• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პატრიარქის ქადაგებები – “აქებდით ღმერთსა მეცნიერებით”

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
პატრიარქის ქადაგებები – “აქებდით ღმერთსა მეცნიერებით”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1360486406_patriarqi_6

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

„აქებდით ღმერთსა მეცნიერებით“

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ფსალმუნი გვასწავლის: აქებდით ღმერთსა მეცნიერებით. ეს მეტად საყურადღებო სიტყვები ეხება საკითხს, რომელიც უძველესი დროიდანვე წამოიჭრა კაცობრიობის წინაშე. კერძოდ, რა კავშირი აქვს ერთმანეთთან ცოდნასა და რწმენას. ამის თაობაზე ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე კამათობდნენ. ზოგის შეხედულებით საჭირო იყო მხოლოდ სარწმუნოება, ხოლო ზოგის თქმით ცოდნა, რადგან სწორედ ცოდნას მიჰყავს ადამიანი ჭეშმარიტებასთან. ამ საკითხს განსაკუთრებით ვრცლად შეეხო კლიმენტი ალექსანდრიელი. მისი აზრით, საჭიროა ორივე – რწმენაცა და ცოდნაც, მაგრამ პირველადი რწმენაა. რწმენაზე უნდა იყოს დაფუძნებული ცოდნა და მეცნიერება თავისი შეხედულების ჩამოყალიბებისას. კლიმენტი ალექსანდრიელი საღმრთო წერილს ეყრდნობა და გვასწავლის, რომ ის, ვინც მხოლოდ მორწმუნეა – მონაა ღვთისა, ხოლო ვინც მორწმუნეცაა და მცოდნეც – ღვთის მეგობარია. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ერთ ადგილას მოციქულებს მეგობრებს უწოდებს, რადგან მათ უკვე ყველაფერი იციან. მონამ არ იცის, რას ფიქრობს, ან რისი გაკეთება სურს ბატონს, მაშინ როცა მეგობრისათვის ეს ცნობილია. აქედან გამომდინარე, კლიმენტი ალექსანდრიელის აზრით, მონამ ყოველივე უნდა იღონოს, რათა მეგობრის სიმაღლეზე დადგეს. ეს საკითხი – ურთიერთმიმართება რწმენისა და ცოდნისა, აქტუალურია დღესაც, როცა ასე განვითარდა მეცნიერება, ტექნიკა. საოცარი ისაა, რომ ეს განვითარება რწმენის გარეშე მოხდა. მართალია, ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ მის გამოკვლევას საფუძვლად სარწმუნოება დაედო, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ის ტექნიკური მეცნიერება, რომლითაც დღეს კაცობრიობა ამაყობს, რწმენისაგან დამოუკიდებლად განვითარდა და ძალიან საშიშიც აღმოჩნდა სამყაროსათვის. მან შეიძლება საბედისწერო როლი შეასრულოს და საერთოდ მოსპოს სიციცხლე დედამიწაზე. შექმნილმა ვითარებამ უკვე თვითონ მეცნიერებიც დააფიქრა. გავიხსენოთ თუნდაც ეკოლოგიური საკითხები; თქვენ იცით, რომ დედამიწის გარშემო ოზონის ფენაა, რომელიც მას სიცოცხლისათვის საშიში ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს. ტექნიკური მეცნიერების „მიღწევათა“ შედეგად ოზონის ფენა გაიხლიჩა. დღემდე ეგონათ, რომ ხვრელი მხოლოდ ერთ ადგილას გაჩნდა, მაგრამ ახლა ხვდებიან, რომ ეს გარსი ოზონისა მთელი დედამიწის გარშემოა შეთხელებული. ყოველი რაკეტა, ყოველი კოსმოსური ხომალდი, რომელსაც სამყაროში ვუშვებთ, ხელს უწყობს გაჩენილი ხვრელის გაფართოებას და ოზონის ფენის შეთხელებას. ამგვარ პროცესებს შედეგად მოჰყვა დედამიწის მცენარეული საფარის გამეჩხრებაც. თანდათანობით ისპობა ტყე, რომელიც სუფთა ჰაერისა და სიგრილის წყაროა. დააკვირდით თბილისის შემოგარენს, როგორი შიშველი და ხრიოკია მაშინ, როცა ეს ადგილი სწორედ ჰაერისა და წყლის ვარგისიანობის გამო შეირჩა დედაქალაქის ასაშენებლად. მიზნები ადამიანს თითქოს კარგი და კეთილი ჰქონდა, მაგრამ შედეგი საპირისპირო მივიღეთ. გამოვიგონეთ ათასგვარი მანქანა-დანადგარები, რომელთაც თითქოს ადამიანი ფიზიკური დატვირთვისაგან უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ სინამდვილეში მათ მხოლოდ დაღუპვა მოგვიტანეს. ადამიანს არ სჭირდება ფიზიკური დატვირთვისაგან განთავისუფლება, რადგან სადაც მოძრაობა არ არის, იქ სიკვდილია. ჯერ კიდევ ძველ ინდოეთში ამბობდნენ: – მოძრაობაში სიცოცხლეაო. თუ ასე გაგრძელდა და მეცნიერება ამ გზით განვითარდა, და თუ კაცობრიობამ გადამჭრელი ზომები არ მიიღო იმის წინააღმდეგ, რაც დღეს ხდება, ომი აღარ იქნება საჭირო, დედამიწაზე სიცოცხლე ისედაც განადგურდება. აი, სადამდე მიგვიყვანა ჩვენ ურწმუნო მეცნიერებამ, მაშინ როცა იგი რწმენით მადლმოსილი, ხოლო თავად მეცნიერი ყველაზე დიდი მორწმუნე უნდა იყოს. რწმენა მეცნიერებას განსაკუთრებით XX საუკუნეში დაუპირისპირეს, მაშინ როცა მათ ერთმანეთი უნდა შეევსოთ, რათა ადამიანი ჰარმონიულად, როგორც სულიერად, ისე გონებრივადაც განვითარებულიყო.

