• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი ალიბეგაშვილმა მოსახლეობას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გიორგი ალიბეგაშვილმა მოსახლეობას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ალიბეგაშვილითბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

პრეზენტაცია საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულება მიულოცა და პროცესის გამჭვირვალეობასა და დემოკრატიულობას გაუსვა ხაზი.
გიორგი ალიბეგაშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კონკურენტულ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა.
,,ამ არჩევნებით საქართველომ აჩვენა, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების სწორ გზას ადგას, რასაც 2012 წელს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ბარიერის 50%-მდე ზრდაც ადასტურებს’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მოხსენება საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ სხდომებზე და ბიუროებზე მუშაობის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმოხილვით განაგრძო, მათ შორის ყურადღება მე-5 მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან დადგენილებებსა და განკარგულებებზე გაამახვილა.

ანგარიშში ვრცელი ადგილი დაეთმო ინფორმაციას საკრებულოსა და თბილისის მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება-ინიცირებისა და დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.
მათ შორისაა 2016 წლის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მრავალი პროგრამა, დედაქალაქის გარემოსდაცვითი სტრატეგია, თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემა, დედაქალაქის საკრებულოს ჩართულობა ახალგაზრდა თაობის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობაში და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც ამავე დროს საკრებულოს განათლებისა და კულტურის და სარევიზიო კომისიების წევრია, ანგარიშის მომდევნო თავი კომისიური მუშაობის მიმოხილვას მიუძღვნა და ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე როგორებიც არის საბავშვო ბაღების მშენებლობა, გასატარებელი რეფორმები, ჯგუფების დამატება, კვების ხარისხისა და ჰიგიენური ნორმების გაუმჯობესება და კონტროლი. ისაუბრა ასევე სარევიზიო კომისიაში მუშაობის დროს მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, აღნიშნა სარევიზიო კომისიის მაკონტროლებელი ფუნქცია და ამ კუთხით მერიას დაქვემდებარებული სიპებისა და აიპების რევიზიის მნიშვნელობა.
გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მიმოხილვას დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დედაქალაქის მდგრად განვითარებას და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნას. გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში თბილისის ისტორიაში პირველად ქალაქს ექნება სივრცით-ტერიტორიული განვითარების სრულყოფილი დოკუმენტი, რომლითაც მოქალაქეებს სამშენებლო პროცესების მართვისა და მათი განხორციელების კონტროლის შესაძლებლობა ექნებათ.

ანგარიშში ასევე საუბარია საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრებზე მოქალაქეებთან. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შესულია 3889 განცხადება, რომელთა უმეტესობა ამ ეტაპზე უკვე დაკმაყოფილებულია და დარჩენილ ნაწილზე მუშაობა გრძელდება.

ოთხშაბათის ტრადიციული შეხვედრების ფარგლებში გიორგი ალიბეგაშვილი წლის დასაწყისიდან დღემდე მათი პრობლემების გაცნობისა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარების მიზნით 670 მოქალაქეს შეხვდა. გარდა მოქალაქეებთან შეხვედრებისა საკრებულოში, მიმდინარეობს გასვლითი შეხვედრები დედაქალაქის ათივე რაიონში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად.
გიორგი ალიბეგაშვილის ანგარიშში, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საკრებულოს თავმჯდომარის და მე-5 მოწვევის საკრებულოს ინიციატივით დაფუძნებულ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსს – ,,თბილისი”, რომლის მიზანი ახალგაზრდა ხელოვანების და ლიტერატორების აღმოჩენა, წახალისება და ხელშეწყობაა.

ანგარიშის დასასრულს გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, მათ შორის როგორც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიღებაზე თბილისის საკრებულოში, ასევე საქმიან ვიზიტებზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელთა შორის გამოყო ვიზიტები აშშ-ს რამდენიმე ქალაქში, პოლონეთში და ჩეხეთის რესპუბლიკაში.
საგანგებო ყურადღება დაეთმო იმ ნორმატიულ აქტებს, რომელთა მომზადებაც შესაბამის კომისიებს პროექტების ფორმით აქვთ განსაზღვრული.

ანგარიშის დასრულების შემდეგ პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც მოქალაქეებმა საკრებულოს თავმჯდომარეს მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაუსვეს.
გიორგი ალიბეგაშვილმა მოქალაქეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშს თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები მოქალაქეები, საკრებულოს თავმჯდომარესთან და განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

„კომენდანტის საათის“ გადაწევა ტრანსპორტის განტვირთვის გამოსავალი არაა – ტიკარაძე

ივლისში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება – ეკატერინე ტიკარაძე

5 years ago

მაია ფანჯიკიძე: “განსაკუთრებით დასაფასებელია გაერთიანებული სამეფოს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”

12 years ago
ქართველ მანდატურებს ამერიკელი კოლეგები გამოცდილებას გაუზიარებენ

ქართველ მანდატურებს ამერიკელი კოლეგები გამოცდილებას გაუზიარებენ

12 years ago
ანგელა მერკელი საქართველოს ეწვია

ანგელა მერკელი საქართველოს ეწვია

8 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by