• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, November 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ამბობდა, – მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო…” – იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრების გზა და დიდი სიყვარული

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
“ამბობდა, – მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო…” – იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრების გზა და დიდი სიყვარული
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩა­სა­ქირ­ქი­ლე­ბე­ლი ხუმ­რო­ბის არ სწამ­და და “ქა­რის სა­ფარ­ფა­ტე­ბელს“ ეძახ­და, სი­ცილ­ზე კი ამ­ბობ­და, სი­ცი­ლი – ეს მა­ლა­მოა. სი­ცი­ლი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამ­შვი­დებს ნერ­ვებს, იგი სხე­უ­ლის თი­თო­ე­ულ ნა­წილს მა­გი­უ­რი ძა­ლით იპყრობს და კარ­გი გან­წყო­ბით თა­ვის ნე­ბა­ზე წარ­მარ­თავს; სი­ცი­ლი ადა­მი­ანს შვე­ბას ჰგვრის, უხ­სნის დაღ­ლი­ლო­ბას და, რაც მთა­ვა­რია, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს, კარ­გი, ჯან­სა­ღი სი­ცი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ტოლ­ფა­სი­აო… სი­ცი­ლის მე­ფეს – დიდ იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას

სი­ცი­ლი და ხუმ­რო­ბა მარ­თლაც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, აი, სი­ცი­ვი­სა კი ეში­ნო­და, თურ­მე. სიკ­ვდი­ლიც იმი­ტომ აკ­რთობ­და, რომ იქ შემ­ცივ­დე­ბა და მარ­ტოს რა მეშ­ვე­ლე­ბა, ზამ­თარ­ში მა­ინც არ მოვ­კვდეო, ამ­ბობ­და ხოლ­მე ოჯახ­ში და დიდი ნა­თე­ლი, თბი­ლი ღი­მი­ლით ათ­ბობ­და გარ­შე­მო მყო­ფებს, არა­და… სა­ო­ცა­რი ბე­დის­წე­რა ერგო – ზამ­თარ­ში და­ი­ბა­და და ზამ­თარ­ში გა­და­ვი­და მა­რა­დი­სო­ბა­ში.

  • იპო­ლი­ტეს “პრო­ზა“, “პო­ე­ზია“, რი­ცხვი 13 და 13 იპო­ლი­ტე

ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უდი­დე­სი არ­ტის­ტი, კო­მი­კო­სი იპო­ლი­ტე ყვინ­ჩია (ხვი­ჩია) 1910 წლის 31 დე­კემ­ბერს სა­ში­ნელ თო­ვა­ში, სუსხსა და ყინ­ვა­ში, ძვე­ლი და ახა­ლი წლის გა­სა­ყარ­ზე და­ბა­დე­ბუ­ლა, ხონ­თან სამ კი­ლო­მეტრში, სო­ფელ კონ­ტუ­ათ­ში, საყ­ვინ­ჩი­ო­ში, პა­ტა­რა იმე­რულ ჯარ­გვალ­ში (სახ­ლი ახა­ლი დამ­წვა­რი ჰქონ­დათ). იგი ალექ­სან­დრე ყვინ­ჩი­ა­სა და პის­ტი თო­ფუ­რი­ას მე­ექ­ვსე შვი­ლი ყო­ფი­ლა.

იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას ქა­ლიშ­ვი­ლის, ნუნუ ხვი­ჩი­ას მო­გო­ნე­ბე­ბით ვი­გებთ, რომ ყვინ­ჩი­ე­ბის ოჯახ­ში დიდი წეს­რი­გი სუ­ფევ­და. ექ­ვსი შვი­ლის მშობ­ლებს – ალექ­სან­დრე­სა და პის­ტის წუ­თით ჩა­მოჯ­დო­მა-ჩა­მოს­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქო­ნი­ათ – ექვს შვილს ჩაც­მა უნ­დო­და, და­ხურ­ვა, ჭამა, სმა და, რაც მთა­ვა­რია, აღ­ზრდა. უფ­რო­სი და-ძმა მა­გა­ლი­თი უნდა ყო­ფი­ლი­ყო უმ­ცრო­სე­ბის­თვის. გა­უ­ტე­ხე­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე პის­ტი სა­ღა­მო­ო­ბით შუ­ა­ცე­ცხლთან შე­მო­იკ­რებ­და, თურ­მე, ექ­ვსი­ვეს – ალექ­სან­დრეს (სა­შას), ევ­გე­ნი­ას (ჟე­ნი­ას), ლუ­ბას, კა­კოს, სერ­გოს (სი­რი­ოს) და იპო­ლი­ტეს (კუ­ში­ეს) და უკი­თხავ­და წიგ­ნებს, ას­წავ­ლი­და ლექ­სებს, აცეკ­ვებ­და და ამ­ღე­რებ­და. სა­შას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და კი­თხვა და წა­კი­თხულს ხმა­მაღ­ლაც იმე­ო­რებ­და, გან­ცდით მისი წა­კი­თხუ­ლი კი ყვე­ლას­თვის გა­დამ­დე­ბი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით – იპო­ლი­ტე-კუ­ში­ეს­თვის. როცა კი დროს მო­ი­ხელ­თებ­და, პა­ტა­რა იპო­ლი­ტე შე­ი­პა­რე­ბო­და, თურ­მე, სა­თო­ნე­ში და ძვე­ლისძვე­ლი კედ­ლის შეყ­ვით­ლე­ბულ სარ­კე­ში იმე­ო­რებ­და სა­შას ქცე­ვებს, მოძ­რა­ო­ბებს, მი­მი­კას, ჟესტს…

