საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულისგამოძიების დეპარტამენტმა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენებისგადასინჯვა დაიწყო.
რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია საქართველოს პროკურატურის აქტიური მონაწილეობით,საქართველოს პარლამენტში შექმნილი იყო სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უნდა შეემუშავებინასაკანონმდებლო ცვლილება გამამტყუნებელი განაჩენების გამარტივებული გზით გადასინჯვასთანდაკავშირებით.
ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ივლისის თვეშისისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც თუკიახალი გამოძიების პირობებში გამოვლინდება ახალი ფაქტები და გარემოებები, რაც წინა განაჩენისგამოტანის დროს არ იყო ცნობილი და პროკურატურა გამოიტანს დადგენილებას მსჯავრდებული პირისუფლების დარღვევის თაობაზე, ეს გახდება საფუძველი ხელახალი სასამართლო განხილვის ჩატარების დაგანაჩენის გადასინჯვის.
სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ახალმა დეპარტამენტმა სამიმსჯავრდებულის: იოსებ ჯანდიერის, თემურ სალაყაიას და ანდრო ჩხიკვიშვილის მიმართ, განაჩენისგადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდახელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობითსაგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები,მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამსაქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირებისმიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.
კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქეები იოსებ ჯანდიერი, თემურ სალაყაია დაანდრო ჩხიკვიშვილი გასამართლებულ იქნენ და იხდიდნენ სასჯელს წინა ხელისუფლებისთვისმიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და მათი უკანონო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.
მოქალაქე იოსებ ჯანდიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მანდემონსტრაციულად დატოვა პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები. 2003წლიდან იოსებ ჯანდიერი მუშაობდა პოლიტიკურ პარტია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიისსაგანგებო სიტუაციების სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2007 წლის 4 ნოემბერს,პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, მან დატოვა პარტიის რიგები და შეუერთდააქციას, სადაც მან დემონსტრაციულად დახია პარტიული მოწმობა. ამ ფაქტიდან, რამოდენიმე დღეში, 2007წლის 13 ნოემბერს, მასთან სახლში შევიდნენ შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისთანამშრომლები, რომლებმაც საძინებელ ოთახში ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ დამოახდინეს მისი დაკავება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 მარტის განაჩენით იოსებჯანდიერი გასამართლებულ იქნა ცრუ ბრალდებით – ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისთვის დამას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2008 წლის 24 ნოემბერს, პრეზიდენტის შეწყალებით, ისე რომმას ეს არ მოუთხოვია, მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება.
მეორე მოქალაქე, რომლის განაჩენიც გადაისინჯება გახლავთ შსს კონსტიტუციური უსაფრთხოებისდეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი თემურ სალაყაია, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მისმიმართ ჰქონდათ ეჭვი პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ოცნებასთან“ კავშირის თაობაზე. კერძოდ, 2012წლის 2 ივნისს, თემურ სალაყაია თავის მეუღლესთან ერთად ავტომანქანით საკუთარი სახლისმიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი სამსახურიდან გამოიძახეს და ჭანტურიას ქუჩაზე,ეკონომიკის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლა სთხოვეს. ადგილზე, კონსტიტუციურიუსაფრთხოების დეპარტამენტის და შსს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივიმოქმედებით მოხდა თემურ სალაყაიას დაკავების ინსცენირება, იმ საფუძვლით, რომ თითქოს მანუკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“. დაკავებული თემურ სალაყაიაგადაიყვანეს შსს ძველი თბილისის განყოფილებაში, სადაც მას სთხოვდნენ ,,ქართულ ოცნებასთან“თანამშრომლობის აღიარებას, რასაც დაკავებული კატეგორიულად უარყოფდა. 2012 წლის 04 ივნისს, მასწარედგინა ცრუ ბრალდება ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისთვის, აღკვეთის ღონისძიებისსახით შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საპატიმროდანმისი განთავისუფლება, მხოლოდ 2012 წლის 5 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხერხდა.
დაზარალებულ მესამე მოქალაქეს წარმოადგენს ანდრო ჩხიკვიშვილი, რომელმაც ყალბი ექსპერტიზისდასკვნის საფუძველზე 5 წელი მოიხადა საპატიმროში. კერძოდ, ანდრო ჩხიკვიშვილი იყო შვეიცარიულიკომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მიმართაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსგააჩნდა დავალიანება. 2006 წლის სექტემბერში ანდრო ჩხიკვიშვილი დაიბარეს საქართველოს გენერალურპროკურატურაში და მოსთხოვეს შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლების დარწმუნება, რათა მათ აღარმოეთხოვათ ქართული მხარისგან მისაღები თანხა. აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, ანდროჩხიკვიშვილი 2006 წლის 18 ოქტომბერს დააკავეს თაღლითობის ცრუ ბრალდებით, რასაც საფუძვლადდაედო ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ექსპერტის ნუგზარბელქანიას მიერ შედგენილი ყალბი დასკვნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისისგანაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლით. გაყალბებული მტკიცებულებისსაფუძველზე ანდრო ჩხიკვიშვილმა 5 წელი გაატარა საპატიმრო დაწესებულებაში.
ხსენებული სამივე მოქალაქის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებებიმსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისისსააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდებაუკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებებისაღდგენას, შეუქცევადი ხასიათი ექნება და ჩვენ დეპარტამენტის შედეგებით პერიოდულად წარვსდგებითსაზოგადოების წინაშე.






