• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აფრიკელი პროკურორი: „ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში“

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
აფრიკელი პროკურორი: „ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

13415633_1232055456827194_8078258884199241366_oსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უშუალო საგამოძიებო საქმიანობის დაწყებამდე შეხვედრები ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან გამართა. მოლაპარაკებების პროცესში საგამოძიებო ჯგუფს მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აფრიკის კავშირში ვახტანგ ჯაოშვილმა გაუწია.

„სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ საგამოძიებო საქმიანობაში დახმარებისთვის. მნიშვნელოვანი იქნება სავარაუდო მსხვერპლს შევხვდეთ. ეს საკითხი ჩვენც ისევე გვაღელვებს, როგორც თქვენ“ – ამ სიტყვებით დაიწყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა გრისლენ გეზენგემ ქართულ მხარესთან შეხვედრა. აფრიკელმა პროკურორმა საქართველოს დელეგაციას გამოძიების ადგილზე წარმართვისთვის სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც საგამოძიებო საქმიანობის ადგილზე ჩატარებით დაინტერესდა. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება პროცესში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჩართულობაზე და ბანგიში საგამოძიებო საქმიანობის ჩატარების მოთხოვნისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ტექნიკური დეტალებიც გაიარეს და შეთანხმდნენ, რომ საგამოძიებო საქმიანობა სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვის, ფოტოსურათებით ამოცნობისა და ჩვენების ადგილზე შემოწმებით წარიმართება.

უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე საქართველოს საგამოძიებო ჯგუფმა შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც გამართა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF), ქალ იურისტთა ასოციაციისა და ორგანიზაცია „ტაიდის“ მდგრადი განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ და, სწორედ, მათ მიერ გავრცელდა ინფორმაცია უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ.

ქართულმა მხარემ აფრიკული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქართული კანონმდებლობა გააცნო. მხარეებმა საერთაშორისო სამართლის ნორმებიც განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ შესაძლო დაზარალებულების დაკითხვის პროცესი ბავშვთა უფლებების სრული დაცვითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდებოდა.

ქართულმა მხარემ აფრიკელ არასამთავრობოებს გარანტიაც მისცა, რომ შესაძლო დაზარალებულების დაკითხვის პროცესი მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩაივლიდა. სწორედ, ამ მიზნით საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში ფსიქოლოგი და საერთაშორისო სამართლის ექსპერტი შედიან.

ბავშვთა უფლებების დაცვაზე მომუშავე აფრიკული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეკითხვები, ძირითადად, დაკითხვის მსვლელობას შეეხებოდა. მათ ასევე აინტერესებდათ, ჰქონდათ თუ არა ქართველ გამომძიებლებს როდესმე დაზარალებულ ბავშვებთან ურთიერთობა. არასამთავრობოების მთავარი მოთხოვნა კი, შესაძლო დაზარალებულთა დაკითხვის პროცესის დახურულად წარმართვა იყო.

ქართულმა მხარემ ბანგიში გაეროს მისიის წარმომადგენლებთანაც შეხვედრა გამართა და ადგილზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების გეგმა გააცნო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გაეროს მისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასწარ შერჩეულ სპეციალურ ადგილზე ჩატარდებოდა, რომელიც დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

გიორგი მღებრიშვილი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში გაემგზავრა

12 years ago
ბოლო მონაცემით, კახეთში გადამუშავებულია 9 ათას ტონამდე ყურძენი

ბოლო მონაცემით, კახეთში გადამუშავებულია 9 ათას ტონამდე ყურძენი

10 years ago
“პრეზიდენტის ვეტო მოსალოდნელი იყო”

“პრეზიდენტის ვეტო მოსალოდნელი იყო”

11 years ago
შესაძლოა ეს ჩვენი უკანასკნელი გზავნილი იყოს – მარიუპოლის საზღვაო ქვეითების მეთაური მსოფლიო ლიდერებს მიმართავს 

შესაძლოა ეს ჩვენი უკანასკნელი გზავნილი იყოს – მარიუპოლის საზღვაო ქვეითების მეთაური მსოფლიო ლიდერებს მიმართავს 

4 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by