• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საპატრიარქო ვარძიაში გაჩენილ ხანძარზე განცხადებას ავრცელებს

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
საპატრიარქო ვარძიაში გაჩენილ ხანძარზე განცხადებას ავრცელებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ვარძიაში ფრესკასაქართველოს საპატრიარქო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მასმედიით გავრცელებული განსხვავებული შეხედულებების გამო ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს. მომხდარის გამო გულის ტკივილს გამოთქვამს და დასძენს, აქ რომ დამონტაჟებულიყო ხანძარსაწინააღმდეგო რადარები და სავენტილაციო სარკმელები  ამ შემთხვევას თავიდან აგვაცილებდა, თუმცა გამოუსწორებელი სიტუაცია არ არის და ჭვარტლით დაიფარული ხატების ხანძრამდელ მდგომარეობამდე მიყვანა შესაძლებელია.

„თბილისი თაიმსი“ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ა.წ. 2 ნოემბერს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შესახებ მასმედიის საშუალებით უკვე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ამ თემასთან მიმართებაში საზოგადოების შეშფოთება და ინტერესი ბუნებრივია და ჩვენც მათთან ერთად კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულის ტკივილს მომხდარის გამო.

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავიდანვე აშკარად გამოიკვეთა ტენდენციური პოზიციაც. ითქვა, თითქოს, XII საუკუნის თამარის ფრესკა და სხვა მოხატულობა ვეღარ აღდგება, რომ ეს დანაშაული შავბნელი ძალის, – ეკლესიის, არაკომპეტენტურობიდან მომდინარეობს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება ისტორიული მნიშვნელობის ეკლესიებში წირვა–ლოცვის ჩატარებისა.

ზოგიერთების მხრიდან ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება ახალი არ არის და იგი გარკვეულ მიზანს ემსახურება; ისე მათაც კარგად იციან, რომ მსგავსი შემთხვევები არაერთი მომხდარა უცხოეთშიც და საკითხი ასე არავის დაუყენებია. თუნდაც კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული ტაძარი, უპირველეს ყოვლისა, უფლის სახლია და აქ ღვთისმსახურების აღვლენა მისი უმთავრესი დანიშნულებაა.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენეული ინფორმაცია, რათა მათ უფრო რეალური წარმოდგენა შეექმნათ აღნიშნულთან დაკავშირებით.

გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ვარძიაში გაგზავნილი სპეციალისტბის დასკვნიდან, რომელიც 9 ნოემბერს გაკეთდა:

„მოხატულობის ხანძრამდელ მდგომარეობამდე მიყვანა სრულიად შესაძლებელია და არ იქნება დაკავშირებული დიდ სირთულეებთან, იგი ასევე არ მოითხოვს დიდ დროსა და ხარჯებს. ამის თქმის უფლებას იძლევა მჭვარტლის მსუბუქი და მშრალი ხასიათი. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ მშრალი მეთოდით მჭვარტლის ჩამოწმენდის გარდა, ზამთრის სეზონიდან გამომდინარე და საკონსერვაციო მეთოდიკის დადგენამდე, დაუშვებელია გაგრძელდეს საკონსერვაციო სამუშაოები… საკონსერვაციო სამუშაოების დაწყებამდე კი უნდა შეიქმნას კომისია კვალიფიცირებული ხელოვნებათმცოდნეების, ტექნოლოგებისა და რესტავრატორთა შემადგენლობით, კულტურის სამინისტროსა და ეკლესიის წარმომადგენელთა ჩართულობით. ასევე, სასურველია, ამ კომისიის მუშაობის საწყის ეტაპზე მოწვეულ იქნას გამოცდილი უცხოელი პროფესიონალი–რესტავრატორი. კომისიამ უნდა შეიმუშაოს სარესტავრაციო მეთოდიკა და სამუშაოთა მიმდინარეობას გაუწიოს მონიტორინგი“ (ჯგუფმა, ხარაჩოების არარსებობის გამო, კამარის დათვალიერება ვერ შეძლო).

საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, არქიტექტორი, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, უმაღლესი კატეგოროოს მხატვარ-რესტავრატორი, პროფესორი მერაბ ბუჩუკური, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე, თსუ-ს მეცნიერ თანამშრომელი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ხატწერის ტექნოლოგი მურად ტყემალაძე.

ჩვენ ვეთანხმებით ამ პროცედურულ პროცესს და შევნიშნავთ იმასაც, რომ ვარძიაში 4 წელი მიმდინარეობდა ამ ეკლესიის კედლის მხატვრობის კვლევითი სამუშაოები, მაგრამ ამ ხნის მანძილზე აქ არ იქნა დაყენებული ხანძარსაწინააღმდეგო რადარები და არც სავენტილაციო სარკმელები, რაც ამ შემთხვევას თავიდან აგვაცილებდა.

ეპარქია დიდი ხანია ითხოვს ვარძიის ქვემოთ, ბერების საცხოვრისისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, კელიების აშენებას (ისინი გამოქვაბულებში მძიმე პირობებში იმყოფებიან), მაგრამ პროექტის შეთანხმება სახელმწიფო სათანადო სამსახურთან დღემდე ვერ განხორციელდა, არადა ამით სიტუაცია საგრძნობლად განიტვირთებოდა. ვერ მოხერხდა ეკლესიასა და აქ არსებულ მუზეუმს შორის ფუნქციების გამიჯვნაც.

თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არ გვქონდეს კარგი და შედეგიანი ურთიერთობა. პრობლემები ზოგადად ბევრი არის და ხშირად იგი ობიექტური მიზეზებითაცაა განპირობებული. ერთერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ პოსტ-კომუნისტურ ეპოქაში, ათეისტური რეჟიმის შემდეგ, მრავალი ტაძრის და ნატაძრალის აღმშენებლობის პროცესის მოწმენი გავხდით, რაც გულწრფელი სიყვარულით, მაგრამ ზოგჯერ უნებართვოდ და უგემოვნოდ კეთდებოდა და იყო შემთხვევები, როცა არასწორი ნაბიჯები იდგმეოდა როგორც კერძო ინიციატივებით, ისე ჩვენი და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ ყველანი, თუმცა ეს გამოუსწორებელი მდგომარეობა, ნამდვილად, არ არის.

ჩვენ თითქმის ორი წელია, რაც ხელი მოვაწერეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან მემორანდუმს და დავადგინეთ, რომ მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით ვიმოქმედებდით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას და ამასთან, მივესალმებით სხვა მეცნიერებისა და სპეციალისტების მონაწილეობას პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში.“

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრაში, რამდენიმე დღის წინ,  სასანთლე მაგიდის აალების შემდეგ გაჩნდა, რის შედეგადაც ტაძრის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა
ახალი ამბები

მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა

01/27/2026
რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
ახალი ამბები

რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს

01/06/2026
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
ახალი ამბები

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ

01/02/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In