• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ციხისძირში ახალი სასტუმრო გაიხსნა

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკააჭარის რეგიონს კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი კლასის სასტუმრო- “კასტელო მარე” შეემატა. ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. მან იმედი გამოთქვა, რომ აჭარაში განხორციელებული მსხვილი ბიზნესპროექტი, რომელშიც  25-მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას.

“ეს არის ულამაზესი, აბსოლუტურად უნიკალური დასასვენებელი და სამკურნალო კომპლექსი, რომელიც ბუნების ამ ულამაზეს წიაღში, ისტორიულ ადგილას, მართლაც ქამელეონივით შეერწყა  უმშვენიერეს გარემოს. ეს არის კომპლექსი, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ისედაც ძალიან ლამაზ ლანდშაფტს. აქ 25 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია უკვე დაიხარჯა, მაგრამ ეს კიდევ არ არის დასასრული და შემოგარენის განვითარების ძალიან ამბიციური გეგმები გააჩნია ბატონ სოსო ორჯონიკიძეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, ის რომ ბატონმა სოსომ წარმატებას მიაღწია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მან საკუთარი კაპიტალის ძალიან დიდი ნაწილი დააბანდა საქართველოში და ის კიდევ აგრძელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს,”-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და დამსწრეთ მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო.

“აჭარაში ხორციელდება უამრავი ძალიან ლამაზი პროექტი, ეს კუთხე დღითიდღე იცვლება და იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის და არა მხოლოდ. ბათუმი ხდება ასევე ბიზნესქალაქი და ბიზნესცენტრი, რასაც დამერწმუნეთ, სრულიად სხვა საფეხურზე აჰყავს ამ რეგიონის მნიშვნელობა. ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს აჭარის მასშტაბით, ეს გახლავთ ზემო აჭარის კურორტების განვითარება, ეს არის გოდერძის სამთო- სათხილამურო კურორტი და წელს ჩვენ უკვე დავაკონტრაქტეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც გოდერძის კურორტზე აშენდება. ჩვენ ასევე ვიწყებთ სულ უახლოეს დღეებში ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ტურიზმის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური განვითარებისთვის,”-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური ოთხწლიანი გეგმა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, რაც 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

“3 წელიწადში ანაკლიაში დასრულდება პირველი ფაზა, პირველი ღრმაწყლოვანი პორტის საქართველოში, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ჩვენ უახლოეს დღეებში უკვე კონტრაქტს ვაწერთ ხელს, რომლის მიხედვითაც ინვესტორები  დაიწყებენ მუშაობას,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა  ტურიზმისა და კურორტების განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი განმარტებით, ბაკურიანში უკვე დაიწყო კოხტა – მიტარბის განვითარების პროექტი, რაც სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობით ხორციელდება. პრემიერის ინფორმაციით, ერთ თვეში ბაკურიანში ამოქმედდება ახალ ატრაქციონი- ალპური ციგების გასართობი კომპლექსი, რომელიც ზაფხულის მიმართულების განვითარებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

“ბოლო ორ თვეში ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება – 25 პროცენტზე მაღალი ზრდა, რაც არის მართლაც უპრეცენდენტო. ჩვენ თვალითაც ვამჩნევთ ტურიზმის ზრდას, ტურისტების მოზღვავებას საქართველოში. ეს პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას და ტუსიზმის ბიზნესში ჩართულ ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი შემოსავალი,”-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა 27-29 ივნისს შვეიცარიაში დაგეგმილ ვიზიტს, სადაც მისი თქმით, შედგება შეხვედრა შვეიცვარიის მთის განვითარების სამინისტროსთან.

“მე ორშაბათს მივემგზავრები შვეიცარიაში, სადაც მექნება შვეიცვარიის მთის განვითარების სამინსიტროსთან საინტერესო შეხვედრა. ეს ვიზიტი სპეციალურად დაიგეგმა ამ შეხვედრისათვის, სადაც ჩვენ დავიწყებთ მთა-თუშეთის განვითრების სტრატეგიული გეგმის შემუშავებას შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით. ეს იქნება კომპლექსური გეგმა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გათვალისწინებით,”-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოსვლის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა თეთნულდის განვითარების გეგმაზე და განაცხადა, რომ კურორტის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი უნიკალური კურორტი, სადაც ერთმანეთს შეერწყმება კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური მუზეუმები, შუა საუკუნეების ციხე-კოშკები და საუკეთესო სათხილამურო ტრასები.

ჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ნეგატივს და უნდა ვიქციოთ პირი პოზიტივისკენ, უნდა ვიფიქროთ ჩვენი თანამოქალაქეების ნუგეშისცემაზე, უნდა ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე და ამ მიზნების გარშემო უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველანი ერთად ამას შევძლებთ. ჩვენ ყველანი ერთად ჩვენს საქართველოს ავაგუგუნებთ,”-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ტურისტულად მიმზიდველ რეგიონში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე”  შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე.  კორპორატიული ღონისძიებებისთვის სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს  200 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს. კომპლექსში განთავსებულია ფიტნეს ცენტრი, ჩოგბურთის მოედანი, საბილიარდო, 4–ბილიკიანი ბოულინგი, ლაზერული ტირი და დაივინგის სკოლა. დამსვენებელი სანაპიროზე მოხვდება უახლესი თაობის დახრილი ლიფტების მეშვეობით.

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

14 იანვარი  საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

სალომე ზურაბიშვილი – ამ დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ყველაფერი, რაც ჩვენთვის ღირებულია

7 years ago
გუშინ დაბადების დღე მოგილოცე და დღეს ეს საშინელი ამბავი – ქუთაისში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა

გუშინ დაბადების დღე მოგილოცე და დღეს ეს საშინელი ამბავი – ქუთაისში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა

3 years ago
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 6.75 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 6.75 პროცენტამდე ამცირებს

7 years ago
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია იწყება

8 years ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by