• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ორი გონების რომანი

10 years ago
in მკითხველის ბლოგი
A A
ორი გონების რომანი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქალი,,ჩემი თავიდან მოშორება იმიტომ უნდოდა, რომ ეშინოდა თავდავიწყებით არ შევყვარებოდი. არ მესმოდა, რატომ  არ უნდა მიეცა საკუთარი თავისთვის სიყვარულის უფლება. ჯერ 30 წლისაც არ იყო, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ნაადრევად დაბერება. საკუთარი თავისთის რაღაცის აკრძალვა ისევე აღელვებდა, როგორც სურვილების დაკმაყოფილება. ბოლოს დავრწმუნდი, რომ ჩემგან ყველაზე მეტად ინტელექტუალური პარტნიორობა უნდოდა – ორი გონების რომანი.”
ჯულიან ბარნსი

დიდი ხანია, აღარ დაგვილევია ერთად ყავა, მაგრამ ჯერ ისევ მახსოვს როგორი კმაყოფილია, ლოდინის შემდეგ ჭიქას რომ მოიქცევს ხოლმე თითებში. და როგორი ბედნიერია, როცა დაჟინების შემდეგ ჩემს ჭიქაშიც სამ კოვზ შაქარს ამატებს.

***

ახლა ჩვენ აღარ ვართ, ამიტომ მარტო ვუკვეთავ ხოლმე მაქსიმალურად ტკბილ კაპუჩინოს, ვსვამ და წარმომიდგენია, როგორ ზის და იცინის ჩემს შეჭმუხნულ წარბებზე. ამჯერადაც წამებით ვირთობ თავს, არც დღის ბოლო ღერი სიგარეტი მაქვს და არც სურვილი, რომ სახლისკენ გავუყვე ქუჩას. ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას და მაინც ყურისძირში ვგრძნობ მის სუნთქვას. ზუსტად ვიცი, როგორი სუნი აქვს კანზე და რამდენად ცდილობს, კიდევ დიდხანს იდგეს ზურგით. მერე წრიალს იწყებს და ტრიალდება უჩვეულოდ მშვიდი, მხოლოდ ხელებზე ეტყობა რომ თამაშობს. არადა ყველაზე ნაკლებად მისი თამაში მიყვარს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთხელაც ნიღბის ჩამოხსნას გადაჰყვება და ეგ იქნება.

,,როგორ ხარ?” იმდენადვე მრავალმნიშვნელოვანია ხოლმე ჩვენთვის, როგორც მრავალწერტილების უმნიშვნელობა ფრაზებს შორის. მეღიმება და არაფერს ვპასუხობ. ხვდება, რომ მიჭირს. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია თავი ჩამომადოს და ასე იდგეს, მაგრამ დაცვის წესებში ეს უკანასკნელი არ შედის, ამიტომ ისევ ზურგით დგება. ნახევარი სიცოცხლე ვრჩები და მეორე ნახევრის აღდგენას ძველი დიალოგების წარმოდგენით ვცდილობ.

***
კომფორტზე ძვირფასი რამ გეგულებათ? ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ კომფორტში კი არა, კომფორტთან თანაცხოვრობ, ესაუბრები, ეხები, უსმენ. მიდიხართ თქეშში რამდენიმე საათის განმავლობაში, არ გაწუხებთ ერთმანეთის სიჩუმე და აქა-იქ ერთმანეთს ეკითხებით ,,ხარ?” და ორივე პასუხობთ ,,ვარ”. განიხილავთ ამერიკაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, ან მეორე მსოფლიო ომს, ან რომელიმეს მიერ მეასედ წაკითხულ წიგნს, მისთვის დასაწყისშივე მოკლულ და შენთვის ბოლო გვერდამდე ცოცხალ პერსონაჟს, საყვარელი ჯგუფის უკანასკნელ სიმღერას ღიღინებთ და არაფერი დაგრჩენიათ, სიმშვიდის გარდა.

