• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აწყურის ციხისა და აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
აწყურის ციხისა და აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის ტერიტორიაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

9d9d1584-7ad2-4c15-bbd5-c90b11843dde31 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ აწყურის ციხე და აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი მოინახულეს. ასევე, დაათვალიერეს ტაძრის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ტაძრის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური გათხრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, 3D ფორმატში მომზადებული ვიდეორგოლით, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ნახონ როგორი იქნება აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი რეაბილიტაციის შემდეგ. ამ ეტაპზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება; მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებები; წელსვე იგეგმება აწყურის ციხის ჩამოშლილი სამხრეთ კედლის გაწმენდითი სამუშაოები. სპეციალურად მონტაჟდება საბაგირო, რომლის საშუალებითაც კედლიდან ჩამონგრეულ ქვებს ქვევით ჩამოიტანენ და უკვე გაწმენდილ მდგომარეობაში დაუბრუნებენ პირვანდელ ადგილს. აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.

არქეოლოგიურ სამუშაოებს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს.

აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი

აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი (ახალციხის მუნიციპალიტეტი), ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია სამხრეთ საქართველოში. ტაძრის თავდაპირველი მშენებლობის შესახებ ისტორიული ცნობები არ შემორჩენილა. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია აღადგინეს სამცხის მმართველმა ათაბაგებმა, ჯაყელებმა – XIV-XV სს-ში. ტაძარი მხატვრულ- არქიტექტურული ღირებულებით, ისტორიული მნიშვნელობითა და გამორჩეული მონუმენტურობით, ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ამჟამად, ძეგლის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, როგორც არქიტექტურული, ასევე კონსტრუქციული თვალსაზრისით. ჩანგრეულია კამარა, დაბზარულია კედლები, საპირე წყობის დიდი ნაწილი ჩამოცვენილია და მორღვეულია კედლის ზედა მონაკვეთები. ფაქტობრივად, ტაძრის 2/3 დანგრეულია.

აწყურის ციხე

აწყურის ციხე, რომელიც საქართველოს საფორტიფიკაციო ნაგებობებს შორის ერთ‐ერთ მნიშვნელოვან, მასშტაბურ კომპლექსს წარმოადგენს, მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სათავდაცვო კომპლექსს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ის ფუნქციონირებდა X- XI სს-დან მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, XIX ს-მდე. მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილზე, მიუდგომელ კლდოვან კონცხზე აგებული აწყურის ციხე იცავდა და აკონტროლებდა მტკვრის ხეობას და სამხრეთ საქართველოსთან დამაკავშირებელ გზას. ციხის ზღუდის მაღალი კედლები, რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთის გრძივ ღერძზე გაშლილ დიდ არეს შემოფარგლავს, რთულ რელიეფს მიუყვება, სადაც ქვედა და ზედა ციხე გამოიყოფა. გალავანში ჩართულია ბურჯები და გეგმაში არასწორი გეომეტრიული ფორმის ოვალური და წაგრძელებული მოყვანილობის კოშკები.საყურადღებოა, ასევე, ციხესთან დამაკავშირებელი კამარით გადახურული გვირაბი, რომელიც დასავლეთის მხრიდან, მტკვრის სანაპიროზე გამავალი გზის პირას იწყება და ეზოს ქვედა ტერასაზე ადის. 2015წელს შემუშავდა პროექტი, რომლის მიხედვით პირველ ეტაპზე უნდა აღდგეს სამხრეთ ნაწილის ავარიული ქონგურებიანი კედელი, შემდგომ გამაგრდეს კლდის სამხრეთი მხარე, ხოლო მესამე ეტაპზე ჩატარდება გვირაბისა და ციტადელის სარესტავრაციო სამუშაოები.რაციო სამუშაოები.

Share2Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი მოიპოვა

მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი მოიპოვა

7 years ago

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა

10 years ago
ირაკლი კობახიძე: “კონსულტაციები საარჩევნო სიასთან დაკავშირებით დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით იგი დანომრილი არ არის”

ირაკლი კობახიძე – “ჩვენ პარლამენტში იმაზე მეტ მანდატს მივიღებთ, ვიდრე დანარჩენი პარტიები”

10 years ago

არჩილ თალაკვაძე: პასუხები გამოძიებით უნდა გაიცეს და არა პოლიტიკური სპეკულაციებით

9 years ago

ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

პატარა ბინაში ავეჯის შერჩევა მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის. ხშირად ერთი სივრცე ერთდროულად ასრულებს რამდენიმე ფუნქციას: სამზარეულო, სასადილო ზონა, სამუშაო...

მეტის ნახვაDetails
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026
  • საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by