• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მარგველაშვილი – “საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ეს პოზიცია არ გადაიხედება”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მარგველა“NATO -ს სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე”,- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა NATO -ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და 8-9 ივლისს ვარშავაში, საქართველოს დელეგაციის მუშაობა შეაფასა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სამიტის მომზადებაში მონაწილეობდა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ რეალური ინსტრუმენტები მიიღო იმისათვის, რომ გააძლიეროს და გააღრმავოს ინტეგრაციის პროცესი.

“სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ჩამოვყალიბდით ავღანეთში გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით მისიის შემდგომ ნაბიჯებზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთს კიდევ ერთხელ სჭირდება დახმარება და მხარდაჭერა.

უმნიშვნელოვანესია ის, რომ NATO შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიას იწყებს და ამ დისკუსიის ბუნებრივი და შემადგენელი ნაწილი საქართველო იქნება,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და NATO  ჩამოყალიბდნენ ასევე, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე, სამხედრო განათლების სფეროში და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობაზე. ასევე NATO – საქართველოს ერთობლივი ცენტრი “ჯეიტეკი” იქნება დაკავშირებული  NATO- ს ტრანსფორმაციის სარდლობასთან.

“საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, ჩამოყალიბდა ნათელი ხედვა ფინანსურ თანამშრომლობასა და ქვეყნების ჩართულობასთან დაკავშირებით.

მინდა, ასევე, მოგახსენოთ, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეწვევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭო, რაც საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის კიდევ ერთი ნათელი ნაბიჯი იქნება”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და ვარშავის სამიტზე მიღებული კომუნიკეც შეაფასა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, NATO პირველ რიგში ღირებულებითი კავშირია. ქვეყნები, რომლებიც გაერთიანებული არიან და ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან NATO-ში გაერთიანებას, ერთიანდებიან არამარტო სამხედრო დაცულობის თვალსაზრისით, არამედ, იმ ღირებულებების ირგვლივ, როგორიცაა დემოკრატია და პიროვნული თავისუფლებები.

“ამ თვალსაზრისით, არჩევნები ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის განმტკიცების თვალსაზრისით.

NATO-ში დარწმუნებულიები არიან, რომ შემდეგი არჩევნები, კიდევ ერთხელ მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის თვალსაზრისით.

ეს ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერთიანდებით ღირებულებების ირგვლივ, ვერთიანდებით დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცების ირგვლივ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2014 წლიდან, მაშინ, როდესაც საქართველომ გადადგა რეალური ნაბიჯები ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, როდესაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, ნათლად გამოჩნდა, რომ შავი ზღვის სტატუსი, ევროპული თანამშრომლობის ზღვის სტატუსი უნდა გახდეს და საქართველო ამას ყველა მაღალ ფორმატში და ფორუმზე აფიქსირებს.

“თუმცა, სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ რეალურად 2014 წლის შემდეგ შავ ზღვაში უსაფრთხოების ფორმატი შესუსტებულია და სტაბილურობა გაუარესებულია.

დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი პარტნიორები და ალიანსი ძალიან სერიოზულად იაზრებენ შავი ზღვის მნიშვნელობას გლობალურად – ევროპული და აზიური სტაბილურობისათვის.

განსაკუთრებული როლი ამ კონტექსტში, ბუნებრივია, ენიჭება საქართველოს. ქვეყანას, რომელიც, თავისი პორტებიდან არაერთ, ალბათ, ათეულ ქვეყანას ზღვაზე გასასვლელს აძლევს.

 

შესაბამისად, იმ დისკუსიაში, რომელიც დაიწყება NATO-ში შავი ზღვის სტაბილურობის თემაზე სტრატეგიულ დაგეგმვაში, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება, როგორც ამ დისკუსიის მონაწილე სუბიექტს.

აქედან გამომდინარე, განისაზღვრება ის კონკრეტული ფუნქციები, რომლებიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაღრმავების თვალსაზრისით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა იმ მთავარ გზავნილებზეც ისაუბრა, რითიც საქართველოს დელეგაცია NATO-ს სამიტიდან ბრუნდება.

„მთავარი გზავნილი არის ის, რაც  ჩვენ 2008 წლის შემდეგ ბუქარესტიდან გვაქვს. პოზიცია, რომ საქართველო  NATO-ს წევრი გახდება და ეს პოზიცია არ გადაიხედება და შეუქცევადია. ეს არის ის სტაბილური გზა, რომლის ფარგლებშიც საქართველო ვითარდება.

ჩვენ უკვე ბევრად უფრო მეტად ვაღრმავებთ და ვავითარებთ ორმხრივ თანამშრომლობას NATO-ს წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც ალიანსთან.

ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისა. პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ საქართველოს გზა NATO-ში ინტეგრაციის თალსაზრისით შეუქცევადია და გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ეს პროცესი და ამავდროულად, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ინკლუზიური განათლება და მშობელი – რა უნდა იცოდეს მან

ინკლუზიური განათლება და მშობელი – რა უნდა იცოდეს მან

7 years ago
გორში 5 წლის ბავშვს კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა 

გორში 5 წლის ბავშვს კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა 

4 years ago

NDI: ” გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად”

12 years ago
კახეთში, 26 წლის ბიჭმა 77 წლის ბებია გააუპატიურა

კახეთში, 26 წლის ბიჭმა 77 წლის ბებია გააუპატიურა

3 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by