• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ტფილისის ჰამქარი” თვლის, რომ თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა პრობლემების გადაჭრის რთულ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის ჩარევა აუცილებელია

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი” პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართავს. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა პრობლემების გადაჭრის რთულ და გარდამავალ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის ჩარევა აუცილებელია:

“ბოლო წლების მანძილზე, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განხორციელებულმა მანკიერმა პოლიტიკამ, წარმოშვა რიგი პრობლემები საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და მმართველობით სფეროში. წინა ხელისუფლების სურვილმა, რაც შეიძლება სწრაფად გარდაექმნა და აეშენებინა ახალი საქართველო, ახალი ბათუმი, თბილისი, თელავი.. სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა.
უშუალოდ კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე განხორციელებული ქმედებებისას დაშვებული შეცდომების გარდა, ქალაქის ისტორიულ იერ-სახეს არანაკლები ზიანი მიაყენა ისტორიულ-კულტურული ზონების დაცვის რეგლამენტის სრულმა უგულვებელყოფამ და ამ ზონებში განხორციელებულმა სრულიად შეუსაბამო მშენებლობებმა. მიუხედავად იმისა, რომ კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ შეტანილი ცვლილებების საფუძველზე გაიზარდა კულტურის სამინისტროს უფლებები თბილისის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მიმართ, რჩება რიგი სირთულეები, რომელთა გადაჭრას კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ ყოფნის. ვფიქრობთ, ამ რთულ და გარდამავალ ეტაპზე აუცილებელია პრემიერ-მინისტრის ჩარევა და კანონის ფარგლებში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.
განსაკუთრებულად მწვავე ვითარება შეიქმნა თბილისისა და ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონებში ისტორიული ქალაქისა და თანამედროვე ურბანული დაგეგმარებისათვის სრულიად შეუსაბამო პროექტების დამტკიცებით. ვითარებას ამწვავებს ის გარემოებაც, რომ ქალაქის იერ-სახისთვის სრულიად შეუსაბამო ობიექტების უკვე დამტკიცებული პროექტების მიხედვით მშენებლობათა შეჩერება აღიქმება მესაკუთრეთა უფლებების დარღვევად. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნაში, ძეგლზე დაუშვებელი ქმედებების განხორციელების უფლების გაცემასა და ისტორიული ქალაქის დაცვის ზონებში სრულიად შეუსაბამო პროექტების დამტკიცებაში იკვეთება კანონდარღვევის ნიშნები. ჩვენ ვაღიარებთ, რომ საკუთრების უფლების დაცვა სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტია. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია და პასუხისმგებელია შეინარჩუნოს, მოუაროს, დაიცვას და მომავალ თაობებს გადასცეს ჩვენამდე მოღწეული კულტურული მემკვიდრეობა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რათა არც ისტორიული ქალაქის იერი დაზარალდეს და არც მესაკუთრის უფლებები შეილახოს, შექმნილი მძიმე ვითარების გამოსწორების ერთადერთი სწორი და სამართლიანი გზა იქნება ყოველი ცალკეული შემთხვევის დეტალური შესწავლა და განხილვა. საჭიროა მესაკუთრეებთან მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა: შესაძლებელია, ზოგ შემთხვევაში შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები, (მაგ. “იმელის” – რუსთველის გამზ. #29 და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის – კოსტავას ქ. #43), ხოლო მესაკუთრეს შესთავაზონ ალტერნატიული ფართის გადაცემა ქალაქის სხვა ტერიტორიაზე, სადაც დაუბრკოლებლად განხორციელდება მსხვილმასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები ან, მფლობელთან მოლაპარაკების საფუძველზე, გადაიხედოს არსებული პროექტები (მაგ. “მხატვრის სახლის” -რუსთაველის გამზ. #7 და შავთელის ქ. #17-ში, აწ უკვე განადგურებული ძეგლის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტები). რაც შეეხება გუდიაშვილის მოედნის ირგვლივ განლაგებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ეს ობიექტები 2007 წლიდან თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ “ქალაქის განვითრების ფონდი”-ს საკუთრებაა. ამ წლების მანძილზე დასახელებულ ფონდს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია თავის საკუთრებად გამოცხადებული კულტრული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და უფრო მეტიც, ხან ქმედებითა და ხან უმოქმედობით მიზანმიმართულად ანადგურებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებს. ვითრებას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ფონდი პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს და მას ამ სამუშაოების შესრულების აღარც სურვილი და აღარც შესაძლებლობა არ გააჩნია. შესაბამისად, გუდიაშვილის მოედნის ირგვლივ განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის ერთადერთ გზად მიგვაჩნია, აღიშნული ობიექტები ჩამოერთვას “ქალაქის განვითარების ფონდს”, სასწრაფოდ ჩატარდეს მათი გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, გასხვისდეს სიმბოლურ ფასად და ახალ მფლობელს დაევალოს მათი სრული რესტავრაცია”, – ნათქვამია მიმართვაში.

25.07.13

Tags: "ტფილისის ჰამქარი" თვლისკულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა პრობლემების გადაჭრის რთულ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის ჩარევა აუცილებელიარომ თბილისში
ShareTweet

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

მცირეკომლიანი სოფლებისთვის დაფინანსება გაიზარდა

მცირეკომლიანი სოფლებისთვის დაფინანსება გაიზარდა

12 years ago
„აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებო“ – გია ყანჩელმა ფილმი „შინდისი“ მუსიკალურად გააფორმა

„აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებო“ – გია ყანჩელმა ფილმი „შინდისი“ მუსიკალურად გააფორმა

7 years ago
ჩინეთის პრეზიდენტმა ჯარს საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა  

ჩინეთის პრეზიდენტმა ჯარს საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა  

4 years ago
დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან 

დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან 

4 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by