• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დღეიდან საქართველოს ცა დაზღვეული იქნება

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სქააერონავიგაციადღეიდან საქართველოს ცა დაზღვეული იქნება.  პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” განახორციელა, უპრეცენდენტოა და მას საქართველოს საავიაციო ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება. საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევა იქნება მნიშვნელოვანი წინსვლა ქართული ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მიახლოების პროცესში.

საჰაერო სივრცის დაზღვევის აუცილებლობა საქართველოს წინაშე რამდენიმე წლის წინდადგა, თუმცა მაშინ ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. საქაერონავიგაციამ საჰაერო სივრცის დაზღვევის ვალდებულება  2014 წელს, ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ აიღო, ამ რეკომენდაციას მას საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიც აძლევდნენ.

შპს „საქაერონავიგაციის” საქმიანობის არეალია საქართველოს საჰაერო სივრცე, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამოქალაქო აეროპორტების (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი და დაბა მესტია)აფრენა-დაფრენის ზონები და ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცის მაღალი სიმაღლე (FL-280 და ზევით).

“აღნიშნულ პროექტზემუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ. პროცესი რთული იყო, გამოცდილება ამ კუთხით არ ჰქონდა არც საქაერონავიგაციას და არც სადაზღვევო კომპანიებს. საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნები და პირობები კი მკაცრად იყო გაწერილი. ჩვენ დავეყრდენით ევროპულ გამოცდილებას, გავიარეთ კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო სერვისის პროვაიდერებთან და მოხარული ვარ, რომ ასეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი წარმატებით განვახორციელეთ. საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევით ორგანიზაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დარწმუნებულია თავისი თანამშრომლების მაღალ კვალიფიკაციაში და გააჩნია მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პარალელურად ჩვენ პრიორიტეტად რჩება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება’,- განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

საჰაერო სივრცის დაზღვევა ითვალისწინებს შპს „საქაერონავიგაციის“, როგორც სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებლის, საქმიანობის შედეგად შესაძლო სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევას მესამე პირთა წინაშე.  ანუ თუ საქართველოს საჰაერო სივრცეში, კომპანიის ბრალეულობით, მოხდება რაიმე საავიაციო ინციდენტი, დაზარალებულის უფლებები ყოველმხრივ დაცული, ხოლო ზარალი ანაზღაურებული იქნება. პასუხისმგებლობის ლიმიტი500,000,000 აშშ დოლარია.

ღია ტენდერში სადაზღვევო კომპანია “უნისონმა” გაიმარჯვა, რომელიც საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ლიდერთა სამეულშია, გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება და წარმომადგენლობითი პორტფელი. ამ ეტაპზე ყველა დეტალი საქაერონავიგაციას და უნისონს შორის შეთანხმებულია, რაც პროექტის წარმატებისთვის მყარი წინაპირობაა.

“სადაზღვევო კომპანია “უნისონმა” აიღო ვალდებულება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა 500 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში 100%-ით გადააზღვია. გადამზღვევი კომპანიები, “საქაერონავიგაციის” მოთხოვნის შესაბამისად, დარეგისტრირებული არიან OECD (ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრ ქვეყანაში და მათი საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაა არანაკლებ Standard & Poor’s: A-. გადამზღვევი კომპანიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, მზღვეველის გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. იმედი მაქვს, ჩვენი და საქაერონავიგაციის თანამშრომლობა წარმატებული იქნება, – აღნიშნა სადაზღვევო კომპანია “უნისონის” დირექტორმა ვასილ ახრახაძემ.

“საქაერონავიგაციის” სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პროექტი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტი, რადგან ის საქართველოს მთავრობას ათავისუფლებს შესაძლო საავიაციო ინციდენტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური პასუხისმგებლობისგან 500 მილიონი დოლარის ფარგლებში.

დაზღვეული ქართული ცა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ბევრი ქვეყნის სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერებისთვის და შესაბამისად, უცხოური ავიაკომპანიებისთვის. ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ავიაციის აღმშენებლობის, მისი მდგრადობის, საიმედოობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების კუთხით.

 

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

„Nina’s Art Room“- არტ ოთახიდან დაწყებული შემოქმედება

„Nina’s Art Room“- არტ ოთახიდან დაწყებული შემოქმედება

9 years ago
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები დაგმეს

9 years ago
BBC: “ათენს 24 საათი აქვს იმისათვის, რომ საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწიოს”

BBC: “ათენს 24 საათი აქვს იმისათვის, რომ საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწიოს”

11 years ago
ყველაზე საშიში პროდუქტები ბავშვებისთვის – ეს სია ყველას უნდა ჰქონდეს!

ყველაზე საშიში პროდუქტები ბავშვებისთვის – ეს სია ყველას უნდა ჰქონდეს!

11 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by