 

­იპოლი­ტე კონ­ტუ­ათ­თან ახ­ლოს, ნა­ხა­ხუ­ლე­ვის სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნეს. უფ­როს­მა ძმებ­მა – სა­შამ და აკა­კიმ კი სკო­ლა­ში დრა­მა­ტუ­ლი წრე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს და დრამ­წრის დრა­მა­ტურ­გიც, რე­ჟი­სო­რიც, კომ­პო­ზი­ტო­რიც და მხატ­ვა­რიც საშა ყვინ­ჩია იყო, წარ­მოდ­გე­ნებ­ში კი მთა­ვარ რო­ლებს აკა­კი, საშა, ლუბა და სი­რიო ას­რუ­ლებ­დნენ. იმ პე­რი­ოდ­ში იპო­ლი­ტეს სცე­ნა არც აინ­ტე­რე­სებ­და. 14 წლი­სა თბი­ლის­ში წა­ვი­და და სწავ­ლა სამ­რეწ­ვე­ლო ეკო­ნო­მი­კურ ტექ­ნი­კუმ­ში გა­აგ­რძე­ლა, შემ­დეგ კი მუ­შა­ობ­და ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ინ­სტრუქ­ტო­რად; ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძი­რუ­ლას აგუ­რის ქარ­ხა­ნა­ში მგეგ­მავ ეკო­ნო­მის­ტად; ხე-ტყეს ჭრი­და ხა­იშ­ში, ლა­ხა­მუ­ლა­ში, ჭუ­ბერ­ში და აცუ­რებ­და ენ­გურ­ზე; მუ­შა­ობ­და სო­ხუმ­ში მე­თუ­ლუხ­ჩედ და პუ­რის მცხო­ბე­ლად… მაგ­რამ ამ პრო­ფე­სი­ე­ბი­დან არც ერთი აღ­მოჩ­ნდა მისი მო­წო­დე­ბა.

იპო­ლი­ტე შინ დაბ­რუნ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ხონ­ში მუშა-ახალ­გაზ­რდო­ბის თე­ატ­რი ჩა­მო­ყა­ლიბ­და და მის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და რე­ჟის­ო­რად კი საშა ყვინ­ჩია (ვარ­დე­ლის ფსევ­დო­ნი­მით) მი­იწ­ვი­ეს. იპო­ლი­ტე­ზე დიდი ზე­გავ­ლე­ნა მო­უხ­დე­ნია აკა­კი კვან­ტა­ლი­ა­ნის, გრი­გოლ კოს­ტა­ვა­სა და ალექ­სან­დრე გო­მე­ლა­უ­რის თა­მაშს. სწო­რედ მა­შინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა იგი სცე­ნით და რა­ი­ო­ნუ­ლი თე­ატ­რის პირ­ველ თე­ატ­რა­ლურ აფი­შებ­ზეც პირ­ვე­ლად გა­მო­ჩე­ნი­ლა ექ­ვსი­ვე ყვინ­ჩი­ას გვა­რი. თე­ატ­რი ვი­თარ­დე­ბო­და, მსა­ხი­ო­ბე­ბიც ემა­ტე­ბოდ­ნენ და რო­დე­საც საშა ყვინ­ჩი­ას მო­რიგ სპექ­ტაკლზე – “ჟანგზე“ და­უ­წყია მუ­შა­ო­ბა, უმ­ცრო­სი ძმის­თვის თე­ატ­რში დარ­ჩე­ნა შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, – შენ­გან ნამ­დვი­ლი, კარ­გი მსა­ხი­ო­ბი დად­გე­ბაო. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ფიქ­რის შემ­დეგ იპო­ლი­ტე და­თან­ხმე­ბუ­ლა და ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის აფი­შის­თვის მი­უ­წე­რი­ათ: “ბო­რი­სი – იპ. ყვინ­ჩია“. სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა­ზე – 1932 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე დარ­ბა­ზი გა­და­ჭე­დი­ლი იყო, კუ­ლი­სებ­ში კი ყვე­ლა­ზე მე­ტად, თურ­მე, იპო­ლი­ტე ღე­ლავ­და – ად­გილს ვერ პო­უ­ლობ­და, ცქმუ­ტავ­და და თი­თებს იმ­ტვრევ­და. სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი, უფ­რო­სი ძმა ჩუ­მად ადევ­ნებ­და მას თვალს და მოს­წონ­და კი­დეც მისი გან­ცდე­ბი, რად­გან ამ გან­ცდის ფა­სიც კარ­გად იცო­და.

