• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ალერგია არის განვითარებული, სუფთა და ცივილური ქვეყნების დაავადება“ – ბიძინა კულუმბეგოვი

3 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
„ალერგია არის განვითარებული, სუფთა და ცივილური ქვეყნების დაავადება“ – ბიძინა კულუმბეგოვი
41
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა თქვენთვის მოეწოდებინა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალეგიასთან დაკავშირებით.

ალერგიის გავრცეებულ ფორმებზე, მის მაპროვოცირებელ ფაქტორებზე, მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე, გვესაუბრა ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. აქვე თქვენ იხილავთ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც ბავშვებში ალერგიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

 

ძირითადად რაზე აქვთ თქვენი პაციენტების უმეტესობას ალერგია?

– ალერგია მრავალფეროვანი არსებობს და მისი ძირითადი სამიზნე ორგანოებია, პირველ რიგში, კანი მისი ფორმებია ატოპიური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, სასუნთქი გზები – სასუნთქი გზების ალერგია, საერთოდ ყველაზე მრავალრიცხოვანია, არა მარტო ჩვენს პაციენტებში, არამედ მთელ მსოფლიოში. სასუნთქი გზების ალერგიიდან ყველაზე  ხშირად, დაახლოებით 400 მლნ ადამიანს მსოფლიოში აქვს ალერგიული რინიტი, ეს შეიძლება იყოს სეზონური, რომელსაც წელიწადის გარკვეულ დროს ახასიათებს მარტო სიმპტომების გამოვლინება და შეიძლება იყოს მთელი წლის მანძილზე. ასევე, ყველაზე რთული დაავადება ჩვენი ქვეყნის ალერგოლოგებისთვის, არის ბრონქული ასთმა, რომელიც 2014 წლის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 300 მლნ ადამიანს აქვს. ანუ სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები ითვლება ყველაზე უფრო ხშირ ალერგიულ დაავადებებად არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანაც იმავე სტატისტიკას იმეორებს.

სასუნთქი გზების ალერგია, როგორც აღვნიშნე,  არის – რინიტი, თვალის ალერგიული ანთება ანუ თვალის ლორწოვანი ანთება და  ბრონქული ასთმა. შესაბამისად ეს სიმპტომები ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სეზონურად ან არასეზონურად. თუ სეზონურია და წლის კონკრეტულ მონაკვეთში აწუხებს პაციენტს, მაშინ, ძირითადად  ალერგიას იწვევს მცენარეული მტვერის სუნი და სხვადასხვა მცენარე. საქართველოში, მაგალითად, ეს ყვავილობა იწყება იანვრის ბოლოდან, თებერვლის დასაწყისიდან და თითქმის ნოემბრის ბოლომდე გრძელდება და, შესაბამისად, თუ ალერგიულ ადამიანს, მაგალითად, სიმპტომები აქვთ აგვისტოში და სექტემბერში, ან ახლა – მაისსა და ივნისში, ჩვენ ვიცით ალერგოლოგებმა და სინჯებით ვადგენთ გამომწვევ მიზეზებს. ვთქვათ, აგვისტოსა და სექტემბერში ალერგიის გამომწვევი არის ამბროზიის ყვავილი და ეს არის მთვარი „დამნაშავე“, ასევე ბაბუაწვერა და მრავალძარღვა.

არის როცა მთელი წელი აწუხებს ადამიანს ალერგია. ამ შემთხვევაში, დიაგნოსტიკის შემდეგ, დადგენილი მიზეზი არის ოთახის მტვრის ტკიპა. არიან ასეთი არსებები, რომლებიც სახლში ცხოვრობენ – ლეიბებში, საწოლებში, ხალიჩებში და ამიტომ ადამიანს როცა მის მიმართ აქვს ალერგიული მგძნობელობა და ცხვირში მოხვდება, გამოიწვევს ცხვირის გაჭედვას, ცემინებას, თუ ბრონქში ჩააღწია, გამოიწვევს ბრონქის შევიწროვებას და შესაბამისად, ხველას, სულის დახუთვას ანუ სუნთქვის გაძნელებას, ეს არის ასთმის ფორმა. ამიტომ, ყველაზე უფრო რთული არის სასუნთქი გზების ალერგია და მისი გამომწვევი მიზეზები.

შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ ის პროდუქტები, რომლებსაც პატარა ბავშვები უნდა მოვარიდოთ, რომ შემდეგ ალერგიულები არ იყვნენ…

– ყველაზე ხშირად, ბავშვთა ასაკში ალერგიის გამომწვევი  6 გამოკვეთლი ალერგიული პროდუქტია, რომელსაც დიდი ექვსეული ჰქვია.

6 წლამდე ბავშვებში ალერგიის გამომწვევია, ძირითადად – ძროხის რძე, კვერცხი, თევზეული, ტკბილეული, ხორბალი და სოიო.  ალერგიას ასევე გარკვეულწილად შეიძლება პროვოცირებას უწევდეს იგივე მარწყვი, ფორთოხალი და ციტრუსები.

მაგალითად, ადამიანს კვერცხზე თუ აქვს ალერგია, კვერცხის ნებისმიერი შემცველობის საკვები მას  სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს მისცემს, შეაშუპეპს, ჭინჭრის ციებას დამართებს, მაგრამ მარწყვზე,  შოკოლადზე, და ძირითადად, ციტრუსზე, არის რეაქცია, რომელიც მათი ჭარბი და არაზომიერი გამოყენების შემდეგ ვითარდება. მაგალითად, ერთი ცალი მარწყვი არავის არ სწყენს და ერთი ფილა შოკოლადი, იშვიათია ასეთი რამ. მაგრამ თუ პაციენტმა, ბავშვმა, მიირთვა დიდი რაოდენობით და ყოველდღიურად, მაშინ ეს უკვე დაგროვებითია. ამას ჰქვია დოზადამოკიდებული რეაქცია. რაც უფრო მეტს შეჭამ, მით უფრო მეტია რისკი, გაწყონოს, ამიტომ, ზომიერება არის მთავარი, ზომიერება არის ოქროს თვალები. უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ორგანულ, სოფლის პირობებში და პესტიციდების გარეშე მოყვანილ  პროდუქტზე გვქონდეს აქცენტი, რადგან  იგივე გენმოდიფიცირებული პროდუქტები და ა.შ. იწვევს მეორად ალერგიას.

ალერგია შეიძლება გენეტიკურად გადაეცემოდეს?

– ალერგიის უდიდესი ნაწილი არის გენეტიკური, ეს დადგენილია. თუ ერთ მშობელს აქვს ალეგია,  დედას ან მამას ან და-ძმას, მაშინ ეს მეორე შვილს, დაახლოებით 15-20% შემთხვევაში გადაეცემა. თუ ორივე მშობელს აქვს, მათი შვილების ნახევარს ალერგია ემართებათ.  უხშირესად, განწყობა ალერგიისადმი გადაიცემა და შემდეგ არსებობს ხელშემწყობი მიზეზები. თუ ადამიანი სწორად ცხოვრობს, არიდებს ალერგენებს თავს და ა.შ. ბავშვობიდანვე აწვდიან ამ ყველაფერს სწორად, შესაძლებელია, მისი გენეტიკა გენეტიკად დარჩეს და არ გამოუვლინდეს ალერგიული სიბტომები. ალერგია არის გენეტიკური განწყობის დაავადება, მაგრამ ის ყოველთვის არ ვლინდება, თუ ჩვენ ამაში არ შევიტანთ დიდ „წვლილს“.

მედიკამენტების გარდა, რას ურჩევდით ალერგიულ ადამიანებს, განსაკუთრებით ალერგიისთვის აქტიურ თვეებში, როგორ იგრძნონ თავი უფრო კომფორტულად?

– თუ ადამიანს სეზონური ალერგია აქვს, წამალი ხანდახან არ არის საკმარისი.

