• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სამი ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ დამნაშავედ სცნო

10 years ago
in სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
5642prokuraturisshenoba(2)სასამართლომ შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შ. ხიზანიშვილი, ლ. ქარდავა და ვ. ლელუაშვილი დამნაშავედ სცნო.  ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  საქართველოს შს სამინისტროს  ყოფილი  მაღალჩინოსნები – შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და   კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებაში.
სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკითხა 60-მდე მოწმე, გამოიკვლია 8 ტომი დოკუმენტალური მტკიცებულება და 7 ექსპერტიზის დასკვნა. გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა შემდეგი:
2009 წელს, ვასილ ლელუაშვილმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა ისეთი კომპიუტერული პროგრამის დამზადება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა, მათ შორის კომპიუტერთან ახლოს გამართული საუბრების უკანონო მიყურადება და ჩაწერა. ვ. ლელუაშვილის დავალების შესაბამისად, კუდ-ის თანამშრომლებმა 2011 წელს შექმნეს ასეთი შესაძლებლობების მქონე კომპიუტერული, ე.წ. „ვირუსული“ პროგრამა და განახორციელეს სხვადასხვა პირების კომპიუტერებში შეღწევა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება.
2012 წლის 27 სექტემბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა იმჟამინდელი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვისწევრზე ბ. სურმავაზე განახორციელა უკანონო ზემოქმედება და დაიყოლია იგი ვიდეოკამერის წინ ეთქვა მათ მიერ წინასწარ შედგენილი ტექსტი, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით ბ. სურმავა ფარულად იწერდა ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ წევრების საუბრებს. სინამდვილეში, ამგვარი ჩანაწერების მოპოვებას ვასილ ლელუაშვილის მითითებით, არასანქცირებულად და ფარულად ახდენდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ მიზნებისათვის, შ. ხიზანიშვილმა უკანონოდ განკარგა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და სასამართლოს განაჩენით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეული თანხა, 150 000 ევროს ოდენობით. 2012 წლის 27, 28 და 29 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ვირუსული პროგრამის გამოყენებით მოპოვებული უკანონო ჩანაწერები, ბ. სურმავას სახელით საჯაროდ გაავრცელეს ინტერნეტსაიტ “youtube”-ის მეშვეობით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ვასილ ლელუაშვილის დავალებით, შპს “ეცხრე არხის” საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, შპს “ლასარეს” კუთვნილ საბაჟო ტერმინალში, ელექტროშოკის გამოყენებით, მრავალგზის და განზრახ დააზიანეს შპს “ფინსერვისის”, შპს „ბურჯის“ და სს „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი სხვადასხვა დანიშნულების აპარატურა. დაზიანების შედეგად, ხსენებულ კომპანიებს ჯამში მიადგათ 813 114,49 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებაში, საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და  სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე, ვ. ლელუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, საბოლოოდ ვასილ ლელუაშვილს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
შ. ხიზანიშვილი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გადაწყვეტილების ამ ნაწილში გასაჩივრების თაობაზე პროკურატურა იმსჯელებს მას შემდეგ,  რაც სასამართლოსგან მიიღებს განაჩენს.
შეგახსენებთ, რომ ლევან ქარდავა უკვე დამნაშავედ არის ცნობილი ე.წ. “ნავთლუღის სპეცოპერაციის” საქმეზე ჯგუფურად, სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის  ვადით, ხოლო ვასილ ლელუაშვილი ბრალდებულია საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით.
საქმე ეხება სხვისი პირადი ცხოვრების (სქესობრივი ურთიერთობის) ამსახველი ვიდეომასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტებს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით”.
ShareTweet

ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026
18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ახალი ამბები

18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

02/06/2026

საინტერესო

“ძალიან მიყვარს ქართული და უცხოური სამზარეულოს შერწყმა” – ნიკუშა მანაგაძის პერსონა

“ძალიან მიყვარს ქართული და უცხოური სამზარეულოს შერწყმა” – ნიკუშა მანაგაძის პერსონა

6 years ago

ჯაბა სამუშია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ვაუჩერის გაუქმებას კატეგორიულად უარყოფს

10 years ago
UWW-მ  2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ზვიად პატარიძე  დაასახელა

UWW-მ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ზვიად პატარიძე დაასახელა

7 years ago
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

12 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by