• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გზა კაპადოკიიდან მცხეთამდე – წმინდა ნინოს მისიონერული მოღვაწეობა საქართველოში

10 years ago
in მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
გზა კაპადოკიიდან მცხეთამდე – წმინდა ნინოს მისიონერული მოღვაწეობა საქართველოში
53
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

wminda ninoქართლში ქრისტიანობის   სახელმწიფო  რელიგიად აღიარება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება, რომელიც ლეგენდის მიხედვით, საქართველოში სამოციქულოდ მარიამ ღვთისმშობელმა წარმოგზავნა   და განსაცდელისგან დასაცავად თან ვაზის ჯვარი გადასცა. „მაშინ დედოფალმან მიყო ზედა კერძო ცხედრისა მისისა მყოფსა მას რტოსა ვენახისასა და მოჰკუეთა მისგან და შექმნა ჯუარის სახედ… ამით ნიშითა სძლო ყოველთა მანქანებათა ეშმაკისათა და წარგემართოს ქადაგებაი შენი, და თანაშემწე გეყო და არა დაგიტეო შენ“.  მორჩილების ნიშნად, წმიდა ნინომ მოიკვეცა თმა, შემოახვია ვაზის რტოებს და რწმენით აღსავსე, გამოეშურა საქართველოსკენ…

მართალია, ქრისტიანობა საქართველოში I საუკუნეში შემოვიდა და II-III საუკუნეებში უკვე საკმაოდ ღრმა ფესვები ჰქონდა, თუმცა ოფიციალური რელიგიად კვლავ კერპთაყვანისმცემლობა რჩებოდა და ქრისტიანობის საბოლოო დამკვიდრება მხოლოდ IV საუკუნეში, კაპადოკიელი ქალწულის წმინდა ნინო მოღვაწეობის შედეგად მოხდა. ნინოს  ქადაგების შედეგად სამეფო კარის წევრებთან ერთად მთელი ერი მოექცა ახალ სარწმუნეობაზე. ამის გამო ითვლება იგი ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთასწორად.

ქართველოლოგი ბერნარდ უტიე აღნიშნავს: “ნამდვილად შეუდარებელი არის საქართველო იმიტომ, რომ თქვენი დედა სარწმუნოებაში, თქვენი განმანათლებელი, თქვენი მოციქული – ქალია, წმინდა ნინო; რამდენადაც ვიცი, ეს მსოფლიოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა და ისიც თქვენთან, ქართველებთან”.  ამ ფაქტს ყურადღება ჯერ კიდევ XII საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწე კათოლიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერიძემ  მიაქცია, რომელიც მიიჩნევდა, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც განაპირობა წმინდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, იყო საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობა.

წმინდა ნინოს გზა კაპადოკიიდან მცხეთამდე ხანგრძლივი და ძნელი იყო. ქართული წყაროების მიხედვით ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა, რაც საფუძვლად დაედო “წმინდა ნინოს ცხოვრებას”, საიდანაც ვიგებთ, რომ რომის კეისრის დევნის გამო, წმინდა ნინო, რიფსიმეს, გაიანესა და ორმოცდაათ სულიერ დასთან ერთად სომხეთის ქვეყანაში გადაიხვეწა. დევნილები სომხეთის წარმართი მეფის თრდატის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. ნინო კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს-ღვთაებრივი გამოცხადებით ფარავნის ტბას მიუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა, სადაც ორი დღე დაჰყო. სწორედ აქ, მწყემსებისაგან შეიტყო წმინდა ნინომ, თუ სად მდებარეობდა მისთვის საოცნებო ქალაქი მცხეთა, სადაც უფლის კვართი იყო დაფლული. ტბა ფარავანთან ძილის დროს მას გამოეცხადა კაცი, რომელმაც გადასცა “წიგნი დაბეჭდული” და უთხრა: „ეს წერილი წარმართთა მეფეს მიართვი, რადგანაც აქ ამისთვის მოივლინე“. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი. წიგნი  იწყებოდა სახარებისეული სიტყვებით: “წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა და აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ, ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა”. ამ სიტყვებით გამხნევებული წმინდა ნინო მცხეთისაკენ გაემართა, წამოჰყვა მდინარე მტკვარს და სავარაუდოდ, გამოიარა ახალქალაქი, ხერთვისი, ასპინძა, ახლციხე.  მოგზაურობის დროს მან ბევრი შიში და შიმშილი დაითმინა, ბოლოს კი მოაღწია ურბნისს.  სადაც მან აქ მცხოვრებ ებრაელებთან ერთი თვე დაჰყო. ეცნობოდა მისთვის უცნობი ხალხის ენასა და ზნე-ჩვეულებებს.  ურბნისში ყოფნისას ნინომ დაინახა, რომ საზეიმოდ გამოწყობილი მრავალი ადამიანი მცხეთისაკენ მიემართებოდა  არმაზის კერპის თაყვანისსაცემად, ისიც გაჰყვა მოზეიმე ხალხს.

