• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შეიძლება თუ არა ცოლ-ქმრული ურთიერთობა მარხვის დროს?

10 years ago
კატეგორია: რელიგია, რჩევები, საზოგადოება
A A
შეიძლება თუ არა ცოლ-ქმრული ურთიერთობა მარხვის დროს?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

col-qmari_მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას რომ არ გულისხმობსმარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას რომ არ გულისხმობს. ამ დროს მორწმუნეს ყოველგვარი ხორციელი ტკბობისგან თავშეკავება მართებს და მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობისგან. შეიძლება თუ არა ცოლ- ქმრული ურთიერთობა და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს წყვილი? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):

შეიძლება თუ არა ცოლ- ქმრის ურთიერთობა მარხვაში?

–  მარხვაში ადამიანი თავს იკავებს არა მხოლოდ საჭმლისგან, არამედ ცოლ- ქმრული სარეცელისგანაც. წმინდა იოანე დამასკელის თქმით: თავშეკავებით არავინ კვდება. ურთიერთობის დროს ადამიანის სხეული ყველანაირად დუნდება, იცლება და როგორ მოიცლის ან მოუნდება მარხვა? ლოცვა? სულიერი განწყობა იკარგება და მას სხეულებრივი ფარავს. თუ მსგავსი შემთხვევები ხდება, აღსარებაში აუცილებლად უნდა თქვას მორწმუნე ადამიანმა მოძღვართან.

თუ ცოლ- ქმრიდან რომელიმე არ არის მორწმუნე, ეკლესიური და თანაცხოვრებისგან თავი ვერ შეიკავა, ეკლესიის კანონის მიხედვით ისჯება?

–  მოძღვარი განსაზღვრავს ადამიანის სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. მოძღვარს სხეულზე მეტს, სულს ვანდობთ და ამიტომაც არ უნდა მოგვერიდოს რჩევის კითხვა სანამ შეცდომას დავუშვებთ. საკვებზე მეტ “სიამოვნებას” ადამიანი სხეულისგან იღებს და თუ ამისგან არ იკავებს თავს, ამ შემთხვევაში კანონი უნდა დაუწესოს სულიერმა მოძღვარმა. ყველაზე მცირე, სინანული უნდა გამოავლინოს მორწმუნემ. თუ რომელიმე ურწმუნოა, მას ეკლესია ვერ მისცემს რჩევას, თუმცა მეუღლეს ყველანაირად განამტკიცებს, რომ დაიტიოს და იტვირთოს ის ჯვარი, რაც ცოლ- ქმრობამ დააკისრა: ვინც სრულიად დაითმენს იგი სცხოდება. ჩვენი ნება არ უნდა ერთვებოდეს და მეუღლის ურწმუნოებით არ გავამართლოთ “შინაგანი ვნება”. პროვოცირება მორწმუნისგან არ უნდა ხდებოდეს. გული სუფთა უნდა გვქონდეს და ვიცოდეთ: ღმერთთან კონფლიქტს ადამიანთან კონფლიქტი სჯობს.

ხანგრძლივი მარხვის პერიოდში ეს ურთიერთობები მოძღვარმა უნდა დაარეგულიროს თუ ცოლ- ქმარმა?

–  ცოლ- ქმარი ეკლესიის გარეშე, დამოუკიდებლად ჯვრისწერასაც ვერ არეგულირებს. მოძღვარი პიროვნულად არაფერ შუაშია, ის თავად არ აწესებს სარეცელში მოქმედების წესებს. ჩვენ ვიცით, რომ ადრე მორწმუნენი მარხვის პერიოდში ჯვალოს იცმევდნენ და სპეციალურად განკუთვნილ ოთახში განმარტოვდებოდნენ. როდესაც წმინდა დედოფალთა ცხოვრებას გადავხედავთ, ვხვდებით, რომ მათი ასკეტური ხედვა რაოდენ დიდებული იყო. ზედგომასა და მღვიძარებაში ატარებდნენ დღეებს. წმინდა თამარ მეფე მძიმე მარხვას ვარძიაში ატარებდა და ერის ცოდვებს გლოვობდა. თუ ირღვევა ეკლესიის მიერ შეთანხმებით დადგენილი სარეცლის “დროებითი დაცილება”, ამ შემთხვევაში მოძღვარმა ზიარებისგან დროებით უნდა განაყენოს.

გარდა ხანგრძლივი მარხვისა, ცოლ- ქმრული თანაცხოვრებისგან რომელ დღეებში უნდა მოხდეს თავშეკავება?

– ოთხშაბათსა და პარასკევს, დიდ დღესასწაულებზე, როდესაც ვეზიარებით. ჩვენი გონება როდესაც უმაღლესს ერთვის, უმდაბლესისკენ არ უნდა დავდრიკოთ.

შეიძლება თუ არა ამგვარმა აკრძალვამ ზიანი მიაყენოს ოჯახის არსებობას?

– სადაც სარწმუნოების პრობლემაა, იქ არათუ მსგავსმა აკრძალვამ, უბრალოდ ღმერთის ხსენებამაც შეიძლება დაანგრიოს ოჯახი. წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. გააჩნია ადამაინსა და მის ფსიქოლოგიას.

წყარო: marao.ge

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

12/02/2025
BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025
21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი
ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი

11/21/2025
“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა

11/18/2025
ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

11/16/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In