• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სად განთავსდება ამერიკული სამხედრო ბაზა მანასის დატოვების შემდეგ?

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ამერიკული ბაზის მეთაურმა ყირგიზეთში განაცხადა, რომ სამხედროებს „სხვა ადგილას მოუწევთ გადასვლა“, რადგან ყირგიზეთის მთავრობა უარს ამბობს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებაზე. თუ გათვალისწინებთ, რომ ამერიკულ მხარეს ბიშკეკთან არსებული მანასის ბაზის დატოვების შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს, მეთაურის განცხადება ამ მომენტისთვის ყველაზე სერიოზული მინიშნებაა იმაზე, რომ მსგავსი განზრახვა არსებობს.

ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ჯონ მილარდმა ეს განცხადება ტელეარხ Pentagon Channel-თან ინტერვიუში გააკეთა. კერძოდ, მან თქვა, რომ „ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის მოახლოებასთან ერთად, ამერიკული სატრანზიტო ბაზა ყირგიზეთში დახურვისთვის ემზადება“, და დასძინა: „ამ მომენტისთვის ჩვენ ვგეგმავთ აღნიშნულ სატრანზიტო ცენტრში საქმიანობის დასრულებას. პრეზიდენტის და ISAF-ის აზრით, 2014 წლის შუაში [ანუ მანასის ბაზის მიმდინარე საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთვის] ავღანეთიდან გასვლა ბოლომდე დასრულებული არ იქნება, ამიტომ ბაზის საქმიანობის გადატანა სხვა ადგილას მოგვიწევს“.

ინტერვიუ 14 აგვისტოს გამოქვეყნდა, მაგრამ მოგვიანებით ის ვებგვერდიდან მოხსნეს (თუმცა, მე მოვასწარი ასლის შენახვა, რომლის გაცნობაც სტატიის ბოლოს შეგიძლიათ).

აღსანიშნავია, რომ ამერიკული მხარე ამ საკითხს პიარის თვალსაზრისით უდგება – თითქოს აღიარებს, რომ ბაზას დატოვებს, მაგრამ ოფიციალურ განცხადებებს ამ საკითხზე არ აკეთებს. უკვე წლებია, რაც მიმდინარეობს დისკუსია და ვერსიების გამოთქმა იმის თაობაზე, თუ სად შეიძლება ცენტრალურ აზიაში მანასიდან გადასვლა. ახსენებდნენ აკტაუს და სიმკენტს ყაზახეთში, კულიაბს ტაჯიკეთში და რაღაც გაურკვეველ ადგილებს უზბეკეთში.

თუ გათვალისწინებით, რომ ავღანეთის მისია სრულდება, გაცილებით ლოგიკურია რომელიმე უკვე გამზადებულ ბაზაზე გადასვლა, ვიდრე ახლის მოწყობა. ამ შეკითხვით ერთ-ერთ სამხედრო წყაროს მივმართე, რაზეც მან მიპასუხა, რომ „ახალი ობიექტის აშენებას დრო და ფული სჭირდება“ და გამოთქვა მოსაზრება, რომ მანასის ალტერნატივად შეიძლება გამოდგეს „არსებული ობიექტები სპარსეთის ყურის რაიონში, მაგალითად, ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში… არ გამოირიცხება ასევე ევროპული ბაზები, მაგალითად კრიტში, თურქეთში, იტალიაში, რუმინეთში და ესპანეთშიც კი… და შემკეთებელი ობიექტები ბაქოსა და თბილისში“. კიდევ ერთმა ჩემმა წყარომ აღნიშნა, რომ ავღანურ ტრანზიტში ბოლო დროს სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუმინეთი და დასძინა, რომ დასავლეთევროპული ბაზები ძალიან შორს არის ავღანეთიდან, ხოლო თურქეთი, სირიასთან სიახლოვის გათვალისწინებით, პოლიტიკური თვალსაზრისით რთული ვარიანტია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი მანასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა ВВС-ის განუცხადა მთელი რიგი ტენდერების ჩატარების შესახებ მანასის ბაზაზე ასაფრენი ბილიკების შეკეთების მიზნით. „მაგრამ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომელიც არ მიუთითებს იმაზე, რომ ბაზაზე რჩები“, ამბობს ნეტან ბარიკი, აშშ-ის ევრაზიის არმიის უცხოური კონტინგენტის ყოფილი ოფიცერი, რომელიც ამერიკის არმიის ცენტრალურ სამმართველოში მსახურობდა, დღეს კი CLI Solutions-ის კონსულტანტია. „ასაფრენი ბილიკების რემონტი ხორციელდება ადრეული დაპირებების და გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, და ჩვეულებრივი მოვლენაა შეერთებული შტატების მიერ იჯარით აღებულ ბაზებზე. სპეციალისტები, რომლებთანაც მიმუშავია, ამბობენ, რომ ზოლები საოცრად მალე ფუჭდება და რომ მსგავსი რემონტების ჩატარება ხშირად გვიწევს“.

23.08.13

Tags: სად განთავსდება ამერიკული სამხედრო ბაზა მანასის დატოვების შემდეგ?
Share1Tweet1

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

საინტერესო

15 თებერვალს მაგნუმის გამოფენა და მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

15 თებერვალს მაგნუმის გამოფენა და მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

8 years ago
“2015 წელს, სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, საქართველოს  რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს”

ზურაბ აბაშიძე: რუსეთი საქართველოში ახალი რეალობის დაკანონებას ცდილობს

9 years ago
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია

9 years ago
კიევში კიდევ ერთი გარდაცვლილი

უკრაინისთვის დღევანდელი დღე შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს

13 years ago

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ჩემო ოქროს...

მეტის ნახვაDetails
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by