  • ფარ­და გა­იხ­სნა და 22 წლის კონ­ტუ­ა­თე­ლი იპო­ლი­ტე ყვინ­ჩი­აც გა­ვი­და სცე­ნა­ზე…

ჰყვე­ბოდ­ნენ, ყვე­ლა ეპი­ზო­დი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­მარ­თლით ითა­მა­შაო. შემ­დეგ სპექ­ტაკლს სპექ­ტაკ­ლი მოჰ­ყვა, როლს – როლი, ხონს – ტყი­ბუ­ლი და სა­რე­ჟი­სო­რო დე­ბი­უ­ტიც, შემ­დეგ კი – რე­ჟი­სორ დოდო ან­თა­ძის­გან მიწ­ვე­ვა ქუ­თა­ი­სის ლ. მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რში. სწო­რედ დოდო ან­თა­ძის ხელ­ში იქცა იპო­ლი­ტე ყვინ­ჩია იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ად. რო­დე­საც პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­სას მა­ესტრო ჩა­ე­კი­თხა, – ა, ყვინ­ჩია, არა? შევ­ცვა­ლოთ “ყ“ “ხ-თი“, რა მოხ­დე­ბა, ამით, ვი­თომ, და­შავ­დე­ბა რა­მეო? – არც არა­ფე­რი, ერთი ოხე­რია ორი­ვეო, – მი­უ­გია მსა­ხი­ობს და… მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავ­და, – ჩემ­მა ძმამ, საშა ყვინ­ჩი­ამ მის­ცა ჩემს ნიჭს გა­ქა­ნე­ბა და მი­ზა­ნი ჩემს პი­როვ­ნე­ბას, ხოლო თუ რამ კარ­გი გა­ვა­კე­თე, სა­ინ­ტე­რე­სო შევ­ქმე­ნი და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სცე­ნა­ზე – დოდო ან­თა­ძეს უნდა ვუ­მად­ლო­დეო…

იპო­ლი­ტე ხვი­ჩია დე­დას­თან ერ­თად

იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას კო­მე­დი­ურ ჟანრ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბაც, თურ­მე, სწო­რედ ქუ­თა­ი­სის თე­ატრს და სპექ­ტაკლ “გუ­შინ­დელნში“ ჯვე­ბეს როლს უკავ­შირ­დე­ბა. არა­და, ამ­ბობ­და, თურ­მე, – მე, ტრა­გე­დი­ის­თვის და­ბა­დე­ბუ­ლი კაცი, კო­მე­დი­ა­ში ვი­ღუ­პე­ბიო… ეგ კი არა, ერთხელ, ადრე, დე­დაც კი მი­უგ­ზავ­ნია რე­ჟი­სო­რი ძმის­თვის – სა­შას­თვის, და­მეხ­სნას კო­მე­დი­უ­რი რო­ლე­ბი­თო. ქუ­თა­ისს თბი­ლი­სი და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი მოჰ­ყვა. უკა­ნას­კნე­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი რო­ლიც 1966 წლის 13 აპ­რილს სწო­რედ “რუს­თა­ველ­ში“ შე­ას­რუ­ლა – რე­ჟი­სორ გიზო ჟორ­და­ნი­ას “უკა­ნას­კნელ მას­კა­რად­ში“ სპი­რი­დო­ნი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. სამ­წუ­ხა­როდ, არც მე და არც კი­დევ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს, ვი­საც გა­მორ­ჩე­უ­ლად გვიყ­ვარს იპო­ლი­ტე ხვი­ჩია, მისი 95 თე­ატ­რა­ლუ­რი რო­ლი­დან ერ­თიც არ გვი­ნა­ხავს, სა­მა­გი­ე­როდ, ზე­პი­რად ვი­ცით მისი ფილ­მე­ბი, რო­ლე­ბი და რეპ­ლი­კა-ფრა­ზე­ბი ფილ­მე­ბი­დან.

