კიევში, კრეშატნიკზე მდებარე მაღაზიებსა და ოფისებს კიევის დროით 16.00 საათამდე ტერიტორიების დატოვება ურჩიეს. ინფორმაციას Unn-ი ავრცელებს.
მაღაზიებისა და ოფისების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ტერიტორიის სასწრაფო დატოვება ევრომაიდანზე მოსალოდნელი შტურმის გამო ურჩიეს.
ამ დროისთვის სიტუაცია უკიდურესადაა დაძაბული გრუშევსკის ქუჩაზე, რომელიც ცეცხლის კვამლშია გახვეული. აქტივისტები ძალოვანებისგან თავდაცვის მიზნით, საბურავებს წვავენ. ცოტა ხნის წინ, გრუშევსკის ქუჩაზე მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. დაშავებულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.
22.01.14