მცხეთაში ნინო  დაესწრო ქართველების წარმართული ღვთაებების არმაზის , გაცის და გაიმის დღესასწაულს. მრავალრიცხოვანი ხალხის უგნურებით ქალწული დიდად შეწუხებული იყო. მან განიზრახა, რომ უფლის ნებით მოესპო წარმართული კერპები, რომ ხალხს ჭეშმარიტი რწმენა შეეცნო. ნინოს ლოცვა ვედრების შედეგად ამ კერპებს სეტყვა და ქარიშხალი დაატყდება და სულ დაამსხვრევს.

მცხეთაში ჩასული წმინდა ნინო დამკვიდრდა დღევანდელი სამთავროს ტაძრის მახლობლად, მაყვლოვანში. იგი თავისი თმებით შეკრული ვაზის ჯვრით რამდენიმე წლის განმავლობაში მხურვალედ ქადაგებდა ქრისტიანობას. პირველად იგი დაუახლოვდა მცხეთელ ებრაელთა მღვდელს აბიათარს და მის ქალიშვილს სიდონიას. მათგან შეიტყო მცხეთაში უფლის კვართის ჩამოსვენების ისტორია, მაგრამ მათ არ მიუთითეს კვართის განსასვენებელი ადგილი. ებრაელი აბიათარი, მისი ქალიშვილი სიდონია და მცხეთაში მცხოვრები 50 ებრაელი წმ. ნინოს გავლენით ქრისტიანად მოექცნენ, რის გამოც ისინი მცხეთელმა ებრაელებმა თავიანთი თემისგან მოკვეთეს.

წმინდა ნინო კურნავდა ავადმყოფებს, მანვე მოარჩინა მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი ნანა და გააქრისტიანა. ქართლის მეფე მირიანი ეჭვით უყურებდა ახალ რელიგიას, ვიდრე სასწაულის მოწმე არ გახდა. ამის შემდეგ მირიანმა იწამა ნინოს სარწმუნოების ჭეშმარიტება და თვითონ დაიწყო ამ რელიგიის ქვეყანაში გავრცელება.

საქართველოშიც ქრისტიანობამ სახელმწიფო სტატუსი მიიღო 326 წელს, რამაც ძირფესვიანად შეიცვალა საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობაც.  ქართლის მოქცევა შეატყობინეს ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს. ბიზანტიიდან მოწვეულმა სასულიერო პირებმა მდინარე მტკვარზე მონათლეს ქართლის მოსახლეობა. კონსტანტინე იმპერატორის დახმარებით დაადგინეს მთავარეპისკოპოსები  და მღვდლები.  იმპერატორმა ქართლის პირველ ქრისტიან მეფეს გამოუგზავნა ქრისტეს სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები “ძელი ცხოვრებისა და ფიცარნი” და “სამსჭვალნი ფერხთანი”. მისივე დახმარებით მანგლისსა და ერუშეთში აშენდა პირველი ქრისტიანული ტაძრები და ეკლესიები, სადაც ზემოაღნიშნული სიწმინდეები დაასვენეს. ასეთი დიდი ღვაწლის გამო ქართული წყაროებში წმინდა ნინო “ქართლისა მაცხოვრად” და “დედად ქართველთა თემისაჲსად”  იწოდება.

მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს მართლმადიდებლური  ეკლესია განსაკუთრებულად  ზეიმობს  და წელიწადში ორჯერ  აღნიშნავს  27 იანვარს – მისი გარდაცვალების დღეს და 1 ივნისს –წმინდანის საქართველოში შემოსვლას.

სოფიკო ნინიკაშვილი

Share21Tweet13

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე
ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“
ახალი ამბები

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე
ახალი ამბები

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026
ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა
ახალი ამბები

ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

05/19/2026

საინტერესო

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

10 years ago
“2022 წელი იქნება დაჩქარებული განვითარების წელი” – ნათია თურნავა

“2022 წელი იქნება დაჩქარებული განვითარების წელი” – ნათია თურნავა

4 years ago
BBC: ავსტრალიის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

BBC: ავსტრალიის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

11 years ago

თბილისში ქართულ-ჩინური ბიზნესფორუმი ჩატარდება

8 years ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by