დე­დას­თან და უფ­როს ძმას­თან – სა­შას­თან ერ­თად

 

თე­ატ­რი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ მისი ცხოვ­რე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ე­ჯაჭ­ვა კი­ნო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ას, არა­და, თით­ქოს, მუ­დამ აპი­რებ­და უკან, თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბას. და მა­ინც, სწო­რედ კი­ნომ წა­რუდ­გი­ნა დიდი არ­ტის­ტი იპო­ლი­ტე ხვი­ჩია მსოფ­ლი­ოს. კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე “ბურ­თი და მო­ედ­ნის“ ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ უდი­დეს ფრანგ მსა­ხი­ობს ჟან გა­ბენს გვერ­დით მჯდო­მი რეზო ჩხე­ი­ძის­თვის გა­და­უ­ლა­პა­რა­კე­ბია, – ეს რა გე­ნი­ო­სი გყო­ლი­ა­თო! და ეს გე­ნი­ო­სი ისე­თი ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი იყო თა­ვის ამ­პლუ­ა­ში, ისე­თი უშუ­ა­ლო და სა­ხალ­ხო იყო, რომ მისი ხსე­ნე­ბი­სას გვარს არ აყო­ლებ – ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის, უბ­რა­ლოდ, იპო­ლი­ტეა, სი­ცი­ლის მეფე და დი­დოს­ტა­ტი, კაცი, რო­მელ­საც სი­ცი­ლით, ვინ იცის, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ნუ­კურ­ნავს.

იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას დიდი ოჯა­ხი

რი­ცხვი 13 გა­მორ­ჩე­უ­ლად ჰყვა­რე­ბია იპო­ლი­ტეს. ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უ­სას ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის უკი­თხავს, რამ­დე­ნი შე­კი­თხვა და­მის­ვიო? ამ უკა­ნას­კნელს უპა­სუ­ხია, – თერ­თმე­ტიო. – ორიც და­მი­მა­ტე და 13 გა­მო­ვა, 13 ჩემი რი­ცხვია, კარ­გად მაქვს დაც­დი­ლიო და ჩა­მო­უთ­ვლია: ოჯახ­ში 13 სული ვი­ყა­ვით – დედა, მამა და 11 შვი­ლი; ქუ­თა­ის­ში, ლერ­მონ­ტო­ვის 13-ში ვცხოვ­რობ­დი; ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში, წი­თე­ლი პარ­ტი­ზა­ნე­ბის ქუ­ჩის (დღეს იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას ქუჩა – ი.ხ.) #13-ში გად­მო­ვე­დი; რეს­პუბ­ლი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა 1953 წლის 13 ივ­ნისს მი­ვი­ღე; სას­ტუმ­რო­ში ყო­ველ­თვის #13 ოთა­ხი მხვდე­ბა; სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა 1960 წლის 13 ივ­ლისს მი­ვი­ღე; ახა­ლი ბინა თბი­ლის­ში, სე­ვას­ტო­პო­ლის ქუ­ჩა­ზე – 13 ივ­ნის­სო… ჟურ­ნა­ლისტსაც არ უწყე­ნი­ნე­ბია და 2 შე­კი­თხვა და­უ­მა­ტე­ბია.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 45 კი­ნო­როლს შო­რის 13-ში სწო­რედ იპო­ლი­ტე ჰქვია.

  • რა ხდე­ბო­და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე?

იპო­ლი­ტეს გა­და­ღე­ბი­სას რე­ჟი­სო­რე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ი­თხოვ­დნენ, თურ­მე, მო­ედ­ნის­თვის დიდი ბაწ­რით გა­ლავ­ნის შე­მორ­ტყმას, იპო­ლი­ტეს სა­ნა­ხა­ვად მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის ტალ­ღას რომ გამ­კლა­ვე­ბოდ­ნენ. ბა­ქო­ში ყო­ფი­ლა ფილმ “რო­მეო, ჩემი მე­ზო­ბე­ლის“ გა­და­ღე­ბა­ზე და ვიდ­რე სას­ტუმ­რო­დან გა­და­სა­ღებ მო­ედ­ნამ­დე მი­ვი­დო­და, გა­უ­ტა­ცი­ათ – ქა­ლა­ქი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს, იცი­ნეს, ილ­ხი­ნეს და გა­და­ღე­ბა­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­უყ­ვა­ნი­ათ. მძღო­ლებს რე­ჟი­სო­რის­თვის ჩუ­მად რა­ღაც უთ­ქვამთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად- თურ­მე, გა­აფრ­თხი­ლეს, სა­ბარ­გულ­ში რა­ღა­ცე­ბია, გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა, იპო­ლი­ტეს­თან ერ­თად, მერე რომ მო­ილ­ხი­ნო­თო. იპო­ლი­ტეს მათი ჩურ­ჩუ­ლი არ გა­მოჰ­პარ­ვია და რე­ჟი­სო­რის­თვის უკი­თხავს, – რაო, რამ­დე­ნად შე­მა­ფა­სე­სო? რე­ჟი­სორ მაჰ­მუდ­ბე­კოვს უპა­სუ­ხია, – ჯერ მაგ­დე­ნი ფული არ მოჭ­რი­ლაო!