რა როლი ეკისრება შექმნილ ვითარებაში ეკლესიას? ერთადერთი სულიერი ძალა, რომელიც შეიძლება წინ აღუდგეს ამ უმადლო მეცნიერების მოძალებას, ეკლესია და ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ არა საერთოდ სარწმუნოება. არამედ მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოება, ამის აღნიშვნა საჭიროდ მიმაჩნია იმიტომ, რომ ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ესა თუ ის მეცნიერი ან საერთოდ უარყოფს რწმენას, ან კიდევ ამბობს, რომ სულ ერთია ადამიანი ვინ იქნება, კათოლიკე, ბაპტისტი თუ მართლმადიდებელი. რა თქმა უნდა, ორივე შეხედულება მცდარია. მინდა ერთი ასეთი შემთხვევა გავიხსენო: ამ დღეებში ჩვენთან ერთერთი სადოქტორო დისერტაციის დაცვაზე ჩრდილოეთ ოსეთიდან მოწვეული იყო ერთი ცნობილი პროფესორი. დაცვის შემდეგ იგი მეც მეწვია და ქართველებისადმი კეთილგანწყობილმა თავისი წუხილი გამიზიარა ჩვენსა და ოსებს შორის შექმნილი დაძაბული ურთიერთობის გამო. საუბრისას მან გაოცებით აღნიშნა ჩვენი მეცნიერების სულიერების დაბალი დონე. აი, სადამდე მივედით და სადამდე დავეცით! – ოს მეცნიერს გაუჩნდა სურვილი ქრისტიანობა ექადაგებინა ქართველი მეცნიერებიაათვის. მართლაც, დღეს ხშირად მოისმენ: ჩვენ რომ მუსულმანური ან კათოლიკური რწმენა მიგვეღო, უკეთესი პოლიტიკური მდგომარეობა გვექნებოდაო. ვინც ამას ამბობს, მას არ ესმის ჭეშმარიტი სარწმუნოების ძალა, არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა, რომელიც განუყოფელი და მთლიანი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციას იცავს. ამაშია მისი ძალა, მისი ჭეშმარიტება. დღეს კი ჩვენ, უძველესი მართლმადიდებლური ქვეყნის შვილები, ისე დავეცით, რომ ქართველ მეცნიერებს ჩამოსულმა უცხო ადამიანმა დაუწყო მტკიცება მართლმადიდებლობის სიდიადისა.

კონკრეტულ შემთხვევაში ეკლესიამ რა უნდა გააკეთოს? ჩვენ ხომ არ შეგვიძლია განზე გავდგეთ და გულგრილად ვუყუროთ, ჩვენი ხალხი როგორ იღუპება. ღვთის მადლით, გაიხსნა თბილისსა და ქუთაისშა სასულიერო აკადემიები, სამრევლო სკოლა დედაქალაქის ბავშვებისათვის, ბათუმში – სასულიერო გიმნაზია, სასულიერო სასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ რაც გაკეთდა, ეს ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა და კიდევ მეტია საჭირო, რომ ჩვენს ხალხს სასულიერო განათლება მივცეთ და ამ გზით მეცნიერება რწმენის საფუძველზე დავაყენოთ, რათა შემდეგში ჩვენს მეცნიერებს პროტესტანტობა არ მოეწონოთ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ ეკლესიებში კონცერტები იმართება.

იმას, რაც ადამიანს ღვთისა და მისი რწმენისაგან განაშორებს, არ შეიძლება მეცნიერება ეწოდოს, ის ცრუ მეცნიერებაა და შედეგად მხოლოდ დაღუპვა მოაქვს. ჩვენი ვალია, ეკლესიური ცხოვრება ვასწავლოთ მეცნიერებს. ამას, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს მეცნიერებათა აკადემია, რომელიც საპატრიარქოსთან უნდა შეიქმნეს, სადაც ჩვენ გვექნება შეხვედრები მეცნიერებთან და საუბარი რწმენისა და მეცნიერების ურთიერთობის შესახებ. მათი გაყოფა არ შეიძლება, რადგან ორივე ადამიანს ემსახურება, მეცნიერები სასწავლო პროცესთან არიან დაკავშირებულნი. ამიტომ ისინი პირველ რიგში ჭეშმარიტი რწმენისა და სიყვარულის მქადაგებლები უნდა იყვნენ, ხოლო მათი შრომები ღვთის სადიდებელს უნდა წარმოადგენდეს სწორედ ისევე, როგორც ამას ფსალმუნში ვკითხულობთ: აქებდით უფალსა მეცნიერებით,

ღმერთმა ინებოს ქართული მეცნიერების რწმენით მადლმოსილება!

ღმერთმა ინებოს სრულიად საქართველოს შეწყალება!

ამინ!

სიონი, 27 ოქტომბერი, 1991 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.

წყარო: orthodoxy.ge

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა
ახალი ამბები

მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა

01/27/2026
რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
ახალი ამბები

რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს

01/06/2026
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
ახალი ამბები

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ

01/02/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In