• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, სადაც თამარ მეფემ და დავით სოსლანმა ჯვარი დაიწერეს

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, სადაც თამარ მეფემ და დავით სოსლანმა ჯვარი დაიწერეს
25
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქრისტიანულ მსოფლმხედვეობაში ქალწული მარიამის შობა კაცობრიობისთვის სიხარულის მაუწყებელი იყო, რადგან მისგან განკაცდა მაცხოვარი, განახლდა ადამიანთა მოდგმა, განქარვდა სიკვდილი და როგორც ლოცვაში ვკითხულობთ-„მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაი საუკუნოი“.

„მარადქალწული მარიამის შობა – ეს არის საწყისი ჩვენი ცხონებისა!“ – ამბობს  უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ერთ-ერთ ქადაგებაში. ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდით, ღვაწლით, სათნოებით  არა მხოლოდ ადამიანს, მოკვდავ არსებას გადააჭარბა, რამედ ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დადგა.

სწორედ ამ დღეს, ღვთისმშობელი ქალაქ ნაზარეთში იშვა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე,  მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, შვილს მომადლებდა მათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ.  მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა. უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად მაშინვე აღთქმა დადო, რომ ბავშვს უფალს შესწირავდა. მშობლებმა ნანატრ შვილს სახელი  ანგელოზის მიითებით დაარქვეს. მარიამი ებრაულად „ქალბატონს“, „იმედს“ ნიშნავს.

დიდუბიდ ტაძარი

ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრები საქართველოში არც თუ ისე ცოტაა, მათაგან თავისი არქიტექტურული სტილით, ფრესკებითა და ისტორიით გამოირჩევა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარეობს. დღევანდელი დიდუბის ეკლესიის წინამორბედი ტაძარი მეექვსე საუკუნით თარიღდება. მას მეცხრამეტე საუკუნემდე ნანაგრევების სახით მოუღწევია.

შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, სადაც 1189 წელს  ჯვარი დაიწერეს თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი სიწმინდე, ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი სწორედ თამარს შეუწირვს.

ტაძარი რამდენჯერმე იქნა მტრის შემოსევების შედეგად განადგურებული:1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა; 1795 წელს ის დაანგრია აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა. 1880-84 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძის, დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძისა და მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესიის ხელახალი მშენებლობა 1874 წელს დაწყებულა. 1884 წელს ეკლესია აკურთხეს, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი სახით (ხის გუმბათით) უძეველესი ქართული სამშენებლო წესის თანახმად, რომელიც ითვალისწინებდა გუმბათის დაშენებას 7 წლის შემდეგ.

ღვთისმშობლის ხატიმისი არქიტექტურა ნაწილობრივ  ე. წ. რუსული სტილისაა, რადგან მე-19 საუკუნეში საქართველოს ეკლესიას ეგზარქოსები მართავდნენ, მათ ინტერესებში კი არ შედიოდა ქართული ეროვნული არქიტექტურის ტრადიციების გაგრძელება. საეგზარქოსომ დეკანოზ ბესარიონს შესთავაზეს ხუთგუმბათიანი ტაძრის პროექტი. ბევრი მცდელობის შემდეგ დეკანოზმა ზედმეტი გუმბათები პროექტიდან ამოარებინა და ცალკეული ქართული დეტალებიც შეიტანა მასში.

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიას  თანამედროვე ეპოქასა და გასულ საუკუნეში დაწერილი ხატები, ფესკები ამშვენებს,  რომელთაგან აღსანიშნავია კანკელის მაცხოვრის ხატი, წმ.  გიორგის, წმ.  ნიკოლოზის, წმ.  ნინოს, წმ. ილია მართლისა და წმ. თამარ მეფის ხატები. ეს უკანასკნელი კი  დაწერილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მიერ.

ცნობილია, რომ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც საცხოვრებელი კორპუსები დგას სასაფლაო მდებარეობდა, რომელიც კომუნისტების დროს დაინგრა. დღეს ეკლესიის გვერდით  არის პატარა პანთეონი, რომელშიც დაკრძალულნი არიან ცნობილი  ისტორიკოსები, მწერლები, პოეტები და  საზოგადო მოღვაწენი.

ტაძრის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ სამყაროში ცნობილია დიდუბის ღვთისმშობლის სახელწოდებით. ხატზე ლეგენდა არსებობს, რომლის თანხმადაც კეთილმსახური მწყემსი ფარას აძოვებდა. მას დაესიზმრა ანგელოზი, რომელმაც აუწყა ადგილი, სადაც ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იყო დასვენებული და უთხრა: მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო. მეორე დილას ამ ადგილას მწყესმა თანასოფლელებთან ერთად ერთი ბრმა წაიყვანა. ღვთისმშობლის დიდებულმა ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული – ბრმას თვალები აეხილა. ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. ამ ადგილას მაშინვე აღუმართავთ ნიში. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად ორშაბათი დღე დადგინდა. ამ დღეს წირვას მოებმის ღმრთისმშობლის საჯანმრთელო პარაკლისი.

კომუნისტურ რეჟიმის დროს დაიკარგა, ასევე ღვთისმშობლის ხატის პერანგიც. დღევანდელი პერანგი რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს დაუმზადებინებია და 1950 წელს დიდუბის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს.

ყოველწლიურად, 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მოოქროვილი პერანგით შემოსილ სასწაულმოქმედ ხატს ხსნიან, რათა მრევლს საშუალება მიეცეს  მოილოცონ, შეეხონ ამ სიწმინდეს და რწმენისამებრ მიიღონ კურნება, მადლი.

შეგახსენებთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მე–4 საუკუნეში დადგინდა და ყოველწლიურად 21 სექტემებრს აღინიშნება. იგი ათორმეტთაგან ერთ-ერთი უძარვი დღესასწულია. დღეს 12:00 საათზე მრევლს კათოლიკოს პატრიარქისგან ეძელვა ლოცვა-კურთევა წარმოთქვან ლოცვა ღვთისმშობლისადმი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!“

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

 

 

Share10Tweet6

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი

11 years ago
„ჩემთვის  „მარი-გოლდი“  ხელოვნებაა “ – თამარ ნადირაძე

„ჩემთვის „მარი-გოლდი“ ხელოვნებაა “ – თამარ ნადირაძე

12 years ago
“რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ პრაქტიკულ ჭრილში განიხილება საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გარკვეულ შემსუბუქებაზე”

“რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ პრაქტიკულ ჭრილში განიხილება საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გარკვეულ შემსუბუქებაზე”

11 years ago
უკრაინაში არეულობა პიკს აღწევს

უკრაინაში არეულობა პიკს აღწევს

13 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by