• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყო

10 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გიორგაძემუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყო. დამთვალიერებლებისთვის  სრულიად უფასოდ, მუზეუმები ღამის 1 საათამდე იყო ღია – ვიზიტორები თავად გახდნენ იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიებებს თბილისისა და რეგიონების მუზეუმებში უამრავი ადამიანი დაესწრო.

21 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც მოეწყო კოსტიუმირებული ღონისძიება და კონცერტი ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეთა ორკესტრის მონაწილეობით. მინისტრი და მინისტრის მოადგილე ხელოვნების სასახლეში, საგანგებოდ ამ დღისთვის მოწყობილ ღონისძიებასაც დაესწრნენ – სპეციალურად მომზადებული ინსტალაციის საშუალებით, პროექტის „რუსთაველი და შექსპირი ხვდებიან  საქართველოში“ ფარგლებში, მუზეუმის სტუმრებმა სასახლის კედლებზე  შოთა რუსთაველისა და უილიამ შექსპირის საუკეთესო ციტატები და ფრაზები წაიკითხეს, რომელიც ორი დიდი გენიოსის იუბილეს ეძღვნება.  ღამის პირველ საათამდე ღია იყო მუზეუმის ყველა კარი და ყველა დარბაზი. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა სამუზეუმო ექსპონატების ორიგინალებს განსაკუთრებულ, ზღაპრულ გარემოში გაცნობოდა.  ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ამავე დღეს, მიხეილ გიორგაძე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმსაც ეწვია, სადაც კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის მსახიობების მონაწილეობით  მოეწყო „ვეფხისტყაოსნის“ ცოცხალი სურათების დადგმა.

მ. ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანულ კულტურის მუზეუმში და ასევე,  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი. აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, მუზეუმის ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და ქსოვის პროცესის ჩვენება მოეწყო,  გაიმართა ასევე ქართული და აზერბაიჯანული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის საღამო; დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ კი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს „ფიროსმანის ზმანება“ უმასპინძლა, რომელშიც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობდნენ.

მუზეუმების საერთაშორისო დღე – დაფუძნდა 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება უკვე 39 წელია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული. 2016 წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები და კულტურული ლანდშაფტები”, რომელიც შერჩეულია  ICOMM-ის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით. თემის აქტუალობა განპირობებულია ეკოლოგიური პრობლემების არსებობით, რომელსაც განიცდის პლანეტა თანამედროვე ეპოქაში.

აქცია „ღამე მუზეუმში“ – საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, პირველად საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმმა დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე უმასპინძლა. 

ShareTweet

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

მიხეილ ბატიაშვილი – საერთაშორისო ოლიმპიადებში უპრეცედენტო მიღწევაა – 17 მედალი, რომელიც მათ მოიპოვეს, ისტორიულად, საქართველოს არასდროს ჰქონია

მიხეილ ბატიაშვილი – საერთაშორისო ოლიმპიადებში უპრეცედენტო მიღწევაა – 17 მედალი, რომელიც მათ მოიპოვეს, ისტორიულად, საქართველოს არასდროს ჰქონია

7 years ago
მთავრობა დევნილებისთვის ახალ პროექტს იწყებს

მთავრობა დევნილებისთვის ახალ პროექტს იწყებს

12 years ago
როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონები ონლაინ

როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონები ონლაინ

4 years ago

“საქართველოს ადგილმდებარეობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი”

11 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by