• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, December 18, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

,,ქვეყანა, სადაც ოცნებები ხდება“- მოკლედ აშშ-ის არჩევნების შესახებ

9 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, პოლიტიკა
A A
არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ტრამპი

,,ეს არის ქვეყანა, სადაც ოცნებები ხდება“, – ასეთი შეფასება მოჰყვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ რიგით 45-ე საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც, ბევრისთვის მოულოდნელად, ექსცენტრულობით ცნობილმა ამერიკელმა მილიარდერმა – დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.  რესპუბლიკელების კანდიდატმა  ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მიიღო, როცა მისმა ოპონენტმა, დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი  კლინტონმა – 218.

არადა, კლინტონმა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპზე 230,053 -ით  მეტი ხმა დააგროვა. არჩევნების მსგავს შედეგებს  ამერიკის პრეზიდენტის არჩევის წესი განაპირობებს. მოსახლეობა ამერიკის პრეზიდენტს არ ირჩევს პირდაპირი წესით, არამედ საარჩევნო კოლეგიის საშუალებით, რომელიც სწორედ არჩევნების შედეგების მიხედვით კომპლექტდება. ის 538 წევრისგან შედგება, გამარჯვებისთვის კი საჭიროა ერთმა კანდიდატმა მოაგროვოს მინიმუმ 270 ხმა.

ამომრჩეველთა კოლეგია აშშ-ის დამფუძნებელმა მამებმა კონსტიტუციით შექმნეს, იმიტომ, რომ ეპოვათ ბალანსი, რათა დაცული ყოფილიყო მცირერიცხოვანი, პატარა შტატების ინტერესი და მხოლოდ ერთი, დიდი შტატის ხმებს არ ჰქონოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მილიარდერი დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეხუთე პრეზიდენტია, ვინც არა  ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობით, არამედ  საარჩევნო კოლეგიაში მოპოვებული ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

არადა, 2012 წლის არჩევნების დროს კი ტრამპი მწვავედ აკრიტიკებდა ქვეყნის საარჩევნო სისტემას, რის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზეც დაწერა.

,,საარჩევნო კოლეგია არის სრული კატასტროფა დემოკრატიისთვის”, – წერდა ის.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა შტატში ამომრჩეველთა არჩევანის სხვადასხვანაირი შედეგი გამოვლინდა.  აფროამერიკელების  თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა ჰილარი კლინტონს მისცა. დონალდ ტრამპი  თეთრკანიან მუშათა კლასსა და  უმაღლესი განათლების არმქონე ამომრჩევლებში  აღმოჩნდა პოპულარული. უნდა აითქვას  ისიც, რომ კლინტონი გაცილებით მეტ ხმას ელოდა ქალებისგან, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა.

დემოკრატ და რესპუბლიკელ კანდიდატებს  შორის არსებული მცირედი განსხვავების მიუხედავად, ტრამპის ტრიუმფი მოულოდნელი აღმოჩნდა პოლიტიკური და ანალიტიკური წრეებისთვის.

,,რა მოხდა არჩვენების დღეს – ჩვენთვის უცნობი ქვეყანა“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია The New York Times-მა. ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, მ 8 ნოემბერმა აჩვენა, რომ ამერიკულმა ელექტორატმა აირჩია კანდიდატი, რომელიც სრულიად შეუფერებელია მაღალი თანამდებობისთვის.

კრიტიკული აღმოჩნდა  Washington Post-იც,  ,,ტრამპი ამერიკის 45-ე პრეზიდენტია“ –  ეს ცნობა მათ ერთ-ერთმა პირველებმა გამოაქვეყნეს და იქვე განმარტეს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, თუ ამ სიტყვებს ოდესმე დაწერდნენ.

რაც შეეხება ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის სამომავლო გეგმებს:

როგორ მან პრეზიდენტად გახდომის შემდეგ პირველ ინტერვიუში განაცხადა, კრიმინალური წარსულის მქონე არალეგალებს ქვეყნის დატოვება ან ციხეში ჩაჯდომა მოუწევთ.

„ამერიკის შეერთებული შტატები ნაგავსაყრელი გახდა,“-ეს განცხადება მან მექსიკელების მისამართით გააკეთა და აქვე დადო პირობა, რომ მექსიკის საზღვართან კედელი აშენდება.

„ქვეყნიდან გავაძევებთ დამნაშავეებს, ასევე მათ, ვისაც კრიმინალური წარსული აქვთ. დეპორტაცია შეეხებათ ბანდფორმირებების წევრებს, ნარკომოვაჭრეებს, ასეთი კი ძალიან ბევრია. დაახლოებით 2-3 მილიონი. ჩვენ მათ გავაძევებთ ან ციხეში ჩავსვამთ,რადგან ისინი აქ არალეგალურად იმყოფებიან“,- ესეც მისი ხისტი განცხადებებიდან ერთ-ერთი ამონარიდია.

ტრამპი მოსახლეობას ჰპირდება,  რომ უზენაეს სასამართლოში აბორტების მოწინააღმდეგე მოსამართლეებს დანიშნავს და  ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ მოქმედ კანონს არ შეცვლის.

ამერიკელი მილიარდერი, რომლის ქონება 3 მილიარდ 700 მილიონი დოლარია, უარს ამბობს პრეზიდენტის ხელფასზე და სიმბოლურად, მხოლოდ 1 დოლარს აიღებს.

დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას  შტატებში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ათასობით მანიფესტანტი ქვეყნის რამდენიმე ქალაქის ქუჩებში შეძახილებით – ,,ტრამპი არაა ჩემი პრეზიდენტი” გამოვიდა. პროტესტმა ისეთი დიდი ქალაქები მოიცვა, როგორიცაა ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, ჩიკაგო, სან-ფრანცისკო,ფილადელფია და სიეტლი. აქციის მონაწილეები ტრამპს რასიზმში, ჰომოფობიაში, სექსიზმსა და ქსენოფობიაში ადანაშაულებენ.

ამერიკელი მილიარდერი  თეთრი სახლის მთავარი ფიგურა 20 იანვარს გახდება. მანამდე, მას დროს აქვს საკუთარი კაბინეტი სრულად დააკომპლექტოს.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უკვე მიიღო პირველი საკადრო გადაწყვეტილება და ორი თანაგუნდელი დაასახელა – რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე რინს პრიბუსი ადმინისტრაციის უფროსი იქნება, მთავარი მრჩევლის პოსტს კი მისი კამპანიის მენეჯერი სტივენ ბენონი დაიკავებს.

მანამდე კი, სანამ ტრამპი საკადრო ცვლილებებითაა დაკავებული,  მსოფლიო ღელავს – გადაიხედება თუ არა ნატო-სა და ევროპის თანამშრომლობა – მსოფლიო ლიდერები ტრამპის პირველ ნაბიჯებს ელიან.

ნატალია ჯალაღონია

 

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 12/15/2025
  • პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში 12/15/2025
  • ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა 12/15/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In