მზიანი და ქარიანი ამინდი თუ არის, დღის საათებში, როცა მზე და ქარია, პიკურ სიტუაციაში, უნდა მოვერიდოთ გარეთ გასვლას და სახლში ვიყოთ. თუ მანქანით გადავაადგილდებით, მანქანის ფანჯრები აწეული უნდა იყოს და კონდიციონერით ვანიავებდეთ და ვაგრილებდეთ მანქანას; სახლში ფანჯრები უფრო დღის მეორე ნახევრიდან უნდა გავაღოთ; როდესაც გარედან სახლში შემოვალთ, გარე ტანსაცმელი უნდა გავიხადოთ და საშინაო უნდა ჩავიცვათ; წყალი უნდა გადავივლოთ, თვალის ან ცხვირის ჰიგიენა წყლით ყოველთვის უნდა გავიკეთოთ, თუ მტვრის ალერგია აქვს ოჯახის წევრს, მაშინ ხალიჩები უნდა იყოს მინიმალური და ლეიბი, საბანი, ბალიში ჰიპოალერგიული უნდა ჰქონდეს; თუ ცხოველის ალერგია აქვს ცხოველი არ უნდა იყოს სახლში. რეკომენდაცია გამომდინარეობს იქიდან, თუ რის მიმართ აქვს ადამიანს ალერგია.

შეიძლება ალერგია მოქმედებდეს ადამიანის ნერვულ სისტემაზე?

– რა საკვირველია, ალერგია ხშირად არის სტრესული სიტუაციების გამომწვევი. იგი ადამიანის ფსიქოტიპს გარკვეულ დაღს ასვამს. ეს, გარკვეულწილად, ქრონიკულად მიმდინარე ალერგიას ეხება, უტიკარია – ჭინჭრის ციება ქრონიკულია ადამიანში და ამის გამო სტრესი ემართებათ ხოლმე, იგივე, ვისაც რთულად მიმდნინარე ასთმა აქვს.

ბოლო დროს საკამაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს ალერგია, როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ეს განპირობებული კლიმატის ცვლილებით, არაჯანსაღი კვებით ან რაიმე სხვა სახის ვირუსული მუტაციით?

– თუ რატომ გაიზარდა ალერგიული დაავადებები ამის ძალიან ბევრი შესაძლო მიზეზი არსებობს, მაგრამ  მუტაციებზე  ლაპარაკი აქ ზედმეტია, არავითარი მუტაცია არ არის. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ადამიანებმა დაიწყეს სუფთად ცხოვრება, უმრავლესობა ინფექციების ვაქცინით არის გაკონტროლებული, ადამიანებსს არ აქვთ შეხება, ასე ვთვათ, იმდენ სიბინძურესთან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სუფთა ცხოვრება, იმუნურმა სისტემამ ალერგიის ინფექციასთან ბრძოლის ნაცვლად გადაინაცვლა ალერგიის მხარეს, ანუ რაც უფრო სუფთა და ცივილური საზოგადოებებია მსოფლიოში, იქ არის მეტი ალერგიული დაავადებები. როდესაც საზოგადოება განუვითარებელია, არქტიკულ ქვეყნებში, ინდოეთსა და პაკისტანში ალერგიული დაავადებები არ აწუხებთ. იქ არის მალარია, ტუბერკულოზი და ა.შ. ალერგია არის განვითარებული, სუფთა და ცივილური ქვეყნების დაავადება. ერთ-ერთი მთავარი, თუ რატომაც გაიზარდა ბოლო 20-30 წელიწადში ალერგიული დაავადებები ამით უფრო აიხსნება, რომ ადამიანებმა დაიწყეს კომფორტული ცხოვრება. ალერგიული დაავადებების გამომწვევი უფრო ანტიბიოტიკებია, ძალიან ფართოდ გამოყენებადი წამლები, მედიკამენტები და ის პროცესირებადი საკვები, რაც მე ვახსენე.  აელრგიის გამრავლების ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, ერთად იმოქმედა იმ ყველა ფაქტორმა, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე.

 

 

 

Share16Tweet10

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026
მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026

საინტერესო

ბრალდებულ მსაჯებს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯათ

12 years ago
“ორგანიზაციებისა და კომპანიების მიერ, შემოწირულობების სახით მობილიზებულია 4 მილიონ 200 ათასი ლარი”

“ლარზე დამატებით დაწოლას არ მოველით”

11 years ago

FAO-სთან ოთხწლიან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

10 years ago

BBC: მიუნხენის სავაჭრო ცენტრში თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის ირანელია

10 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by