თბილისის ქუჩებში, რომ დავდივართ მარტო ის წარწერები, რომ იყოს და სხვა მეტი არაფერი, ვერ მივხვდებით, რომ საქართველოში ვართ. ეს ძალიან ცუდია.  იმედი მაქვს ახალი ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო ენის კანონს აუცილებლად მივიღებთ. პრემიერმა რამდენიმე ხნის წინ საგანგებოდ გაუსვა ზახი, რომ სახელმწიფო ენას  სჭირდება ზრუნვა. ის, რაც ჩვენში იჭრება ფიზიკურ, სულიერ, ინტელექტუალურ საფრთხეს გვიქმნის.

როგორ ფიქრობთ,  რა არის ის უმთავრესი გზა , რითიც შეიძლება ენასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოიფხვრას?

ვფიქრობ, საჭიროა საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პროგრამული ღონისძიებები. თითოეულს ახლავე მოგახსენებთ. საკანონმდებლო ღონისძიებები თავის მხრივ გულისხმობს, იმას, რომ არსებობსდეს სახელმწიფო ენის კანონი, რომელიც უნდა ასახავდეს ამ ენის უფლებებს სრულად და  გამონაკლისების გარეშე. ინსტიტუციური ღონისძიება გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებლად რაიმე დაწესებულება რომელიც მუდმივად შეისწავლის ენის განვითარება – შეფერხების პროცესებს, მიიღებს  ენის კანონებს. რამდენად სამართლიანი და გამოსადეგია ესა თუ ის კანონი, უნდა განიხილოს პატარა უწყებამ, როგორიც თავის დროზე ენის პალატა იყო, მან მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს სკოლას, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებს, სახელმძღვანელოებსა და ა.შ. პროგრამული ღონისძიებები გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში ენის სწავლების გაუმჯობესებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულმა ენამ საკუთარ ქვეყანაში იგრძნოს თავი.

11.04.14

ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში
ახალი ამბები

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში

09/14/2026
მოსწავლეზე ძალადობისთვის კანონი მკაცრდება
ახალი ამბები

მოსწავლეზე ძალადობისთვის კანონი მკაცრდება

02/06/2026
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“
ახალი ამბები

ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“

11/22/2025

საინტერესო

ევროპარლამენტი საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 17 დეკემბერს მოახდენს

12 years ago

დასავლეთ საქართველოსი დღეს კვლავ იწვიმებს

13 years ago
ანსამბლ „საუკუნის“ მოცეკვავე მარიამ ბირჩაძე გარდაიცვალა

ანსამბლ „საუკუნის“ მოცეკვავე მარიამ ბირჩაძე გარდაიცვალა

3 years ago
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობამ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარადგინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობამ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარადგინა

8 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by