მარტის ბოლოს ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.“მოამბის” ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც ადასტურებს და აცხადებს, რომ საქართველოს დელეგაციას ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, როგორც მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, მზადდება მაღალი დონის ვიზიტები როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ი, მათ შორის იგულისხმება მთავრობის მეთაურის ვიზიტიც.













