თუ გჯერათ, რომ ადამიანის ამოცნობა დეტალებით ყველაზე კარგად ხერხდება, მაშინ თამამად გეტყვით, რომ მასში ერთი შეხედვით შეუმჩნეველი უამრავი ყურადსაღები დეტალია თავმოყრილი. 20 წლის ასაკში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი გახდა და თავი სპორტის იმ სახეობაში გამოიჩინა, რომელიც მებრძოლ სულთან და მტკიცე ხასიათთან ასოცირდება. განსაკუთრებული იუმორის გრძნობა, რომელიც ახალგაზრდა მორაგბეში არსებობს, მიმზიდველი ხდება მის გარშემო შეკრებილი საზოგადოებისთვის. მისი ასაკის გათვალისწინებით, ის თამამად შეიძლება წარმატებულ პიროვნებად ჩაითვალოს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, თავად მიიჩნევს, რომ წინ გრძელი და რთული გზა ელის. ქართველ „ბორჯღალოსანთა“ შორის მოედანზე თამაში ღირსეულად დგომა მისთვის პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც დეტალურად შეგიძლიათ, გაეცნოთ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი კოშაძის, ცხოვრებას, მიზანებსა და შეხედულებებს.
გიორგი, რა ასაკიდან თამაშობთ რაგბს და დაინტერესება სპორტის ამ სახეობის მიმართ რამ განაპირობა, რა როლი ითამაშა ოჯახმა პროფესიულ განვითარებაში?
– რაგბის თამაშს სანამ დავიწყებდი საკუთარი თავი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოვცადე: ფეხბურთი, ჭიდაობა,შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი სხვაგან იყო. 12 წლის ვიყავი, როდესაც რაგბის გუნდში მიმიყვანა ნათესავმა და კარგად მახსოვს მწვრთვნელის სიტყვები,ამ ბურთს თუ შეიყვარებ, ვეღარ მოიშორებო. მამა მის სიტყვებს დღემდე მახსენებს.
რაგბის თამაში რომ დავიწყე, დედას ყველაზე მეტად ეშინოდა, შემდეგ თამაშის წესებში თავადაც გაერკვა და დღეს უკვე ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ აცდენს ჩემს მატჩებს.
20 წლის ასაკში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრობა ძალაინ რთული მისაღწევია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ სპორტის ეს სახეობა ერთდროულად პიროვნულ და ფიზიკურ სიძლიერესთან ასოცირდება. შეგიძლია, მესაუბრო, რა გზა გაიარე სანამ ნაკრებში მოხვდებოდი?
– თავდაპირველად ორ ჯგუფში დავიწყე თამაში 17 წლამდე და 18 წლამდე ნაკრები იყო ერთად და პირველ შესარჩევ წელს ნაკრებში ვერ მოვხვდი, მეორე წელს უკვე ასაკით დიდი ვიყავი თვრამეტწლამდელთა ნაკრებში რომ მოვხვდი და პოლონეთის ჩემპიონატზეც ვითამაშე. შემდეგ 19 წლამდე ნაკრებში ვითამაშე, შემდეგ კი ორჯერ ოცწლამდელთა შორის გამოვჩნდი. ეროვნულ ნაკრებში მოხვედრამდე რამდენიმე შესარჩევ ნაკრებში ვითამაშე,ვფიქრობ, რომ ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი როლი 20 წლამდე მორაგბეთა შორის ინგლისში ჩატარებულმა მსოფლიო ჩემპონატმა ითამაშა.
„ბორჯღალოსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰაიგმა ამგვარად შეგაფასა– „”გიორგი კოშაძე იმ მორაგბეთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც დიდი ხანია ვაკვირდები. ის ღონიერი, სწრაფი და გონიერი ბიჭია, რომელსაც სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.“ როდის და როგორ შეიტყვეთ, რომ მორაგბეთა ნაკრების წევრი გახდით, თუ შეგიძლიათ, დეტალურად მესაუბროთ, რა განცდაა, როდესაც ქართული რეგბის ისტორიას თავად წერ….
– მენეჯერმა დამირეკა და მითხრა, რომ ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში ჩამსვეს და ვარჯიშს ვიწყებდი, სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან ვერ ბოლომდე მივხვდირას ნიშნავდა ეს ყველაფერი.ტელეფონი რომ გავთიშე მამას მოვუყევი სატელეფონო ზარის შესახებ და მაშინ გავიაზრე რა ხდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა მოსალოდნელი ან მარტივად აღსაქმელი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში.
