41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ავტო-საგზაო შემთხვევას სამხრეთ-დასავლეთ კენიაში.
კიდევ 33-მა ადამიანმა კი სხვადასხვა სიმძიმის ტრამვები მიიღო- იუწყება ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი.
„ინცინდენტი მოხდა გზატკეცილზე, ავტობუსი დედაქალაქიდან ქალაქ ნაროკში მიემართებოდა, გაურკვეველი მიზეზების გამო მძღოლმა დაკარგა მართვის კონტროლი , რის გამოც ავტობუსი ამობრუნდა,“ – აცხადებს ადგილობრივი საგზაო პოლიციის ხელმძღვანელი.
29.08.13
ნინა პირტახია