• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სლოვაკეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა საქართველოს ევროინტეგრაციის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას შექმნის”

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მარგველასლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა  მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ანდრეი კისკას ვიზიტს ისტორიული უწოდა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სლოვაკეთს აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო,

ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის დიდი პატივია, რომ  საქართველოში სლოვაკეთის პრეზიდენტის პირველი ისტორიული ვიზიტი შედგა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისათვის მნიშვნელოვანი იმპულსის მიმცემი იქნება.

ჩვენ გვქონდა ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა შარშან, როდესაც მე თქვენ გეწვიეთ და ეს მეგობრული შეხვედრა გაგრძელდა დღესაც.

ჩვენ შევთანხმდით იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებსაც ტრადიციულად ჩვენ ვავითარებდით ერთობლივ ფორმატებში.

მე მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.

მიმაჩნია, რომ თქვენი ევროკავშირის პრეზიდენტობა, რომელიც ერთ თვეში იწყება, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება, რომ უფრო გააღრმავოს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპი.

ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა როგორც კულტურულ, ასევე სამხმედრო სფეროში და ბუნებრივია ჩემი და ახლა თქვენი ვიზიტით იქმნება სულ უფრო მეტი, ახალი შესაძლებლობა ბიზნესთანამშრომლობის თვალსაზრისით.

ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენ ჩამობრძანდით ბიზნესმენების დიდ ჯგუფთან ერთად და ბუნებრივია ის თანამშრომლობა და ის მემორანდუმები, რომლებიც დაიდება ჩვენს პალატებს შორის გახსნის ფართო შესაძლებლობას ორივე ქვეყნის ბიზნესმენების დაინტერესების თვალსაზრისით.

ჩვენს შორის სულ უფრო იზრდება, როგორც ტურიზმის ასევე, კულტურული თანამშრომლობისა და თანამშრომლობის სხვა ფორმები.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ სიხარულს თქვენი ჩამობრძანების გამო და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი რამდენიმე დღე, ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ანდრეი კისკას განცხადებით, საქართველომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს ევროპისაკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე, რაშიც სლოვაკეთი მხარდაჭერას უცხადებს.

„მოგესალმებით, მსურს აღვნიშნო, რომ სანამ თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდოდი ბევრი საუბარი მქონდა საქართველოს შესახებ, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ საქართველოს, როგორ გვესმის თქვენი ქვეყანა, რა შეხედულებები გაგვაჩნია.

ეს არის ქვეყანა, რომელიც მდიდარია ისტორული მემკვიდრეობით, ულამაზესი ბუნებით. საქართველოში გატარებული პირველივე საათების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ წავალ უდიდესი შთაბეჭდილებებით.

მე ჩამოვედი იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო დიდი იმპულსი მივცე.

მოხარული ვარ, რომ მე მახლავს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებთან ერთად ასეულობით კილომეტრით მოვცილდები დედაქალაქს, ვიმოგზაურებ ქვეყანაში და ჩვენ შევისწავლით გარემოს, იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სფეროს განვითარებას.

ვიცით, რომ თქვენი კუტლურული პროდუქტი საკმაოდ მაღალი პოტენციალის მქონეა, იმედი მაქვს რომ უამრავ პოზიტიურ სიურპრიზს შევთავაზებთ ჩვენს ქვეყნებს.

მე ჩამოვედი, იმისათვის, რომ მხარი დაგიჭიროთ თქვენ და თქვენს ხალხს იმ გზაზე, რომელიც საქართველოს ევროპისა და ნატოსკენ წაიყვანს.

ვიცი, რომ ბევრი პრობლემაა ამ მიმართულებით, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროთ წინ.

პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც ხაზი გავუსვით ამ საკითხს.  ჩვენ თითქმის ერთი ზომის ქვეყნები ვართ, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ში თქვენი გაწევრიანება გახდეს რეალობა.

როდესაც ჩვენ გავხდით ნატო-ს წევრები, ჩვენი მშობლები ვერც კი იოცნებებდნენ ამის შესახებ, ივლისში კი, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის პრეზიდენტი ხდება.

ასოცირების შეთანხმება საქართველოს საკმაოდ დიდ ძალას აძლევს ამ გზაზე. ეს არის ის ბილიკი, რომელზეც თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ივლით იმ ერთადერთი მიმართულებით, რომელსაც ევროპული გზა ჰქვია.

მე და პრეზიდენტმა ვისაუბრეთ საქართველოს ნატო-ს მომავალი წევრობის შესახებ. მიმაჩნია, რომ ნატო-ს ბოლო სამიტის შემდეგ თქვენ კარგი მოლოდინები უნდა გქონდეთ, იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა.

უამრავი რამ გაკეთდა, საკუთრივ ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომლებიც ერთობლივად ჩატარდა საქართველოში. იმედი მაქვს, რომ შემდეგ სამიტზე გაცილებით დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს თქვენი ქვეყანა ბატონო პრეზიდენტო.

რაც შეეხება რეფორმებს, რომლებსაც თქვენ ატარებთ, იგივე იყო სლოვაკეთშიც. როდესაც ჩვენც უნდა შეგვესრულებინა პირობები გაწევრიანების შესახებ. ბევრი რეფორმა გავატარეთ, ზოგ შემთხვევაში ჩვენი ხალხის სასიცოცხლო სტანდარტებმა დაიკლო კიდეც, თუმცა მოკლე ხანში რეფორმებმა პოზიტიური შედეგი გამოიღო.

მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს მეგობულ ურთიერთობას – მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში სამით-ერთი გავიმარჯვეთ, და ასევე დავამარცხეთ გერმანელები, ფეხბურთი ჩვენს მეგობრობას ხელს ვერ შეუშლის.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ თბილი დახვედრისთვის. ჩვენც შევეცდებით, რომ სლოვაკეთში თქვენს პრეზიდენტს სათანადოდ ვუმასპინძლოთ”, – განაცხადა ანდრეი კისკამ.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“პარტიას ერთი დინამოს სტადიონი მაინც უნდა გიჭერდეს მხარს, რომ პარტია გერქვას”

10 years ago
,,ეკო ხელნაკეთი“ – პირადი წუთების მარადიული არსებობის სახელოსნო

,,ეკო ხელნაკეთი“ – პირადი წუთების მარადიული არსებობის სახელოსნო

3 years ago

გიორგი ამაშუკელმა ურბანული განვითარების კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა

12 years ago
„ჩვენ განვიხილავთ ევოლუციურ სცენარს და არა რევოლუციურს“

„ჩვენ განვიხილავთ ევოლუციურ სცენარს და არა რევოლუციურს“

10 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by