როგორ შეეწყვეთ გუნდის წევრებს, რამდენად ადვილია ნაკრებში თავის დამკვიდრება?
– როდესაც მამუკა გორგოძე ბავშვობიდან შენი კუმირია და ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ მასთან ერთად უნდა ივარჯიშო, დამიჯერეთ, რომ მარტივი არ არის. ურთიერთობის დროს თავიდან მერიდების მომენტები ხშირად მქონდა, მაგრამ გუნდის წევრების მეგობრული დამოკიდებულება დამეხმარა გარკვეული ბარიერების გადალახვაში.
მორაგბეებს ხშირად ახასიათებენ, როგორც მებრძოლი სულის მქონე ადამიანებს. თუ შეგიძლია, მითხრა რა არის შენი მოტივაციის მთავარი წყარო და ვისი გულშემატკივრობა გამხნევებს ყველაზე მეტად?
– პასუხისმგებლობა მთავარი განცდაა, რომელსაც ყოველი თამაშის წინ ვგრძნობ. ჩემი აზრით, წარმოუდგენელია, რომ მოედანზე გამოხვიდე და არ ფიქრობდე ადამიანებზე, რომლებთან ერთად თამაშობ, ან საკუთარ მწვრთნელზე, რომელმაც აგირჩია და სათამაშოდ ძირითად გუნდში ჩაგსვა. მატჩის წინ განსაკუთრებულად ვგრძნობ, რომ საკუთარ ქვეყანას წარმოვადგენ და ჩემი გულშემატკივრები აუცილებლად შეაფასებენ როგორ ვითამაშებ. უნდა აღვნიშნო, რომ მოტივაციას ჩემში ბევრ ფაქტორთან ერთად საკუთარი ოჯახის მხარდაჭერა აძლიერებს, როგორც აღვნიშნე, ისინი ყველა მატჩს ადევნებენ თვალს.
მაინტერესებს გარდა ფიზიკურისა, ემოციური თვალსაზრისით თუ ემზადები თამაშის წინ და როგორ აისახება თქვენზერ მატჩის ბოლოს მიღებული შედეგი?
– სამოას წინააღმდეგ თამაში ჩემთვის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი იყო. იმ ადამიანებმა, რომელთა რჩევებს ვითვალისწინებ, ცალსახად გამაფრთხილეს, რომ თამაშინ წინა ღამეს უნდა დამესვენა და ბევრი არ მეფიქრა, მაგრამ მთელი ღამე გავათენე. როდესაც იცი, რომ მეორე დღეს რამდენიმე ათასი გულშემატკივრის წინაშე უნდა გამოხვიდე რთულია, თამაშზე არ იფიქრო. ბენებრივია, ცხოვრების ყოველ ეტაპზე გამოცდილების დაგროვების პროცესში სირთულეებს აწყდები. მთავარია, ორიენტირებული იყო, რომ საკუთარი ვალდებულება ღირსეულად შეასრულო. თამაშის შემდეგ ვფიქრობ, რომ შემეძლო, რაღაც უკეთ გამეკეთებინა და ეს ფიქრი ყოველი მატჩის ბოლოს მაწუხებს, როცა ვაგებ და მაშინაც, როდესაც ვიგებ. პიროვნულად მაძლიერებს იმის გააზრება, რომ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯე.
რას ნიშნავს რაგბი გიორგი კოშაძისთვის, დეტალურად რომ მესაუბრო, რა უნარებს ავითარებს სპორტის ეს სახეობა, რა სირთულეებს აწყდები თამაშის დროს და როგორ აისახება შენი პროფესია შენს ცხოვრებაზე?
ვინაიდან რაგბი სპორტის ის სახეობაა, რომელიც გუნდურობას გულისხმობს, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩემი შეცდომა პირდაპირ აისახება ჩემს თანაგუნდელზე. თამაშის დროს ჩემი ნებისმიერი ქმედების გამო შესაძლოა, გუნდმა წააგოს ან მოიგოს. უპირველესყოვლისა გრძნობ, რომ ერთიანი მექანიზმის ნაწილი ხარ და შენზე ამ მექანიზმის მუშაობაა დამოკიდებული, ამიტომ ყოველ ქმედებას სიფრთხილით ეკიდები. ცხოვრების მიმართ ისეთივე მიდგომები მაქვს, როგორიც რაგბის მიმართ. ვფიქრობ, რომ ჩემი საქციელით შესაძლოა სხვა დავაზიანო, ან პირიქით, დავეხმარო იმაზე უკეთესი გახდეს,ვიდრე არის.
