• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ზეცისა კაცი და მიწისა ანგელოზი“- დღეს გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
59
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გრიგოლ ხანცთელიდღეს, 18 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს. იგი მერვე საუკუნეში მოღვაწე უდიდესი ქართველი წმინდანი, სასულიერო მოღვაწე და მწერალია, რომელმაც   საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო–კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა  და  შატბერდში  ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — დედათა  სავანეები. დასავლეთ საქართველოში, ლიხის გამყოფ ქედზე  დააარსა უბისის  მონასტერი.

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი მერჩულემ, 951 წ., გრიგოლის გარდაცვალებიდან 90წლის შემდეგ. მისი „ცხოვრების“ დღეს არსებული ერთადერთი (XI-XIIსს..) ხელნაწერი მხოლოდ 1845 წელს გახდა ცნობილი, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში გამოავლინა ნიკო ჩუბინაშვილმა.  ცნობა მისი აღმოჩენის შესახებ 1889 წელს დაიბეჭდა, ხოლო ქართული ტექსტი რუსული თარგმანით მხოლოდ 1911 წელს გამოსცა ნიკო მარმა.

„ზეცისა კაცი და მიწისა ანგელოზი“, ამ სიტყვებით ახასიათებს მერჩულე დიდი ქართველ საეკლესიო მოღვაწესა და განმანათლებელ მეუდაბნოეს.  ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი  759 წლის 5  ოქტომბერს ქართლში, წარჩინებულ ოჯახში დაიბადა. აღიზარდა თბილისში ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე.

გრიგოლის ბავშვობა და სიყმაწვილე, უფრო მონაზვნის ცხოვრებას ჰგავდა. როდესაც აღმზრდელებმა და მშობლებმა მისი მღვდლად კურთხევა მოინდომეს, შეშინებულმა თქვა: „და აწ პატივს ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“,  თუმცა დაემორჩილა მათ ნებას, მაგრამ როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა გადაწყვიტეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ტაო-კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი. მრავალმხრივ განათლებულმა კარგად იცოდა მწიგნობრობის ფასი ადამიანის სულიერი აღზრდისათვის. ამიტომ იყო, რომ გრიგოლისა და მისი მოწაფეების მიერ დაარსებული ტაო-კლარჯეთის მრავალრიცხოვანი ეკლესია-მონასტრები იქცა მწიგნობრობისა და ლიტერატურული საქმიანობის კერებად. 

გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათალიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათალიკოსად.

მერჩულის ცნობით, მას საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტორული ტიბიკონი და შეუთხზავს ჰიმნოგრაფიული კრებული “საწელიწდოჲ იადგარი” – ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა.

გრიგოლ ხანძთელმა იცხოვრა 102 წელიწადს და გარდაიცვალა 861 წელს,  5 ოქტომბერს.  წმინდანის ნეშტი, საკუთარი ანდერძისამებრ დაკრძალეს ხანძთის მონასტერში.

გიორგი მერჩულემ ნათლად დაგვიხატა გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის მთავარი მიზანი: საქართველოს ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის საფუძვლების ისე განმტკიცება, რომ მას შეძლებოდა პოლიტიკურად შესუსტებული ქვეყნის სულიერი წინამძღოლი ყოფილიყო და ერთიანი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ქართულ ეკლესიას გადამწყვეტი როლი შეესრულებინა. თხზულება გამოხატავს იდეას, რომ უმაღლეს სულიერებამდე აღმოცენებული სამონასტრო ძმობა არის არამარტო სამეფო ხელისუფლების ძლიერების ქვაკუთხედი, არამედ მისთვის ზნეობისა და სამართლიანობის მასწავლებელი და მათ საქმეებზე ღმერთთან შუამავალი.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share24Tweet15

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by