„არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი კახი კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანების თანახმად, მან თანამდებობა 7 ოქტომბერს დაიკავა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ 2014 წლის 7 ოქტომბრიდან“, – აღნიშნულია ბრძანებაში.
13.10.14