• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბრალდებულს, მსჯავრდებულს შესაძლებლობა ეძლევა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ დასაქმდნენ

10 years ago
in საზოგადოება
A A
სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სასჯელაღსრულების სამინისტრობრალდებულს, მსჯავრდებულს შესაძლებლობა ეძლევა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ დასაქმედეს.

„პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, „პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესი“ დამტკიცდა.

როგორც ”თბილისი თაიმსს” სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადდა და მასში გაწერილია იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელზეც შეიძლება დასაქმდეს ბრალდებული/მსჯავრდებული, კერძოდ – მცირე სარემონტო სამუშაოები (იატაკისა და ჭერის მოწყობა, ღებვა, კედლების შეფითხვა, სველი წერტილების შეკეთება); ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის გაზონების მოწყობა/მოვლა; ავეჯის, მათ შორის – საწოლის, მაგიდის, სკამის, ტუმბოს და სხვა ნივთების შეკეთება; ასევე, სხვა სამუშაოები, რომლებიც აუცილებელია პენიტენციური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და არ მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.

ბრძანების თანახმად, აკრძალულია ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ისეთი სამუშაოს შეთავაზება, რომელიც ადამიანის პატივსა და ღირსებას ლახავს, ასევე, დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება ისეთ სამუშაოებზე, რომელიც დაკავშირებულია მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობების ფასადის შეღებვასთან, სახურავების მოწყობასა და შეკეთებასთან.

ბრალდებულის/მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა, დასაქმება შესაძლებელია მისი წერილობითი განცხადებით, დაწესებულების ექიმის რეკომენდაციით, დაწესებულების დირექტორის თანხმობითა და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

ბრძანების თანახმად, ბრალდებულები/მსჯავრდებულები, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, შეიძლება გაყვანილნი იქნენ სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე; სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბრალდებულს/მსჯავრდებულს, კანონმდებლობით დადგენილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით, შესაბამისი ანაზღაურება პირად საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურება, როგორც წესი, დღიურად, დღეში 20 ლარის ოდენობით, ნამუშევარი საათების შესაბამისად განისაზღვრება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმების მიმართულებით სასჯელაღსრულების სამინისტრო არაერთ სიახლეს ნერგავს. მათ შორისაა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთების ონლაინრეალიზაცია, რაც ერთი მხრივ, ხელს უწყობს მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდის პერიოდში შემოსავლის მიღების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით.

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

შსს-მ 529 აბი “კოდეინი” ამოიღო

შსს-მ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

8 years ago
ეკლესიებთან არსებული უფასო სასადილოები, სადაც ყოველდღიურად 2000-მდე ადამიანს აპურებენ.

ეკლესიებთან არსებული უფასო სასადილოები, სადაც ყოველდღიურად 2000-მდე ადამიანს აპურებენ.

5 years ago
კაცმა მეზობლის სახლს ცეცხლი გაუხსნა და მასთან სტუმრად მყოფი ნათესავი მოკლა – სასტიკი მკვლელობა საჩხერეში

განმუხურში, მდინარეში მოზარდს ეძებენ

2 years ago
“სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის შენელება”

“ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული”

10 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by