• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ღია თანამშრომლობაა“-ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ინტერელიგიური სათათბიროს წევრებს შეხვდნენ

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რელიგიებირელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები ამერიკის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის ოფიცერ ქეთრინ ქოსმანს და საქართველოში ამერიკის ელჩის ახლად დანიშნულ მრჩეველს რაიან კოენიგის შეხვდნენ.

შეხვედრაზე სათათბიროს წევრებმა, რემელშიც თითქმის ყველა რელიგიური დენომინაციაა გაერთიანებული  ისაუბრეს რელიგიური ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობაზე. კონფესიებმა დადებითად შეაფასეს სახელწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და ტოტალიტარული რეჟიმის დროს ჩამორთმეული საკულტო შენობა-ნაგებობების დაბრუნების შესახებ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ღვთისმსახურების აღსასრულებლად შექმნილი უკიდურესად რთული ვითარების გამო და აცნობა ქეთრინ ქოსმანს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის ისაიას (ჭანტურია) დატყვევების შესახებ.

რაბინმა მეირ კოზლოვსკიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოში რელიგიის თავისუფლების საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო დეპარტამენტების მიერ მომზადებული ანგარიშები რეალური სურათის აღსაქმელად აუცილებელია ეფუძნებოდეს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ და შეჯერებულ ინფორმაციას.

საქართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა ხაზგასმით აღნიშნა რელიგიური განათლებისა და რელიგიის შესახებ კანონის აუცილებლობის თაობაზე.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აღნიშნა, რომ სააგენტოს დაარსება ხელს უწყობს მათ პრობლემების მოგვარებასა და ხელისუფლებასთან პირდაპირ დიალოგს.

„დღეს საქართველოში ნებისმიერ აღმსარებლობას აქვს სრული თავისუფლება ილოცოს და აღასრულოს თავისთვის მისაღები რელიგიური რიტუალი და ეს უბრალოდ სიტყვები არ არის“- აღნიშნა საქართველოში ამერიკული ბაპტისტური ეკლესიის ხელმძღვანელმა ჩარლზ ჰობლიტზმა

საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესიის უფროსი პასტორის გიორგი ჩიტაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ რელიგიის თავისუფლებისა და დაფინანსების კუთხით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მკვეთრად გააუმჯობესა ევანგელურ-პროტესტანტული თემის მდგომარეობა საქართველოში.

საქართველოს იეზიდთა სასულიერო კრების წევრმა ნადრი ალოიანმა მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას იმის გამო, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ყოფილ საბჭოთა სივრცეში, სადაც იეზიდებს თავისი სალოცავი და კულტურის სახლი გააჩნიათ.

შეხვედრის დასასრულს ქეთრინ ქოსმანმა დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული რელიგიური სიტუაცია და აღნიშნა, რომ მას ახარებს რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის არსებული გახსნილი, ღია ურთიერთობა და თანამშრომლობა. მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შეხვედრის ორგანიზებისათვის, რელიგიურ ორგანიზაციებს კი – საინტერესო ინფორმაციისათვის.

სოფიკო ინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

“ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ უწმინდესი საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს” – თორნიკე მამალაძე

“ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ უწმინდესი საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს” – თორნიკე მამალაძე

9 years ago

ქართული სპორტის მუზეუმი ეროვნულ მუზეუმს უერთდება

8 years ago
ზესტაფონში წამყვან დარგებს ალბათ ყავის ინდუსტრიაც უნდა დავამატოთ – კახა კუჭავა

ზესტაფონში წამყვან დარგებს ალბათ ყავის ინდუსტრიაც უნდა დავამატოთ – კახა კუჭავა

5 years ago
რელიგია და მისი დანიშნულება

რელიგია და მისი დანიშნულება

5 years ago

ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი 37 წლის ნიკა ხატიაშვილია. ხატიაშვილი ამავე სოფლის მკვიდრია. ადგილობრივების ინფორმაციით,...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026
  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by