• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კომისია საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში პოლიტიკური გაერთინება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო რგოლის განთავსებასთან და შემდგომ ეთერიდან მოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
კომისიამ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ბაზრის ქვესეგმენტზე „სილქნეტს“ და „კავკასუს ონლაინს“ ახალი ვალდებულებები დააკისრა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1356010175_komunikaciis-biuroსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის განთავსების და შემდეგ ამ სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 51 მუხლის, მე-5 ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ვალდებულნი არიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის. შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლო განთავსების მიზნით საეთერო დროის გამოყოფის ვალდებულება მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან, 2016 წლის 19 აგვისტოდან წარმოექმნება, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იყო უფასო საეთერო დრო საარჩევნო სუბიექტებისთვის აღნიშნულ თარიღამდეც გამოეყო.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლიდან გამომდინარე, მაუწყებელი, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეისწავლოს პოლიტიკური პარტიის მიერ განსათავსებლად წარდგენილი სარეკლამო რგოლის კანონთან შესაბამისობა და შემდგომ განათავსოს წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი ეთერში. მართალია, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხიმგებელია წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთი პოლიტიკური სუბიექტი, თუმცა მაუწყებელი უფლებამოსილია სადავო შინაარსის მქონე წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის თაობაზე მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნის შემდეგ გააკეთა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე, ამავე კანონის 83-ე მუხლის და 93-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და წარუდგენს საქალაქო სასამართლოს განსახილველად.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს გაცხადებულ პოლიტიკური გაერთიანება ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამის ეთერიდან მოხსნის საფუძველს – „წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას“, აღნიშნული საკითხის შესწავლა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შეფასება და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში რეაგირება ცესკოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

“იგი არა მარტო ქრისტიანების, არამედ ჩემი სულიერი მამაცაა” – ერთი მუსლიმის მილოცვა პატრიარქს

“იგი არა მარტო ქრისტიანების, არამედ ჩემი სულიერი მამაცაა” – ერთი მუსლიმის მილოცვა პატრიარქს

11 years ago

განსაკუთრებით დიდი ფართობის მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

12 years ago
საქსტატი – საქართველოდან ექსპორტი ძირითადად სპილენძის მადნების, ავტომობილებისა და ღვინის ექსპორტის ხარჯზე იზრდება

საქსტატი – საქართველოდან ექსპორტი ძირითადად სპილენძის მადნების, ავტომობილებისა და ღვინის ექსპორტის ხარჯზე იზრდება

9 years ago
თავდაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თავდაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

12 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by