  • უკა­ნას­კნე­ლი ანეკ­დო­ტი და კვა­ლი, რო­მელ­საც ლო­კო­კი­ნაც კი ტო­ვებს

მის გულ­ში ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს თა­ვი­სი ად­გი­ლი ჰქონ­და, მხო­ლოდ მე­უღ­ლე – ლუბა ქარ­ქა­შა­ძე იყო მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი. მის გა­რე­შე არ შე­ეძ­ლო. ყვე­ლას­თან და ყვე­ლა­ფერ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი, ლუბა ქარ­ქა­შა­ძეს­თან ფარ­ხმალ­დაყ­რი­ლი იყო – თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­და და ეუბ­ნე­ბო­და, – ერთი დღეც ნუ მა­ცო­ცხლოს ღმერ­თმა უშე­ნო­დო. ზო­გა­დად ეჭ­ვი­ა­ნი არ იყო, მაგ­რამ ლუ­ბას სი­ცო­ცხლე ჰქონ­და, თურ­მე, მისი ეჭ­ვი­ა­ნო­ბით გამ­წა­რე­ბუ­ლი. სულ მას ეძებ­და, სა­დაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ და­რე­კავ­და, ლუბა თუ კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო, ე.ი. შინ ყვე­ლა კარ­გად იყო.

 

მე­უღ­ლეს­თან – ლუბა ქარ­ქა­შა­ძეს­თან ერ­თად

შვი­ლიშ­ვი­ლი მა­ნა­ნა ხვი­ჩი­ას­თვისუთ­ქვამს, – მე თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლით ვი­ყა­ვი ძლი­ე­რი, შვი­ლო! თუ თქვენ კარ­გად მყავ­დით, რა­საც ვა­კე­თებ­დი, კარ­გად გა­მომ­დი­ო­და… სა­ო­ცა­რი რამ არის ოჯა­ხუ­რი იდი­ლია, მა­ნა­ნა! თუ თქვენ რამე გა­წუ­ხებ­დათ, მე სახ­ლი­და­ნაც არ გავ­დი­ო­დი, ჯერ ერთი, რომ თქვენ­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მე­ო­რეც, ჩემი უგუ­ნე­ბო­ბით სხვე­ბის­თვის გუ­ნე­ბა არ გა­მე­ფუ­ჭე­ბი­ნაო… თქვენ, ხუ­თი­ვემ, ბევ­რი რამ მო­მე­ცით, იმ­დე­ნი სი­ხა­რუ­ლი მა­ჩუ­ქეთ, რომ ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ მე­ცო­დი­ნე­ბა, რომ თქვენც იგი­ვე გარ­გუ­ნათ ცხოვ­რე­ბა­მო…

ისიც უთხო­ვია, – აღ­დგო­მას მო­დით ხოლ­მე, შვი­ლო, მივ­ხვდე­ბი. კვერ­ცხი, სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხი გა­და­მი­გო­რეთ გულ­ზე, გა­ვი­გებ, სი­ხა­რუ­ლით ამევ­სე­ბა გუ­ლიო.

