გავრცელებული ინფორმაცია, შვედური კომპანია H&M-ის საქართველოში გახსნასთან დაკავშირებით ოფიციალურად დადასტურდა.
კომპანიის ვებგვერდზე დღეს განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მაღაზია საქართველოში 2017 წელს გაიხსნება.
საქართველოსთან ერთად ქსელი გაფართოებას კოლუმბიაში, ისლანდიასა და ყაზახეთში გეგმავს.
ნათია კეკენაძე