დამწყებ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ წარმატებული მორაგბეები გახდნენ და მომავალში პროფესიონალურ დონეზე ითამაშონ რაგბი, რა რჩევებს მისცემდით?
– შესაძლოა, ვინმეს ცარიელ სიტყვად მოეჩვენოს, მაგრამ ჩემ მიერ განვლილი გზისთვის ბევრჯერ გადამიხედავს. იმაზეც მიფიქრია, რომ შესაძლოა განსაკუთრებულად ნიჭიერი არასდროს ვყოფილვარ და არც გამორჩეული უნარები მქონია, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაც გიყვარს იმისთვის თავის მიძღვნა აუცილებელია. შესაბამისად მეც ბევრი საკითხი გადამიწევია უკანა პლანზე და არჩევანი რაგბის სასარგებლოდ არაერთხელ გამიკეთებია.
დღეში რამდენ საათს ვარჯიშობ და თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული, როგორია გიორგი კოშაძე რაგბის მოედნის მიღმა?
– ძირითადად დილასა და საღამოს ვვარჯიშობ ოთხი საათის განმავლობაში, ხშირად უფრო მეტ დროსაც ვუთმობ ხოლმე.რაგბის მოედნის მიღმა ვარსებობ ოჯახის, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანი.
რომ არა მორაგბე ვინ იქნებოდით? ამჟამად სად სწავლობ?
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ ბიზნეს ადმიანისტრირებაზე და ახლახან მენეჯმენტის განხრა ავირჩიე მიმართულებად. არ დაგიმალავ, გარკვეული გეგმებიც მაქვს და ალბათ, განვახორცილებ წლების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რაგბი ასე აქტიურად რომ აღარ იქნება. მორაგბე რომ არ ვყოფილიყავი,სავარაუდოდ, სტანდარტულ საფეხურებს გავივლიდი: ვისწავლიდი, დიპლომს ავიღებდი და შემდეგ მოვიფიქრებდი სად დავიწყებდი მუშაობას.
შენი აზრით სიყვარული რა არის, როგორმა გოგონამ შეიძლება მოგხიბლოს?
– ბანალურად ჟღერს, მაგრამ, რომ სიყვარული ყველგანაა. ჩემი დამოკიდებულება რაგბის მიმართ სიყვარულია, გრძნობა ოჯახის წევრების მიმართ სხვა რა არაის თუ არა სიყვარული? თუ მკითხავთ როგორი გოგო შეიძლება მომეწონოს, ვერ გიპასუხებთ, რადგან მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ მაქვს და არც იმის მჯერა, რომ მოინდომო ჩარჩოებში ჩასვა შენი მომავალი და ამან შედეგი გამოიღოს, შესაბამისად არ და ვერ ვისაუბრებ წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე.
როგორი კვების რაციონი გაქვს, იცავ თუ არა დიეტას, თავად ხომ არ ამზადებ?
– რაგბში ჩემი პოზიციიდან გამომდინარე (ცენტრი) დაბალი წონა მაქვს და დიეტა არასდროს დამჭირვებია. ვერ ვიტყვი, რომ გურმანი ვარ, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება ვიცი. ცეზარის სალათა განსაკუთრებით გემრიელი გამომდის. ცომთან მუშაობა არ მეხერხება, მაგრამ მარტივი რეცეპტით არაერთი ტრადიციული ქართული კერძის მომზადება შემიძლია.
როგორც საქართველის მორაგბეთა ნაკრების წევრს, რა მიზნები გაქვს, შეგიძლია, მითხრა რა იქნება თქვენი პროფესიული განვითარების მთვარი მიღწევა, რაზე ოცნებობთ?
– საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრამდე ეს იყო ჩემი ოცნება. ახლა ჩემთვის ნაკრებში თავის დამკვიდრება და შესაძლებლობების წარმოჩენაა პრიორიტეტული. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი საფრანგეთის რომელიმე კლუბში.
როგორ ფიქრობთ, რა არის ცხოვრებაში ის მთავარი ლელო, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდადადოს?
– როგორც წესი, ამ ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემის დროს, მაღალ მატერიებზე საუბრობენ, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ ცხოვრებაში მთვარ ამოცანად მიზნის პოვნა მიმაჩნია.
ნანუკა მაღლაკელიძე