• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვახტანგ გომელაურმა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“ გახსნა

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სუსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“ გახსნა. გახსნის ცერემონიალზე  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგეენკო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე , სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ოპერაციების დეპარტამენტის J3/7  დირექტორი გარი ბლორი გამოვიდნენ.

ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა  ქბრბ  რისკების მიმართულებით რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მისი თქმით, არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდა სტრატეგიული, მეთოდური გეგმა უსაფრთხოების მკაცრი ზომების გატარების თვალსაზრისით.

„რისკის ან საფრთხის შემცველი  ნებისმიერი კერა და ობიექტი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება მუდმივ კონტროლს და მონიტორინგს. საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს, რომ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის და კონფლიქტის კერებთან სიახლოვის გამო სახელმწიფოში არსებობს აღნიშნული მასალების უკანონო შემოტანის, ასევე ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტისთვის გამოყენების რისკიც. ამ კუთხით ხელსაყრელ გარემოს ქმნის ოკუპირებული ტერიტორიების არსებობაც, სადაც დღემდე ვერ ხერხდება – არადა, აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებების ფონზე, ჩვენი პარტნიორი  ქვეყნების სადაზვერვო და უსაფრთხოების სტრუქტურები ხშირად საუბრობენ ისლამისტების მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული ტერორიზმის შესაძლებლობასა და ალბათობაზე. ეს არის გამოწვევები, რომელთა საპასუხოდ აუცილებელია როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ძალისხმევა შესაბამის საფრთხეების პრევენციისა და გამოვლენის, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების მიზნით“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით,   CBRN-ის უსაფრთხოების სფეროში საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას. მთავრობის მიერ ჩამოყალიბდა ერთიანი მიდგომა. შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით შემუშავდა შესაბამისი  ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორედ აღნიშნული ინსტიტუციური მექანიზმი, სამოქმედო გეგმაში გაწერილი  პრიორიტეტები, გაუმჯობესებული უწყებათაშორისი კოორდინაცია და საერთაშორისო თანამშრომლობაა. მისი თქმით,  ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ვაშინგტონში, საქართველოს მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ  მხარს ვუჭერთ ბირთვული უსაფრთხოების არქიტექტურის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ვახტანგ გომელაურმა  პარტნიორ ქვეყნებს და ორგანიზაციებს  მადლობა გადაუხადა საქართველოს შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის.
აშშ-ს ელჩმა იან კელიმ  მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და საქართველოს მთავრობას დაუღალავი შრომისა და საქმისადმი ერთგულებისთვის, ასევე  ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში  მეორედ გამართვისთვის.  ელჩის თქმით,  ძალიან მნიშვნლოვანია, რომ საქართველო იჩენს ლიდერობას რეგიონში ქბრბ საფრთხეების დადგენასა და სტრატეგიების შემუშავებაში.

„ქბრბ სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მზაობა წარმოადგენს მზარდი აუცილებლობის სფეროს, რომლის წინაშეც საერთაშორისო თანამეგობრობა დგას. მთავარ ქბრბ საფრთხეებთან ბრძოლის პროცესში საჭიროა თანამშრომლობა  და კოორდინაცია  ყველა დონეზე, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. იმისათვის რომ ეფექტიურად მოვემზადოთ და ვუპასუხოთ საფრთხეებს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. აშშ მხარს უჭერს მთავრობის გლობალურ მიდგომას ამ გამოწვევისადმი.

აშშ-ს საელჩოში ჩვენ გვაქვს ბევრი სააგენტო, რომლებიც კოორდინაციას უწევენ გარკვეულ სამუშაოებს  ამ სფეროში. მათ შორის არის სახელმწიფო, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტი და ბევრი სხვა. საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს ჩვენი მისიისთვის,  ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების გეგმების შევქმნის მიზნით.

ეს ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას სამეცნიერო, ტექნიკური, სამედიცინო და საკანონმდებლო სფეროებისთვის, რათა გაიცვალოს იდეები და აწარმოონ კვლევები ქბრბ საფრთხეების კუთხით და შეიმუშავონ სტრატეგიები, რაც ემსახურება ერთ მიზანს – დაიცვას ადამიანები ქბრბ საფრთხეებისგან.“

კონგრესი 2016 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, თბილისში, სასტუმრო “რედისონში” ტარდება. აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პირველად 2014 წლის 1–5 ივნისს გაიმართა. კონგრესი ორ ათწლეულზე მეტია, ძირითადად ხორვატიასა და შვეიცარიაში იმართებოდა.  კონგრესის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება ქიმიური, ბილოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს უკავშირდება. ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასპინძლობს და მისი მხარდამჭერია აშშ-ის მთავრობა.

კონგრესში მსოფლიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობენ.  მასზე  განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გაუვრცელებლობა, ბიოდაცულობა და ბიოუსაფრთხოება, ქიმიური უსაფრთხოების ასპექტები და ა.შ.  კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საჩვენებელი საველე ვარჯიშის მოწყობა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი: „რასაც ორი ადამიანი ილაპარაკებს, აღარ უნდა მოვყვე მედიასთან“

გიორგი მარგველაშვილი: „რასაც ორი ადამიანი ილაპარაკებს, აღარ უნდა მოვყვე მედიასთან“

12 years ago

სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება

10 years ago
სასტუმრო ღვინის კასრებში

სასტუმრო ღვინის კასრებში

7 years ago
ბოლო მონაცემით, კახეთში გადამუშავებულია 9 ათას ტონამდე ყურძენი

ყურძნის გადამუშავების პროცესში 40 ღვინის კომპანიაა ჩართული

10 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by