• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საია: “ე.წ კაბელების საქმეზე სასამართლომ უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა”

10 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
საია: “ე.წ კაბელების საქმეზე სასამართლომ უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საიასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ  თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და მიიჩნევს, რომ განაჩენი არის უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი.

საიას მიაჩნდა და მიაჩნდა, რომ ამ საქმეზე დაკავებული პირები  არიან უდანაშაულოები. ბრალდების დაუსაბუთებლობას ადასტურებს საქმის არსებითი განხილვის დროს  ბრალდებულების და არაერთი მოწმისა და ექსპერტის მიერ  მიცემული  ჩვენება, ასევე წერილობითი მტკიცებულება.

უმნიშვნელოვანესია იმის აღნიშვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ელემენტის – მოტივის – არსებობა. კერძოდ, არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბრალდებულ პირთა მხრიდან  ანგარებითი მიზნის არსებობა, რის გარეშეც არ არსებობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,დ“  და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, დიდი ოდენობით,  სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა) შემადგენლობა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრალდების მხარის მიერ გაფლანგულად შერაცხული   თანხა  არასოდეს ყოფილა ბრალდებულ პირთა  მართლზომიერ  მფლობელობაში ან გამგებლობაში. ამასთან, საფუძველს არის მოკლებული  ბრალდების პოზიცია იმის შესახებ, რომ არსებობდა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი ბრალდებულთა და თავდაცვის სამინისტროს  სხვა ხელმძღვანელ პირთა მონაწილეობით, რომლებმაც თითქოს გადაწყვიტეს  სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვა. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების მხარემ საერთოდ ვერ დაასაბუთა, რომ სამინისტროს  თანამშრომელთა  მხრიდან არსებობდა განზრხვა რომ ვინმეს სასიკეთოდ გაეფლანგათ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა.

ზემოაღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა  უტყუარი, ურთერთშეთანხმებული და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ წინაპირობას. ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლეს განაჩენის გამოსატანად მხოლოდ ორი არასამუშაო დღე დასჭირდა საქმეზე, მაშინ როცა პროცესი 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ათეულობით წერილობითი მტკიცებულება, ამასთან აღნიშნული საქმე პრობლემური იყო სამართლებრივი თვალსაზრისითაც, რადგან ბრალდების ნაწილში არ იყო დასაბუთებული ბრალის სუბიექტი, სუბიექტური მხარე და მოტივი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ამყარებს საზოგადოებაში აქამდე არაერთხელ გამოთქმულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, არამედ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, აღნიშნულ განაჩენს სამართლებრივი პროცედურების დაცვით ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. საია იმედოვნებს რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ეყოფა გამბედაობა და საქმის განხილვისას იმსჯელებს მხოლოდ სამართლებრივად და გამოიტანს ერთადერთ სამართლიან განაჩენს და უდანაშაულო პირებს გაამართლებს.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

09/21/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026

საინტერესო

შსს-ს აკადემიაში დაინერგება ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამები

შსს-ს აკადემიაში დაინერგება ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამები

12 years ago
„თბილისის თამაში წარსულია…“ – ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი

„თბილისის თამაში წარსულია…“ – ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი

2 years ago
შსს-მ ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური ამბროლაურში გახსნა

შსს-მ ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური ამბროლაურში გახსნა

12 years ago
ემიგრაციიდან დაბრუნებულ 200 მოქალაქეს 4000-4000 ლარით დააფინანსებენ – ახალი პროგრამა

ემიგრაციიდან დაბრუნებულ 200 მოქალაქეს 4000-4000 ლარით დააფინანსებენ – ახალი პროგრამა

6 years ago

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ჩემო ოქროს...

მეტის ნახვაDetails
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by