შემოსავლების სამსახურმა 11-დან 17 ივლისის ჩათვლით საგადასახადო სამართალდარღვევის 768 ფაქტი გამოავლინა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 7,579 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 49 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 127 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 592 შემთხვევა.