• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“თბილისის საკრებულოს უმრავლესობა უხეშად მიმართავს მესამე სექტორს და შშმ პირების თემას აბუჩად იგდებს” – ნუგზარ ჭიაბერაშვილი

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
“თბილისის საკრებულოს უმრავლესობა უხეშად მიმართავს მესამე სექტორს და შშმ პირების თემას აბუჩად იგდებს” – ნუგზარ ჭიაბერაშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჭიაბერაშვილი“თბილისის მერს არანაირი პასუხი არ ჰქონდა, კონკრეტული პასუხი არ გააჩნდა ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებზე, რომლებიც შშმ პირთა რესოციალიზაციას, დასაქმებას, მათ დისკრიმინაციას და ასევე ქალაქის მოწყობასთან დაკავშირებით. პასუხები ისეთივე არაკომპეტენტური და გაუაზრებელი იყო, როგორიც მისი საქმეები ამ კუთხით,“ –  ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“ თავმჯდომარემ, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, თბილისის მერს პრობლემა მარტო ბოტანიკური ბაღი და ივანიშვილის სურვილების ასრულება ჰგონია.

„17 მაისს, თბილისის საკრებულოში ანგარიშის წარსადგენად საკუთარმა გუნდმა თუ უსუფაშვილმა ან ივანიშვილმა გამოაგდო დედაქალაქის მერი, ეს დიდად საინტერესო აღარაა…

მოკლედ, დავით ნარმანიას მთელი გამოსვლა ცალსახა იყო ერთის მრივ, რომ მხოლოდ თბილისის ბოტანიკური ბაღის გამო უწევდა ახსნა-განმარტებები და ბიძინა ივანიშვილის მართლება საკუთარ თავთან ერთად.

თბილისის მერს არანაირი პასუხი არ ჰქონდა, კონკრეტული პასუხი არ გააჩნდა ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებზე, რომლებიც შშმ პირთა რესოციალიზაციას, დასაქმებას, მათ დისკრიმინაციას და ასევე ქალაქის მოწყობასთან დაკავშირებით. პასუხები ისეთივე არაკომპეტენტური და გაუაზრებელი იყო, როგორიც მისი საქმეები ამ კუთხით.

გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრების მიმართვა ოპონენტებისადმი და მესამე სექტოსის – არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით საკმაოდ აგდებული, აგრესიული და უარყოფითი ჰქონდათ. სამწუხაროა, როდესაც საკრებულოს უმრავლესობის წევრები ასე მოგმართავენ მესამე სექტორს: ვიღაცა ხარ მანდ გაჩუმდი რა… იმაზე მეტი შეკითხვა დასვი ვიდრე გეკუთვნოდა… დაუკრეფავში ნუ გადადიხარ… ბიჭო… კაი რა თუ ძმა ხარ… მოვრდნა ტრიბუნასთან და უხეში საუბრები და ა.შ.. და ბოლოს – ქალებატონებს საუბარს არ აცლიან და საკმაოდ უხეშად მიმართავენ ა.შ…. ასე ლაპარაკობდნენ უმრავლესობის წევრები ილია ჯიშკარიანი და გიორგი ტყემალაძე.

13223474_1780484682186374_1045112197_oრატომღაც, თბილისის მერს მისი პრობლემა მარტო ბოტანიკური ბაღი და ივანიშვილის სურვილების ასრულება ჰგონია, არა და, შშმ პირების თემა არანაკლებია და, შესაძლებელია, უარესიც…

ჩემ მიერ დასმული არცერთი შეკითხვა არ დაკმაყოფილდა და პასუხგაუცემელი დარჩა. ამავე დროს საკრებულოს სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის უადგილო განცხადება, სრულიად უსაფუძვლო იყო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქალბატონ ლია ჯახველიძემ ისიც კი არ იცოდა რა საჭიროა ადაპტიორებული მისასვლელი მის ბიუროში, ფრიად სასაცილო მდგომარეობაშია დღეს თბილისი საკრებულოს უმრავლესობა… მან განაცხადა, მე თავად მივა როცა საჭირო იქნებაო… არც ის იცის ჯახველიძემ, რამდენი შშმ პირი ჰყავს რაიონში და შესაბამისად, იგი ყოველ დღე თითო ამ ადამიანთან რომ მივიდეს, მისი სამუშაო საათები და საკრებულოში სამუშაო წლები მხოლოდ მათთან სიარულს დასჭირდება. ლია ჯახველაძემ არც ის უწყის, რომ მისი ქმედება უკანონოა და იგი ეტლით მოსარგებლე ადამიანებს უფლებას უზღუდავს უკანონოდ – საკუთარი პრობლემების ან სიხარულის გასაზიარებლად ეტლით მოსარგებლეს დეპუტატის ბიუროში მისვლას უზღუდავს.