1.

– რომ წახვალ, დამირეკავ ხოლმე?
– არცერთხელ. -სიჩუმე, ბევრი სიჩუმე, ზედმეტად ბევრი სიჩუმე, ნაადრევი მონატრება წვეთებით და…  – რომ დავბრუნდები, მერე დაგირეკავ. – ისევ სიჩუმე.

2.

– საკუთარ თავთან მაინც…
– უნდა ვითამაშო. – გაკვირვებული ვუყურებ, ვაკვირდები, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთან არ ტყუის. ვერ ვბედავ, რამე ვკითხო. – წლები დამჭირდა, რომ ეს მესწავლა.
– ნუ.
– სხვანაირად გამიჭირდება. – ვიცი, რომ ახლა გარბის, არაფერს ვპასუხობ.

3.

– ყველაფერი კარგად როდისაა?
– დღეს.-როცა ამას მეუბნება, სულ ვფიქრობ, რომ ხვალინდელი დღის იმედი არ აქვს.ყველასთვის გამოუსწორებელი ოპტიმისტია, მე კი მისი პესიმიზმის მეშინია.

4.

– ჩემი რომც არ გჯეროდეს, მე შენი მჯერა. – მეღიმება, მიუხედავად იმისა რომ თავზეჩამომხობილი იმედგაცრუებებით სავსე ვდგავარ. მეღიმება, მხოლოდ იმიტომ რომ მისი მჯერა. იმისაც მჯერა, რომ თვალები არასდროს დაუბერდება. და იმისაც, რომ თამაშები ყველაზე მეტად მისი ტკივილია. ჩვენ აღარ ვართ, მაგრამ მაინც ერთმანეთისები ვართ.

5.

– წერ?-ეს კითხვა ნიშნავს, რომ წინა ღამით ჩემი ნაწერები წაიკითხა და რაღაც არ მოსწონს. რა თქმა უნდა, არ მეტყვის, გვერდით გიდგავარო. ცდილობს, მხოლოდ იგულისხმოს.
– ვწერ.- ქვევიდან მიყურებს.
– სხვანაირად როგორ. – ისევ წესებს იცავს, დაცვის წესებს.
– ,,როცა გიჭირს ვინც, შენს გვერდით დგას, ის არის ღმერთი.”
– ან როცა გიჭირს, ვინც გიცავს, ის არის ღმერთი. – ჩვენ ერთმანეთის ღმერთები ვართ და მინდა მჯეროდეს რომ არ გაგვითენდება ისეთი დღე, როცა ვიტყვით, რომ ,,ღმერთი მოკვდა.”

***
ისევ მარტო ვსვამ ზედმეტად ტკბილ ყავას, იდიოტივით ვიცინი და ჩემს გვერდით მჯდომ უცხო გოგონას ვეკითხები: ,,თქვენი აზრით, ღმერთები კვდებიან?“ თვალები გაუფართოვდა, დაფეთებული წამოდგა, ჩანთას სტაცა ხელი და კარის გაჯახუნებით დატოვა ჩემი საყვარელი ადგილი.

ლიკა ჯანყარაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძე წარადგინა

მიხეილ ჯანელიძე სავიზო რეჟმის ლიბერალიზაციის შესახებ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

9 years ago
“მაგთი” აბონენტებს აფრთხილებს

“მაგთი” აბონენტებს აფრთხილებს

12 years ago

„გლდანის ტბა ლეიშმანიოზის გავრცელების კერას წარმოადგენს, რაც საგანგაშოა ჯანმრთელობისათვის!“ – ვახტანგ მამალაძე

12 years ago
“რამდენჯერ უნდა “აგვაგდონ” რუსულმა სპეცსამსახურებმა ამ ხრიკებით”

მიხეილ სააკაშვილი: “უკრაინის ხელისუფლება ჩემს დეპორტაციას აჩქარებს”

8 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by