  • 1985 წლის 31 იან­ვრის სუს­ხი­ან სა­ღა­მოს აღეს­რუ­ლა…

“სა­ში­ნე­ლი ქარი მძვინ­ვა­რებ­და. ხე­ებს მი­წა­ზე აწ­ვენ­და. სუს­ხი სუნ­თქვას აძ­ნე­ლებ­და. არ თოვ­და, მაგ­რამ ზამ­თა­რი მთე­ლი სიმ­კაც­რით იჩენ­და თავს. სა­ღა­მოს 6 სა­ათს 15 წუთი აკ­ლდა, “სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის“ მე­ო­რე ბრი­გა­დაც რომ მო­ვი­და კი­დევ. 2 პრო­ფე­სო­რი, 4 ექი­მი, ექთ­ნე­ბი და სა­ნიტ­რე­ბი – ოთახ­ში ტევა აღარ იყო, მაგ­რამ ბუ­ზის გაფ­რე­ნას გა­ი­გო­ნებ­დით. სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით ერ­თმა­ნეთს გა­და­უ­ჩურ­ჩუ­ლებ­დნენ და უხ­მოდ თავს დას­ტრი­ა­ლებ­დნენ… თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლე­ბი, ძა­ლას არ იშუ­რებ­დნენ, რი­თი­მე ეშ­ვე­ლათ, რაღა მათ ხელ­ში უნდა მომ­კვდა­რი­ყო ეს ოქ­როს კაცი?! … მა­მამ თვა­ლი მო­ავ­ლო იქ მყოფთ და თა­ვის­თვის სიმ­წრით ჩა­ი­ღი­მა, – გი­ჭირთ ხომ? მეც ძა­ლი­ან მი­ჭირს… – ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა სა­ო­ცა­რი რი­დით. – შა­ლი­კი­ა­საც ძა­ლი­ან უჭირ­და… – სვე­ნებ-სვე­ნე­ბით და­ი­წყო მო­მაკ­ვდავ­მა. – ადი­დე­ბულ რი­ონს შა­ლი­კია მო­აქვს… ხიდ­ზე გა­ლა­კუ­ნა იდგა და ივა­ნი­კას ჩას­ძა­ხა, – რას მიშ­ტე­რე­ბი­ხარ, ბი­ჭოო! მოს­დე ის კეტი და ამოს­წი­ე­თო… ივა­ნი­კამ მოს­დო ჯოხი და ამო­ათ­რია… ამო­ათ­რია და დას­ცხო ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა… ხა­პავს შა­ლი­კია წყალს… გა­ლა­კტი­ონ­მა ხი­დი­დან და­უ­ძა­ხა… ააა, ბიჭო, ამო­ა­ყო­ფიე მაგი ტრ..კი წყლი­დან, თვა­რა და­ცა­ლა რი­ო­ნიო…

პირ­ველ შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან – ავ­თო­სა და მა­ნა­ნას­თან ერ­თად

 

ექი­მებს შო­რის ერთი ახალ­გაზ­რდა ექი­მი იყო, პა­ა­ტა, მან თავი ვე­ღარ შე­ი­კა­ვა და, – ღმერ­თო! რა და­გი­შა­ვე, ამ დღეს რომ შე­მას­წა­რიო! – ამო­იზ­ლუ­ქუ­ნა, გა­რეთ გა­ვარ­და, ნერ­ვებ­მა უღა­ლა­ტა… მამა ჩა­ყუჩ­და… მერე ყვე­ლას თვა­ლი მოგ­ვავ­ლო და, – ეეე, წა­სუ­ლია ჩემი საქ­მე, ხომ… მე მის წინ ჩა­ვი­ჩო­ქე, ხე­ლე­ბი და­ვუ­ჭი­რე, ვუთ­ბობ­დი… ჩამ­ხე­და და თი­თე­ბი მო­მი­ჭი­რა, – ახლა არ იკივ­ლოთ, არ შეძ­რათ ქვე­ყა­ნაო… – 15 წუთ­ში გა­თავ­და კაცი! და ეს მოხ­და ისე, ჩვე­ნი, მთე­ლი ოჯა­ხის თვალ­წინ, ოღონდ დე­და­ჩე­მი გვყავ­და მი­სა­ღებ­ში გაყ­ვა­ნი­ლი, არ გვინ­დო­და ენა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი… და ეს რა­ღაც თით­ქოს ბუ­ნებ­რი­ვად და, ალ­ბათ, თით­ქოს, არც ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და, რო­გორ ჩი­ტი­ვით ამოს­ძვრა კაცს სული! ვერ ვიყ­ვი­რეთ, დე­და­ჩემ­საც მო­ვე­ფე­რეთ, რომ არ ეკივ­ლა… ან სად შე­ეძ­ლო?! ასე, უკივ­ლე­ლად, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გა­ი­გო მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“… (ქა­ლიშ­ვი­ლის – ნუნუ ხვი­ჩი­ას მო­გო­ნე­ბი­დან)

