• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველოს ისტორია, თავისი არსით, ევროპულია ისევე, როგორც საქართველოს მომავალი”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკაევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ქვეყნის როლი რეგიონში, გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა, საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა-აღნიშნულ თემებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ფრიდრიხ ებერტის“  ფონდში გამართულ საჯარო გამოსვლაში ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი გააცნო და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე.

“საქართველოს არჩევანი, გაჰყვეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, შეუქცევადია. საქართველოს ისტორია, თავისი არსით, ევროპულია ისევე, როგორც საქართველოს მომავალი. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული  ბოლო გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ამ ხედვას და ჩვენს მიერ არჩეულ გეზს. წელს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს, ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით. მეორე მხრივ, ვაცნობიერებთ, რომ წინ კიდევ დიდი მუშაობა გველის”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა  დემოკრატიული რეფორმები,  მიმდინარეობს პოლიციის დეპოლიტიზაცია, პროკურატურა ახორციელებს გამოძიებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოქმედებს დამნაშავეთა წინააღმდეგ მიუხედავად მათი სოციალური სტატუსის ან პოლიტიკური შეხედულებისა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დაასახელა.

“წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს, რაც გახდა კიდეც ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გააკეთა 2012 წლის შემოდგომაზე ჩვენმა ხალხმა არჩევანი ალტერნატივის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოლოდინი იყო დიდი იმისა, რომ  ადამიანის უფლებები არამარტო მინიჭებული, არამედ გარანტირებულიც იქნებოდა ახალი მთავრობისა და მისი წარმომადგენლების მეშვეობით. ჩვენ კანონგარეშედ გამოვაცხადეთ დისკრიმინაცია კანის ფერის, კულტურული, ეროვნული და რელიგიური კუთვნილებისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე; ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი სახელმწიფოს, რომელშიც უმცირესობებს აქვთ უფლება, შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა, რელიგია და ენა, ასევე იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და ისარგებლონ ყველა სოციალური, საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობებით,”-აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ  საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ელოდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგს.

“ჩვენ გვსურს, რომ 2016 წლის არჩევნები ამ დრომდე საქართველოში ჩატარებულ მსგავს ღონისძიებებს შორის ყველაზე გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს, ასევე მიეცეს მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ ძალას.   მე პირადად გიწვევთ თქვენ არჩევნების შედეგების აღნიშვნის ღონისძიებაზე დასასწრებად. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ის პირველ რიგში, დემოკრატიის გამარჯვების ნიშანი იქნება,”-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმებზე და შეხვედრის მონაწილეებს 4-პუნქტიანი   რეფორმების  გეგმა გააცნო.

“პირველ რიგში, გეგმა ითვალისწინებს: ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებულ რეფორმებს, რომელიც მოიცავს საგადასახადო ტვირთის შემცირებას; საგანმანათლებლო სისტემის რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და უმაღლესი განათლების იმგვარად ორგანიზებას, რომ კონკრეტული სფეროს სპეციალისტთა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი დამყარდეს; ინფრასტრუქტურული სერვისების განვითარებას, რათა შეიქმნას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნები. ჩვენ მიზნად ვისახავთ გამოვიყენოთ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზის ქვეყნის პოტენციალი, ასევე არსებული უზარმაზარი შესაძლებლობები ტურიზმის სფეროში; ღია მმართველობა – სხვა საკითხებს შორის, ჩვენ ვგეგმავთ კერძო სექტორის საკანონმდებლო პროცესებში ჩართვასა და საჯარო სერვისის მიწოდების შემდგომ გაუმჯობესებას და მოდერნიზებას,”-განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა  “ფრიდრიხ ებერტის” უძველეს პოლიტიკურ ფონდს მოწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია დარჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე და საიმედო მხარდამჭერად.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

შრომის ინსპექციამ „ფრესკოში“ დარღვევები ვერ აღმოაჩინა

10 years ago
საკრებულოში თბილისის აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს

საკრებულოში თბილისის აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს

11 years ago
უზენაესმა სასამართლომ საპატრიარქოს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროებაზე უარი უთხრა

უზენაესმა სასამართლომ საპატრიარქოს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროებაზე უარი უთხრა

8 years ago
ლაშა ბექაური კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს – „მზად ვართ ბრძოლისთვის 301“

ლაშა ბექაური კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს – „მზად ვართ ბრძოლისთვის 301“

6 months ago

ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, - ამის...

მეტის ნახვაDetails
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026
„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026
  • ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა 10/19/2026
  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by