• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მესტიაში ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
მესტიაში ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია,  საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.

„მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ი იქნება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

„ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმართული ძალისხმევა ნელ-ნელა გვაახლოვებს სასურველ მიზანს. თითოეული ასეთი ენერგოობიექტი არის ერთი ნაბიჯით წინ წაწევა ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სასურველი მიზნისკენ. თითოეული ენერგოობიექტი  ჩვენს დღევანდელობაში, ჩვენი პროგრესის გზაზე, არის მნიშველოვანი  და საჭირო, მეტიც დროული დახმარება ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით. რაც შეხება მესტიის რაიონს, ჩვენი ხელისუფლების დიდი სურვილია და ძალისხმევა, მოხდეს დეცენტრალიზაცია, რეგიონების სრული განვითარება და მოსახლეობის ადგილზე არა მარტო დასაქმება, არამედ დოვლათის შექმნაში ხელშეწყობა. დასვენების, სწავლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და პირობების შექმნით. ამ კასკადის მშენებლობის ფონზე განვითარდება არა მარტო მიმდებარე ტერიტორია და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ უზრუნველყოფილი იქნება მეტე უსაფრთხოება, დამონტაჟდება შესაბამისი აპარატურა,  მოეწყობა მდინარის ნაპირსამაგრები, ჩატარდება მეწყერის პრევენციის შესაბამისი სამუშაოები. ნებისმიერი ენერგოობიეტის მშენებლობა ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის დასახლებების მოწესრიგებას, რეაბილიტაციას და ინფრასტრუქტურის მოწყობას დასვენებისთვის, ტურისტებისთვის და  უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენი ქვეყნის წინსვლა დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის მუხლჩაუხრელ შრომაზე, ყველამ თავის ადგილას მასზე დაკისრებული საქმიანობა უნდა შევასრულოთ პირნათლად და ხარისხიანად. ეს იქნება  ის ძალა, რაც ჩვენს საქართველოს გამარჯვებამდე მიიყვანს. ჩვენი ქვეყნის გამარჯვება კი ყველა მოქალაქის, ჩვენი მეგობრების თუ პარტნიორების სურვილია. ვიყოთ ერთიანები ამ მიზნის მიღწევაში და ერთად ვიხილოთ ამ პროგრესის შედეგები.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 „საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების დიდი პოტენციალი, რაც მნიშვნელოვანია როგორც ენერგიის შიდა მოხმარების უზრუნველყოფისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგანაც შესაძლებელია ამ გზით გამომუშავებული ენერგიის ექსპორტზე გატანა. მესტიაში, ჰესების მშენებლობა შეადგენს საქართველოში „ბიჯეო“ ჯგუფის განახლებადი ენერგიის პლათფორმის ნაწილს. „ბიჯეო ჯგუფის“ გეგმის მიხედვით, ხსენებული პლათფორმა მოიცვას ჯამში 100 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურებს და 20-20 მგვტ სიმძლავრის მქონე ქარისა და მზის ელექტოსადგურებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში დიდი პოტენციალია ქარისა და მზის ენერგიის კუთხით. საერთო ჯამში, „ბიჯეო“ ჯგუფი შემდეგი 5-დან 7 წლის განმავლობაში, მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, სწორედ ენერგეტიკის სფეროში“-განაცხადა „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო“ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით განახორციელებს. მშენებლობა განხორციელდება დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით, რაც გამორიცხავს პროექტის მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემო პირობებზე.

ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ  ენერგოსისტემას 175 მლნ კვტ/სთ შეემატება.

„მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

სს „სვანეთი ჰიდროსა“ და მუნიციპალიტეტს შორის  გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სს „სვანეთი ჰიდრო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისი ინიციატივით განახორციელებს დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებას, რისთვისაც გამოიყოფა დაახლოებით 600 000 ლარი.

ამასთან, პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება მესტიის  მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, რაც წინასწარი გათვლებით პროექტის გაშვებიდან პირველივე წელს თანხობრივად შეადგენს დაახლოებით 1 500 000 ლარს (ქონების გადასახადი და მიწით სარგებლობის გადასახადი).

აღნიშნულ პროექტს ახორციელებს სს“ სვანეთი ჰიდრო“, რომლის დამფუძნებლებიც არიან სს“ საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ (65%) და ენერგეტიკულ სექტორში 30 წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიული კომპანია RP Global Investment (35%).

ხოლო თავის მხრივ „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ წარმოადგენს საინვესტიციო ჯგუფი “ბიჯეო“-ს შვილობილ კომპანიას.

Share1Tweet1

ახალი ამბები

“მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია
ახალი ამბები

“მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია

10/27/2026
“9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა” – დაკარგული ბიჭის დედა
ახალი ამბები

“9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა” – დაკარგული ბიჭის დედა

10/26/2026
“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღმოჩენილია გურამ დადიანიძის ნეშტი“ – 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღმოჩენილია გურამ დადიანიძის ნეშტი“ – 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

10/26/2026
“მადლობა, ჩემო საქართველო, რომ მამაჩემი ასე ძალიან გიყვარდათ. თქვენ კიდევ ერთხელ დამანახეთ, როგორი დიდი ადამიანი იყო ჩემი მამა“ – გიორგი ნემსაძის შვილის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

“მადლობა, ჩემო საქართველო, რომ მამაჩემი ასე ძალიან გიყვარდათ. თქვენ კიდევ ერთხელ დამანახეთ, როგორი დიდი ადამიანი იყო ჩემი მამა“ – გიორგი ნემსაძის შვილის ემოციური პოსტი

10/26/2026
“უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო და 112-ში თავად დარეკა”- ფოთში მომხდარი სავარაუდო ფემიციდის ახალი დეტალები
ახალი ამბები

“უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო და 112-ში თავად დარეკა”- ფოთში მომხდარი სავარაუდო ფემიციდის ახალი დეტალები

10/26/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

საინტერესო

ხორბლის იმპორტიორმა მძღოლებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს

ხორბლის იმპორტიორმა მძღოლებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს

8 years ago

საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს მოსკოვში შეხვდა

13 years ago
საჩხერეს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

საჩხერეს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

11 years ago
გამორიცხულია, საქართველო მიჰყიდონ რუსეთს – ლომჯარია

გამორიცხულია, საქართველო მიჰყიდონ რუსეთს – ლომჯარია

3 years ago

ახალი ამბები

„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად…“ – თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს
ახალი ამბები

„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად…“ – თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

10/27/2026

თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი, გური ბოიკო მოკლეს. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოკლულის ახლობლები ავრცელებენ. „და ეს დიდი ბედნიერება გვექცა...

მეტის ნახვაDetails
“მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია

“მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია

10/27/2026
“ჩემი თვალებით ვნახე, კაიფში იყო ჩემი შვილი” – გურამ დადიანიძის მამა

“ჩემი თვალებით ვნახე, კაიფში იყო ჩემი შვილი” – გურამ დადიანიძის მამა

10/26/2026
“9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა” – დაკარგული ბიჭის დედა

“9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა” – დაკარგული ბიჭის დედა

10/26/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად…“ – თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს 10/27/2026
  • “მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია 10/27/2026
  • “ჩემი თვალებით ვნახე, კაიფში იყო ჩემი შვილი” – გურამ დადიანიძის მამა 10/26/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by