კვალს ლო­კო­კი­ნაც კი ტო­ვებ­სო, ამ­ბობ­და ხოლ­მე ოჯახ­ში. კაც­მა კა­ცუ­რი კვა­ლი უნდა და­ტო­ვო­სო. კი­დევ ბევ­რი რა­მის თქმა უყ­ვარ­და და ახლა მისი ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბებს რომ ვკი­თხუ­ლობ, მარ­თლაც შე­გო­ნე­ბე­ბად მეს­მის მისი ნათ­ქვა­მი და ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი კე­თი­ლი, ღი­მი­ლი­ა­ნი და უნი­ჭი­ე­რე­სი კაცი კი­დევ უფრო ზე­კა­ცად წარ­მო­მიდ­გე­ბა: მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გახ­სოვ­დეს – არა­ვის დას­ცი­ნოო… სი­ხა­რუ­ლის ჩუ­ქე­ბა უნდა შე­გეძ­ლო­სო… სიყ­ვა­რუ­ლის არ შეგრცხვეს, ხან­და­ხან ხმა­მაღ­ლაც შე­იძ­ლე­ბა იყ­ვი­რო, ხომ ვი­ცით ჩვენ, რომ სიყ­ვა­რუ­ლის და­მალ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი­აო… ფუ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი სი­მა­ხინ­ჯეა, ის უნდა მო­იხ­მა­რო, სხვაგ­ვა­რად მან და­მო­ნე­ბა იცი­სო… უფ­როს-უმ­ცრო­სო­ბის ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებს ანა­ლო­გი არა აქვს, გე­ნაც­ვა­ლე, აი, მანდ თუ შე­ე­შა­ლა კაცს, მერე ცუ­და­დაა საქ­მეო… როცა რამე საქ­მეს აკე­თებ, თუ ის მეტ-ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვინ­მეს­თვის ან თუ ის საქ­მე შენს სამ­შობ­ლოს წა­ად­გე­ბა, უნდა გა­ი­სარ­ჯოო… იარე, შვი­ლო, შე­მო­ი­ა­რე დუ­ნია, ნახე, რაც სა­ნა­ხა­ვია. გა­ი­ხა­რე, შე­ა­ფა­სე, მო­სა­წო­ნი მო­ი­წო­ნე. თვა­ლი არა­ფერ­ზე დაგ­რჩეს. სამ­შობ­ლო­ზე უკე­თესს ვერ­სად ვე­რა­ფერს ნა­ხავ და არც არი­სო… ცრემ­ლის არ შეგრცხვეს, მო­ნატ­რე­ბის ცრემ­ლის. სირ­ცხვი­ლი ქურ­დო­ბაა! სი­ძულ­ვი­ლია სირ­ცხვი­ლი, ვინ­მეს აბუ­ჩად აგ­დე­ბაა სირ­ცხვი­ლი! სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბა და ამის გამო ატი­რე­ბა სი­ხა­რუ­ლია! სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი კა­ტას­ტრო­ფაა, ტრა­გე­დი­ა­აო…

რო­დე­საც მის შვი­ლიშ­ვილს – ავთო ხვი­ჩი­ას პირ­ვე­ლი ვაჟი შეს­ძე­ნია, იპო­ლი­ტე ხვი­ჩია უკვე და­დამ­ბლა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, თუმ­ცა მისი ქა­ლიშ­ვი­ლი – ნუნუ ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ მის­თვის ეს მდგო­მა­რო­ბა შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა და სამ­ყა­როს არ მოს­წყვე­ტო­და. ამი­ტომ მისი მძღო­ლო­ბა ქა­ლიშ­ვილს დიდ პა­ტი­ვად მი­აჩ­ნდა. იპო­ლი­ტეს მე­ტის­მე­ტად გა­ხა­რე­ბია ოჯახ­ში პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის შვი­ლი ვა­ჟის და­ბა­დე­ბა. სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ მი­სუ­ლან და რძლის­თვის მი­უ­ლო­ცი­ათ, რძალს – თა­მარ მა­ი­სუ­რა­ძეს (ჩემს დიდი ხნის ნაც­ნობ და პა­ტივ­სა­ცემ ადა­მი­ანს – ი.ხ.) ოჯა­ხის­თვის მო­უ­წე­რია: დედა, ბა­ტო­ნო ბაბუ (იპო­ლი­ტეს, თურ­მე, ოჯახ­ში ყვე­ლა ბა­ბუს ეძახ­და – ი.ხ.), გაჩ­ნდა ხვი­ჩი­ე­ბის პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი და ქვე­ყა­ნას პა­ტა­რა იპო­ლი­ტე მო­ევ­ლი­ნაო! დიდ იპო­ლი­ტეს ცრემ­ლი მო­რე­ვია და, – არაო, – უთ­ქვამს. – ვინ არ­ქმევს ახლა ბავ­შვს იპო­ლი­ტე­სო? ამ სა­ხე­ლით ბიჭს გა­უ­ჭირ­დე­ბაო. ბიჭს მა­ინც იპო­ლი­ტე და­არ­ქვეს, თუმ­ცა ბაბუ მას ბა­კუ­ნას ეძახ­და. იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას შვილ­თაშ­ვი­ლებს შო­რის უფ­რო­სი, ბაკო ხვი­ჩია წლე­ბის წინ გა­ვი­ცა­ნი რა­დი­ოს პირ­ველ არხზე, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის სტუ­დი­ა­ში, ყო­ველ­თვის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ვი­ცო­დი, იპო­ლი­ტეს შვი­ლიშ­ვი­ლი რომ იყო, ოღონდ – წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და, რომ იგი უმ­ცრო­სი იპო­ლი­ტე ხვი­ჩია იყო. სწო­რედ ბაკო-იპო­ლი­ტეს დახ­მა­რე­ბით მი­ვი­ღე მათ ოჯახ­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია და ღირ­სე­ულ კაც­სა და დიდ მსა­ხი­ობ­ზე სტა­ტი­აც სწო­რედ მისი ღირ­სე­უ­ლი და ნი­ჭი­ე­რი შვილ­თაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით დავ­წე­რე.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

