სამოქალაქო გაერთიანებას – ,,გული თბილისისათვის” ახალი ინიციატივა შემოაქვს და მოქალაქეებსა და თბილისის მერიას ჩართულობისაკენ მოუწოდებს:
,,საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას 3-ჯერ აღემატება. დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია, რაც ჩვენს ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის.
შემოგვიერთით, 22 სექტემბერს, მსოფლიოს სხვა ქალაქების მსგავსად, ჩვენც აღვნიშნოთ ,,დღე მანქანის გარეშე”! დატოვეთ ავტომობილი, იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ერთად ვნახოთ რამდენად უკეთესია ქალაქი ნაკლები გამონაბოლქვისა და ხმაურის გარეშე! თბილისი მანქანების კი არა, ჩვენი ქალაქია!”
ნატალია ჯალაღონია