• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

JTEC პირველი საველე სწავლების გახსნის ცერემონიალი გაიმართა

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თავდაცვანორიოს საწვრთნელ ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) პირველი საველე სწავლების გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე და ცენტრის ხელმძღვანელი ნატოს მხრიდან, ვიცე-პოლკოვნიკი ოლე ქრისტიან ემაუსი დაესწრნენ.

„დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივ ცენტრში პირველი ქვეითი ასეულის შეფასება იწყება, ეს არის 51-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული. პირველ შეფასებას მოჰყვება სხვა ქვეითი ასეულების შეფასება. ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ყველა ქვეითი ასეული არ გაივლის შეფასებას. ეს შეფასება აღინიშნება ნატოს დოკუმენტებში, რომელიც მზადდება ვარშავის სამიტისთვის. ვფიქრობთ, ამ შეფასებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ უფრო გაზარდოს თავსებადობის დონე ნატოსთან, გაზარდონ საბრძოლო მზადყოფნის დონე, გახდნენ სამაგალითოები სხვა პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის და დაამტკიცონ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არის იმისათვის, რომ გახდეს დიდი ევრო-ატლანტიკური ოჯახის ჯარების სრულფასოვანი წევრი“, – აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

სწავლებაში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის “ალფა” ასეული მონაწილეობს. აღნიშნული სწავლება პირველია იმ თერთმეტი როტაციული სწავლებიდან, რომელიც JTEC -ში 2016 წლის ბოლომდე გაიმართება.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი ერთკვირიანი საველე სწავლება-შეფასების დროს სხვადასხვა სიმულაციურ საშუალებებს გამოიყენებენ.

JTEC ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ცამეტი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც 2014 წელს უელსის სამიტზე დამტკიცდა. JTEC ჩამოყალიბდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების, რეფორმების, მოდერნიზაციის და ტრანსფორმირებისათვის. ასევე JTEC ეხმარება უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებასა და თავსებადობაში ნატოს ქვეყნებს წევრებთან და მათ პარტნიორებთან მოწინავე სწავლების შესაძლებლობებისა და წვრთნების მხარდაჭერის შეთავაზებით.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის წვრთნების კონცეფცია დაფუძნებულია საქართველოს და ნატოს არსებულ უსაფრთხოების პრიორიტეტებზე. სწავლებისას ყურადღება მახვილდება თავდაცვის ოპერაციებზე და ამ ოპერაციებში საქართველოს რელიეფის გამოყენების უნიკალური შესაძლებლობებზე.

საველე სწავლებასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადებს და ბატალიონებს JTEC სთავაზობს სიმულაციურ სწავლებას კომპიუტერის გამოყენებით, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის ვირტუალური სისტემების სწავლებების განვითარებას უზრუნველყოფს.

Share1Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

გუბაზ სანიკიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

გუბაზ სანიკიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

12 years ago
აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა

12 years ago
ყველანაირი საფუძველია, რომ ქვეყანაში ძლიერი ლოქდაუნი შემოიღო – გამყრელიძე

მასწავლებლები, ლექტორები და სტუდენტები ორჯერ უნდა იყვნენ აცრილები სწავლის დაწყებისას — გამყრელიძე

5 years ago

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 13 ავტომანქანა, 5 კვატროციკლი და 2 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by