პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება–საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამისდამტკიცებული საწარმოების ნუსხას დაემატება შპს „იწის წყალი,“ რომელიც ამბროლაურში წყლის ჩამომსხმელი ახალი კომპანიის შექმნას ითვალისწინებს.
„პროექტი ითვალისწინებს მინიმუმ 233 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 30 ახალისამუშაო ადგილის შექმნას. დამეთანხმებით, რომ რაჭაში თითოეული ახალი სამუშაო ადგილიარის ძალიან მნიშვნელოვანი იქ მოსახლეობის დამაგრებისთვის,“–განაცხადა პრემიერმა.






