• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მავთულხლართებიდან ორ ნაბიჯში

10 years ago
in მკითხველის ბლოგი
A A
მავთულხლართებიდან ორ ნაბიჯში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

wp-1464256085735ვიღაცისთვის ორი კილომეტრი სარბენად გათვლილი დიდი მანძილია, ვიღაცისთვის კი საზღვრამდე ორი ნაბიჯი. ვწერ მავთულხლართებიდან ორიოდე ნაბიჯში. ადგილიდან, სადაც არც ისე თბილი სახლები და ზედმეტად ბევრი სიჩუმე დგას.

სოფლამდე მისასვლელი გზა იმაზე ცარიელი და გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ჩასვლისთანავე სახეში ცივი ქარი შემომეხალა, მერე უცხო სახეებიც ჯარივით დამიდგნენ თვალწინ. დიდხანს ვიდექით ერთმანეთის პირისპირ და ვიღიმოდით. მათთვის ერთადერთი უცხო ადამიანი მე ვიყავი და ისიც – დროებითი.

ყველაზე საშინელი სიტყვა რომელია? – მეკითხება ნინელი. არ ვიცი-მეთქი, ვუპასუხე. დავიბენი. – ომი.

– მომიბრუნდა პაუზის მერე და სათვალე გაისწორა.

– ომი ყველაფერია, რაც კი ცუდი არსებობს- სიკვდილი, ნგრევა, შიმშილი, ტირილი, ყვირილი, შიში, მარტოობა.ამაზე საშინელი გეგულება რამე? – თავი გავიქნიე და სიჩუმის ჩამოწოლას შევეგუე.

აქ კედლებს ჯერ ისევ ვერ მოუნელებიათ ბზარები, ადამიანებს – ერთმანეთის წასვლები. ითვლიან ჩამონგრეული სახლების რაოდენობას და 2008-ის მოგონებებში დაძრწიან. ვატყობ. როგორ არ უყვართ იმ წელიწადზე საუბარი და კითხვების დასმაც პატარა ბავშვივით მერიდება. სანამ მე კედლებზე ბზარებს ვითვლი და ვფიქრობ, ნინელი ომზე მიყვება.

– თბილი ადიალები მიგვქონდა და ბაღის ბოლოს ვიმალებოდით შვილები, დედები, დები, მეზობლები, მეგობრები. მამები არ გვყავდა. შევიფარებდი ჩემს შვილებს გადასაფარებლის ქვეშ და ასე თენდებოდა. ალბათ, სწორედ ისინი იყო თეთრი ღამეები, რომლებსაც სიბნელის სიმწარე დაჰყვება. გვერდით სოფელშიი ტანკი რომ გაივლიდა, აქაურობა ისე ზანზარებდა, თითქოს ყურისძირში მოდის და ეგააო. ყველას გვეშინოდა, მაგრამ გაქცევა? გაქცევა ცუდი რამეა, თან ყველა თუ გარბის, მით უმეტეს. – ღუმელში ბოლო ნაჭერი შეშა შევდე და პიტნის ჩაი მოვსვი. როცა არ ვიცი, რა ვუპასუხო ადამიანებს, ასე ვიქცევი – ვზივარ ჩუმად და ვმოქმედებ მარტივად. ნინელის სულ ჰგონია, რომ მეშინია და ჩამოსვლის დღიდან მიმეორებს, აღარ ჩამოვლენ ოსებიო.

– რომც ჩამოვიდნენ, არ მეშინია, დავრჩები. – მიღიმის და თითებს წრიულად ათამაშებს ღუმელის კუთხეზე. ძალიან არ მიყვარს, ნინელის ხელების ყურება, მთელი ცხოვრება მათზე ეტყობა – ყველა ტკივილი, ყველა.

– მერე რას იზამ?

– დავწერ. – ვპასუხობ და ვხვდები, რომ ამაზე უაზრო პასუხი არასდროს არავისთვის გამიცია.

– ამაზე საშინელს რას დაწერ? კედელს რომ ბზარები ემატება და ამ დროს ყველა ყრუვდება, ვისაც დახმარება შეუძლია. – ამ დროს მეც ძალიან მინდა ყრუ ვიყო და არ მესმოდეს მისი ამბავი, ბრმა ვიყო და ვერ ვხედავდე, როგორ უდგება თვალებში ცრემლები, როგორ კანკალებს მთელი ტანით და როგორ დარდობს. მე ომზე მეტად ადამიანების ასეთი ტკივილის მეშინია.

ერთ დღესაც წამოვედი. ის ორი კილომეტრი ჩემთვისაც ის ორი ნაბიჯის მანძილი გახდა, საკუთარ სამშობლოში რომ რუსი ჯარისკაცები მიდგანან და გაყინული სახეებით უყურებენ მორიგ ნადავლს. ჯანდაბას ვიღაცების ,,ურაპატრიოტიზმი”, როცა ადამიანები მავთულხლართების მეორე მხარეს მშობლების, შვილების, დების, ძმების, სხვა ადამიანების საფლავებს უყურებენ და არაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ თქვან ,,იქ ჩვენ ვცხოვრობდით.” არავის უნდა აღვიძებდეს დილით გასროლის ხმები და არავის უნდა ეშინოდეს, რომ სადღაც ახლოს ისევ აღარ სუნთქავს ვიღაც.

ლიკა ჯანყარაშვილი

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

კულება: თუ დასავლეთისგან იარაღს არ მივიღებთ, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ 

კულება: თუ დასავლეთისგან იარაღს არ მივიღებთ, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ 

4 years ago
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

8 months ago

ბაჩო ახალაია: „მოვითხოვ ბოდიშის მოხდას ჩემი და ჩემი ოჯახის სახელის დისკრედიტაციისთვის“

13 years ago
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ლარის დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ლარის დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

11 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by