• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, November 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორპორაცია „მაიკროსოფტის“ პროექტებისთვის სერვისის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იუსტიციაიუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორპორაცია „მაიკროსოფტის“ ოფიციალური პარტნიორი და კომპანიის სერვისების მიმწოდებელი გახდა. მხარეებს შორის შეთანხმებას დღეს, 21 სექტემბერს, იუსტიციის სამინისტროში მოეწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, კორპორაცია გლობალურ პროექტებს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ხელშეწყობით განახორციელებს.

ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც მულტინაციონალური ტექნოლოგიური კორპორაცია სპეციალურ შეთანხმებას დებს ადგილობრივ ორგანიზაციასთან და საკუთარი პროექტების განხორციელებისას იყენებს მის კომპეტენციას. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის მსგავს პრაქტიკას კორპორაცია „მაიკროსოფტი“ იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავს, რაც სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე მომუშავე წარმატებული ორგანიზაციის, აღიარებას ნიშნავს.

თავის მხრივ, სააგენტოს გაფორმებული შეთანხმებით საშუალება ეძლევა, ჩაერთოს პარტნიორი კორპორაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა გლობალურ პროექტში და საკუთარი წვლილი შეიტანოს ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების საქმეში.

სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ხელმძღვანელ ირაკლი გვენეტაძის თქმით, ხელშეკრულების გაფორმებით კორპორაცია „მაიკროსოფტი“ აღიარებს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ პროგრამული უზრუნველყოფის  ხარისხსა და უნიკალურობას:

„შეიძლება ითქვას, რომ დღეს საფუძველი ჩავუყარეთ თანამშრომლობის უპრეცედენტო მოდელს, როდესაც ისეთი კორპორაცია, როგორიც „მაიკროსოფტია“, თანხმდება, გამოიყენოს ადგილობრივი ორგანიზაციის, ამ შემთხვევაში, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“, რესურსი და კომპეტენცია საკუთარი გლობალური პროექტების განხორციელების პროცესში.  ეს ნიშნავს, რომ „მაიკროსოფტი“ აღიარებს ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის მაღალ ხარისხსა და უნიკალურობას, ასევე, ჩვენი თანამშრომლების მაღალ კომპეტენციას, და სურს, საკუთარ პროექტებში გამოიყენოს ამ პროდუქტებზე მუშაობის ჩვენეული გამოცდილება.  აქ საუბარია ჩვენი სააგენტოს მიერ შექმნილ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა ელექტრონული სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების ტექნოლოგიური გადაწყვეტა − მოქალაქის პორტალი (MY.GOV.GE), ერთიანი სავაჭრო ქსელი (TFS), მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის მოდელი და სხვა.  ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი პროექტები ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.  ზოგადად, ასეთი ფორმის თანამშრომლობა ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ საქართველოში შექმნილი ელექტრონული მმართველობის ტექნოლოგიური გადაწყვეტები გლობალურ ბაზარზე გავიტანოთ და დავამკვიდროთ“, − განაცხადა ირაკლი გვენეტაძემ.

სააგენტოსთან თანამშრომლობის პოზიტიურ გამოცდილებაზე ისაუბრა „მაიკროსოფტის“ კორპორაციული სერვისების დირექტორმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში:

„კორპორაცია „მაიკროსოფტი“ მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, დღევანდელი შეთანხმება კი, სწორედ ამისი ნათელი მაგალითია.  ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალი კომპანიისა და ინსტიტუციისთვის სანდო პარტნიორს წარმოვადგენთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.  ვთვლით, რომ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს „მაიკროსოფტის“ სერვისებთან დაკავშირებული სხვადასხვა გლობალური პროექტის წარმატების საქმეში“, − განაცხადა ლორან დანიკანმა.

„მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კორპორაცია „მაიკროსოფტთან“ თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმდა მემორანდუმი კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, 2014 წელს კი, „მაიკროსოფტმა“ უწყება მნიშვნელოვან პარტნიორთა შორის დაასახელა და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ სპეციალური ვიდეორგოლიც მოამზადა.

„მაიკროსოფტის“ პროექტებში ჩართვას „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ მიმდინარე წლიდან გეგმავს.

ShareTweet

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

“საგარეო უწყების დადანაშაულება იმაში, რომ გაეროს არ ვაცნობეთ იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეიზდენტი არის გიორგი მარგევლაშვილი, არის აბსურდი”

12 years ago

კვირიკაშვილი მზადაა სარალიძეს ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე შეხვდეს

8 years ago
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები დაგმეს

9 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა

13 years ago

ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

11/19/2026

ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ოჯახის...

მეტის ნახვაDetails
„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

11/19/2026
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

11/18/2026
არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

11/19/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა 11/19/2026
  • „ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა 11/19/2026
  • თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს 11/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by