• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, February 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის პირველი გადაწყვეტილება მიიღო და მსჯავრდებული გაამართლა

9 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის პირველი გადაწყვეტილება მიიღო და მსჯავრდებული გაამართლა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

prokuraturaსაქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ანდრო ჩხიკვიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადასინჯა და მის ნაცვლად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ივლისის თვეში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  310-ე მუხლში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, თუკი ახალი გამოძიების პირობებში გამოვლინდება ახალი ფაქტები და გარემოებები, რაც წინა განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და პროკურატურა გამოიტანს დადგენილებას  მსჯავრდებული პირის უფლების დარღვევის თაობაზე,  ეს გახდება საფუძველი ხელახალი სასამართლო განხილვის ჩატარების და განაჩენის გადასინჯვის.

სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ახალმა დეპარტამენტმა  2016 წლის 25 ივლისს, მსჯავრდებულ ანდრო ჩხიკვიშვილის მიმართ, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ანდრო ჩხიკვიშვილი 2011 წელს გასამართლებულ იქნა და იხდიდა სასჯელს წინა ხელისუფლების უკანონო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.

კერძოდ, ანდრო ჩხიკვიშვილი იყო შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მიმართაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გააჩნდა დავალიანება. 2006 წლის სექტემბერში ანდრო ჩხიკვიშვილი დაიბარეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და მოსთხოვეს შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლების დარწმუნება, რათა მათ აღარ მოეთხოვათ ქართული მხარისგან მისაღები თანხა.  აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, ანდრო ჩხიკვიშვილი 2006 წლის 18 ოქტომბერს დააკავეს თაღლითობის ცრუ ბრალდებით, რასაც საფუძვლად დაედო  ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ექსპერტის ნუგზარ ბელქანიას მიერ შედგენილი ყალბი დასკვნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 04 ივლისის განაჩენით, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლით.  გაყალბებული მტკიცებულების საფუძველზე ანდრო ჩხიკვიშვილმა 5 წელი გაატარა საპატიმრო დაწესებულებაში.

ანდრო ჩხიკვიშვილის საქმე პირველი პრეცენდენტია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით განაჩენის გადასინჯვის და დაზარალებულის დარღვეული უფლების აღდგენის.

აღსანიშნავია, რომ განაჩენის გადასინჯვის ანალოგიური შუამდგომლობით პროკურატურის ახალ დეპარტამენტს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის კიდევ 4 მოქალაქის საქმეზე აქვს მიმართული. პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას,  შეუქცევადი ხასიათი ექნება.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს
ახალი ამბები

„ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს

02/02/2026
„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი
ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

01/09/2026
კახეთში, ბიძამ დისშვილი დაჭრა
ახალი ამბები

კახეთში, ბიძამ დისშვილი დაჭრა

01/05/2026
„საქმე სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ“ – ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მისცეს
ახალი ამბები

„საქმე სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ“ – ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მისცეს

12/29/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In