• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბიზნესსახლის პროექტით მმართველობითი რეფორმის განხორციელება იწყება

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirikaSvili giorgi600-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ბიზნესი ერთ ჭერქვეშ, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს, – ბიზნესსახლის პროექტს, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მმართველობითი რეფორმის ნაწილის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, საფუძველი დღეს ჩაეყარა.

ბიზნესსახლი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესისა და იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყებაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცესა და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს.

მათ შორისაა – სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სერვისები, ბუნებრივი რესურსების ლიცენზიები, მშენებლობის ნებართვები, ენერგეტიკული პროექტები, სოფლის მეურნეობის დახმარების სახელმწიფო პროგრამები, პროგრამა – „აწარმოე საქართველოში“, რომელთან დაკავშირებულ სერვისებს ბიზნესს მეწარმეობის განვითარების სააგენტო აწვდის, საპარტნიორო ფონდის სერვისები და ა.შ.

ჯამში, საუბარია 600-ზე მეტ მომსახურებაზე, რომელსაც ბიზნესი დღეს სახელმწიფოს მხრიდან იყენებს და ყველა მათგანი ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.

რევოლუციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს, – ასე შეაფასა ბიზნესსახლის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესსახლი თვისობრივად გააუმჯობესებს სერვისების მიწოდების ხარისხს და შეამცირებს მომსახურების დროს და დანახარჯებს.

„ეს არის მმართველობითი რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სერიოზულ ცვლილებას მოიტანს სახელმწიფოში ბიზნესის კეთების გამარტივების კუთხით. ეს არის მომხმარებელზე ორიენტირებული მთავრობის კონცეფციის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ჩვენ ვიწყებთ მმართველობითი რეფორმის განხორციელებას, რომელიც ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. სივრცეში, რომელსაც ჩვენ შევქმნით, იქნება ჩვეულებრივი მომსახურების ზონა, VIP-მომსახურების ზონა და პრინციპი – „ყველგან ყველაფერი“, ანუ საუბარია იმაზე, რომ უშუალოდ ბიზნესსახლში, სადაც ბიზნესის წარმომადგენელი მივა, ყველა სერვისი ერთ ადგილას იქნება ხელმისაწვდომი. მას შესაძლებლობა ექნება, დაჯავშნოს სერვისი წინასწარ და ის ადგილზე მიაწოდონ. ასევე, განხორციელდება პრინციპი – „მხოლოდ ერთხელ“, ანუ, როდესაც ბიზნესის წარმომადგენელი პირველად გამოიყენებს ამ სერვისს და საკუთარ თავზე სახელმწიფოს მიაწვდის ინფორმაციას, მას ამის მეტჯერ გაკეთება აღარ მოუწევს. ინფორმაცია შეინახება და ნებისმიერ სხვა სახელმწიფო სააგენტოში მომსახურების მისაღებად მისვლის დროს, ბიზნესს აღარ მოუწევს ამ მომსახურების ყიდვა და მეორედ მიწოდება. ეს იქნება დროის და რესურსის, მათ შორის ფინანსურის დაზოგვა და ამასთანავე, ერთ, გამჭვირვალე სივრცეში მიწოდებული სერვისები, თავისთავად ამცირებს კორუფციის რისკებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა, რეფორმაზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს, მინისტრს, პროექტის შემუშავებაში ჩართულ უცხოელ კონსულტანტებს და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი, უახლოეს მომავალში, საქართველოში ბიზნესკლიმატს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველობითი რეფორმა მმართველობაში ჩართულობასაც მოიცავს და ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია ნაბიჯი – შექმნილია ინვესტორთა საბჭო, სადაც მსხვილი ბიზნესასოციაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელ მინისტრებთან ერთად, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური რეფორმების კუთხით დაგეგმილ ყველა ცვლილებას იხილავენ, რათა ბიზნესისა და ინიციატივიანი ადამიანებისთვის ნეგატიური სიურპრიზები თავიდან იყოს აცილებული.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის დანარჩენი სამი მიმართულებითაც.

„ეკონომიკური რეფორმების დაჩქარების კუთხით უკვე მიღებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლის პირველი იანვრიდან, მოგების გადასახადი აღარ იარსებებს, იმ პირობით, თუ მოგება არ განაწილდება და რეინვესტირებული იქნება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს შიდა საინვესტიციო რესურსის მობილიზაციას. სივრცითი განვითარების კუთხით, ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა, გარდა იმისა, რაც ყოველწლიურად იხარჯება, დამატებით 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯოს საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის მიმართულებით და, კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელების გამოყენებით, ოთხ წელიწადში შევქმნათ თვისობრივად სხვა, ფიზიკურად და ვიზუალურად სხვა საქართველო, რომელიც გამართული იქნება აბსოლუტურად თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ეს, თავისთავად მისცემს საშუალებას საქართველოს, სრულად გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობა და სატრანზიტო პოტენციალი. განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით, უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ეს სფერო ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიტანს, მთლიანად, საქართველოს განვითარებაში. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ოპტიმიზმი. სიტყვა რევოლუცია რაღაც ნეგატივთან ასოცირდება, მაგრამ ეს პროექტი მართლაც რევოლუციურად შეცვლის საქართველოში ბიზნესგარემოს, ვინაიდან, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის თვისობრივად ახალ სივრცეს შექმნის. ვფიქრობთ, ამ პროექტით საქართველოში ახალი ეპოქა იწყება“, – განაცხადა პრემიერმა.

ბიზნესსახლის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და პროექტის ხელმძღვანელმა არჩილ ბუკიამ ერთობლივად სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

ShareTweet

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი  – პაატა იმნაძე

მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი – პაატა იმნაძე

6 years ago
უბრალო შემთხვევა თუ მუდმივი სასჯელი?

უბრალო შემთხვევა თუ მუდმივი სასჯელი?

8 years ago
,,ბავშვმა დაინახა, როგორ მოუკლა ბაბუამ მამა, საშინლად განიცდიდა…“ – ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

,,ბავშვმა დაინახა, როგორ მოუკლა ბაბუამ მამა, საშინლად განიცდიდა…“ – ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

3 years ago
ბიძინა ივანიშვილი: “რესპუბლიკელები” ალასანიას უჭერენ მხარს”

ბიძინა ივანიშვილი: “რესპუბლიკელები” ალასანიას უჭერენ მხარს”

12 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by