ამ და მსგავს საკითხებზე უნდა მსჯელობდეს ამავდროულად ნარმანია დღეს უფრო მეტად, ვიდრე თავს იმართლებდეს ბიძინა ივანიშვილის საამებლად. ქვემოთ მოცემულია ის შეკითხვები, რომლებიც დავით ნარმანიას დავუსვი დღეს და ვერც ერთზე პასუხი ვერ მივიღე“, – აცხადებს ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვები დავით ნარმანიას:

  1. თქვენ შშმ პირებს მხოლოდ იყენებთ და მათზე თქვენი ერთ კაცზე მორგებული კანტორა მხოლოდ ფულს ხარჯავს და ათეთრებს, უსაქმურობაში ფლანგავთ მილიონებს, სარგებელი კი არაფერი აქვთ შშმ პირებს! თქვენ საერთოდ არ გაქვთ გაცნობიერებული და წარმოდგენაც არ გაქვთ ევროასოცირების ვალდებულებებზე, განსაკუთრებით – 349-ე მუხლის დ პუნქტი! ამ მუხლით დაცული უნდა იყოს შშმ პირთა ყველა უფლება! და თქვენ ასე გინდათ ევროკავშირში შესვლა?! თქვენი ქმედება ანტიევროპულია და შესაბამისად – ანტისახელმწიფოებრივი!
  2. რატომ არ აფინანსებს თბილისის მერია შშმ პირების დამსაქმებელ შპს-ეებს, რომლებიც თქვენ პროექტებით მოგმართავენ, ჯერ იწონებთ და მერე უკანონოდ, თითიდან გამოწოვილი მიზეზებით უარს ეუბნებით? რატომ არ გყავთ უფრო მეტი შშმ პირი დასაქმებული თბილისის მთავრობასა და სხვა დაწესებულებებში? მით უმეტეს, რომ არ იზღუდება კანომდებლობით ეს საკითხი და პირიქით ვალდებულებად გაწევთ… და ამ დროს თქვენი სამსახურების ხელმძღვანელები და ქვეშევრდომები, შეიძლება ითქვას, რომ კანონს ფეხქვეშ თელავენ, კანონდარღვევით ახორციელებთ შშმ პირთა დასაქმების საკითხებს…
  3. მხოლოდ ეტლით მოსარგებლეებისთვის რომ კეთდება პანდუსები, უსინათლოებისთვის და მცირედმხედველებისთვის თბილისში რატომ არაფერი არ კეთდება?
  4. ასევე პასუხისმგებლობა დაგიდგებათ უხარისხოდ გაკეთებულ პანდუსებზე, რომელთა დახრილობა, სიგანე და ხარისხი არ შეესაბამება სტანდარტებს. დაახლოებით მათი 70 პროცენტი გამოსაყენებლად უვარგისია! ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?! რა თქმა უნდა მერია და თქვენ კი პასუხისმგებლობის განცდა საერთოდ არ გაგაჩნიათ! უბრალოდ, ხალხს თვალს უხვევთ, ვითომ საქმეს აკეთებთ!…
  5. თუ გაქვთ შშმ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია და რატომ საზოგადოებას არ აცნობთ ამ საკითხებს, ან რას რეაგირებთ საერთოდ ამ მხრივ?! თუ თვლით, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების წევრები არ არიან… ეს კეთილშობილი ადამიანები თქვენი ხელისუფლებისთვის მხოლოდ მოწყვლად ადამიანებად გყავთ მათ ოჯახებთან ერთად და წინასაარჩევნოდ იყენებთ ამ ბერკეტებს?
  6. ადაპტირებული ავტობუსები ჩამოგყავთ, 150 ცალი. ეს მგონია, რომ კორუფციული გარიგება უფროა ვიდრე შშმ პირთათვის ხელისშეწყობა, რადგან თქვენ მხოლოდ ახალ ავტობუსებს შეიძენთ და სავარაუდოდ საკუთარ და თქვენთვის და თქვენით დაინტერესებულ ინტერესებს გაითვალისწინებთ… სინამდვილეში, საქალაქო ტრანსპორტის გაჩერებებზე არაა მოწყობილი პანდუსები და როგორ ავლენ ეტლით მოსარგებლე ადამიანები? ანუ რისთვის ყიდულობთ ადაპტირებულ ავტობუსებს თუ უსარგებლო იქნება შშმ პირთათვის?!
  7. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ადამიანები არ არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, – ესენი არიან განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და სინამდვილეში თქვენი ქმედებით, თქვენ ხართ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და თქვენი მთავბრობაა შშმ პირი, თქვენ თანაგუნდელებთან და თანამოაზრეებთან ერთად, როგორებიც არიან თოფაძეები და მეჭიაურები!
Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 417 ლარს გაუტოლდა

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 417 ლარს გაუტოლდა

5 years ago
კახეთში კაცმა სტუმრად მისული თანასოფლელი მოკლა

კახეთში კაცმა სტუმრად მისული თანასოფლელი მოკლა

2 years ago
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: “გერმანია საქართველოს ურთიერთობა არ არის დამყარებული მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგზე“

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: “გერმანია საქართველოს ურთიერთობა არ არის დამყარებული მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგზე“

9 years ago
რა სასწაულები იხილეს იერუსალიმში ცნობილმა ქართველებმა

რა სასწაულები იხილეს იერუსალიმში ცნობილმა ქართველებმა

5 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by