გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა დააკმაყოფილა თინათინ ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები, თავდაცვის მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ.
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს გათავისუფლების შესახებ განცხადებით დღეს მიმართა.