წყარო : ambebi.ge

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“ლიკა გადარჩა, ის უკვე სახლშია… სულ ბაჩოს კითხულობს, არ იცის, რომ მისი საყვარელი მეუღლე ცოცხალი აღარ არის, ინტერნეტთან წვდომა არ აქვს” – რას ჰყვება ახლობელი
ახალი ამბები

“ლიკა გადარჩა, ის უკვე სახლშია… სულ ბაჩოს კითხულობს, არ იცის, რომ მისი საყვარელი მეუღლე ცოცხალი აღარ არის, ინტერნეტთან წვდომა არ აქვს” – რას ჰყვება ახლობელი

11/14/2025
“მე ამაყი ვარ ჩემი ქმრით და ოჯახით…” – თამთა შედანია ეხმაურება მეუღლის დაკავებას, რომელიც მიწისქვეშა სათბურში კანაფის მოყვანა-რეალიზაციაშია ბრალდებული
ახალი ამბები

“მე ამაყი ვარ ჩემი ქმრით და ოჯახით…” – თამთა შედანია ეხმაურება მეუღლის დაკავებას, რომელიც მიწისქვეშა სათბურში კანაფის მოყვანა-რეალიზაციაშია ბრალდებული

11/14/2025
17 წლის წინ დაკარგული მამაკაცი, რომელიც 2013 წლიდან გარდაცვლილად მიიჩნეოდა, მთებში, კარავში, ცოცხალი იპოვეს
ახალი ამბები

17 წლის წინ დაკარგული მამაკაცი, რომელიც 2013 წლიდან გარდაცვლილად მიიჩნეოდა, მთებში, კარავში, ცოცხალი იპოვეს

11/12/2025
“ქორწილიდან ერთ წელიწადში დაიღუპა”… “ფეხმძიმე ცოლი დარჩა”, “უმეტესობას მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა” – რას წერს თურქული მედია ავიაკატასტროფაში დაღუპულ სამხედროებზე, რომელთაგან ყველაზე უმცროსი
ახალი ამბები

“ქორწილიდან ერთ წელიწადში დაიღუპა”… “ფეხმძიმე ცოლი დარჩა”, “უმეტესობას მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა” – რას წერს თურქული მედია ავიაკატასტროფაში დაღუპულ სამხედროებზე, რომელთაგან ყველაზე უმცროსი

11/12/2025
„ძალიან ადრე და მოულოდნელად გაფრინდა ზეციურ სამყაროში… მთელი ქალაქი გლოვობს და განიცდის“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
ახალი ამბები

„ძალიან ადრე და მოულოდნელად გაფრინდა ზეციურ სამყაროში… მთელი ქალაქი გლოვობს და განიცდის“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

11/12/2025
„ჩვენი ლამაზი, ცისფერთვალება გოგო, დიდი და უსაზღვრო ტკივილია… ვგლოვობთ იმედების, ოცნებებისა და მომავლის ნაწილს“ – სკოლა მოსწავლეს ემშვიდობება
ახალი ამბები

„ჩვენი ლამაზი, ცისფერთვალება გოგო, დიდი და უსაზღვრო ტკივილია… ვგლოვობთ იმედების, ოცნებებისა და მომავლის ნაწილს“ – სკოლა მოსწავლეს ემშვიდობება

11/12/2025

კალენდარი

November 2025
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« Oct    

სიახლეები

  • “ლიკა გადარჩა, ის უკვე სახლშია… სულ ბაჩოს კითხულობს, არ იცის, რომ მისი საყვარელი მეუღლე ცოცხალი აღარ არის, ინტერნეტთან წვდომა არ აქვს” – რას ჰყვება ახლობელი 11/14/2025
  • “მე ამაყი ვარ ჩემი ქმრით და ოჯახით…” – თამთა შედანია ეხმაურება მეუღლის დაკავებას, რომელიც მიწისქვეშა სათბურში კანაფის მოყვანა-რეალიზაციაშია ბრალდებული 11/14/2025
  • 17 წლის წინ დაკარგული მამაკაცი, რომელიც 2013 წლიდან გარდაცვლილად მიიჩნეოდა, მთებში, კარავში, ცოცხალი იპოვეს 11/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In