• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
კვირა, აპრილი 18, 2021
TTimes.GE
No Result
View All Result
12 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა

ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა

2014/11/04
in პოლიტიკა
1 0
9
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

news_14736საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, – ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ცოტა ხნის წინ, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ამას წინ უძღოდა თავდაცვის მინისტრის განცხადება, როდესაც მან პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედებების პოლიტიკურ სარჩულზე და ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დღეებში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური სარჩული შეინიშნება.

“მინდა დღეს მივმართო საზოგადოებას, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით პროკურატურის ნაბიჯებზე, რომელიც დღესაც გაგრძელდა. რამდენიმე ჩვენს თანამშრომლეს წაუყენეს ბრალი. აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული. მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი წასული იყო კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე და ხელი ეწერებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, როდესაც კაპანაძე იმყოფება ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე ვაშინგტონში, გრძელდება დაკავებები და დააკავეს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი. ჩვენ არ გვითქვამს, რომ გამოძიებას ვინმე წინ უნდა დაუდგეს, გვქონდა ეჭვი, თუ რა საფუძველი იყო იმის, რომ ეს ადამიანები იყვნენ ციხეში, ესენი არსად არ გარბოდნენ და მაღალი თანამდებობის პირები ჩაუდგნენ თავდებში”, – განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, ადგილი აქვს მიზანმიმართულ შეტევას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. “ეს არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ჩვენი ქვეყნის ორიენტაციასა და ჩვენი ქვეყნის მომავალთან. ხვალ მივმართავ ჩვენი მმართველი კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს, შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საითკენ მიჰყავს ამ მოვლენებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, ეს არის შეტევა იმ სტრუქტურაზე, რომელიც გამორჩეულია საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაზე. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ კარგად ვიცი ვისი გორისა ვარ. ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ის ტალახი, რომელიც იყო ზოგიერთი მედიის წარმომადგენლის მხრიდან ნასროლი. მე გპირდებით ქართულ საზოგადოებას, რომ ბოლომდე მივიყვან ჩემს მიერ დაწყებულ საქმეს და ვუერთგულებთ იმ იდეალებს, რომლისთვისაც საზოგადოებასთან ერთად ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა მთავარია სიმშვიდე სიბრძნე და მტკიცედ გავაგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის ბრძოლა”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2012 წელს დაინიშნა. 2006 წლის ივნისიდან 2008 წლის დეკემბრამდე ალასანია გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო. 2006 წლის 17 მარტამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. იგი ასევე იყო პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. 2005 წლის 15 თებერვალს ალასანია დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად აფხაზეთში.

2002 წლის იანვრიდან ალასანია იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, მანამდე 2001 წლის ოქტომბრიდან იგი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს. 2004 წლის 16 ივლისიდან იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ხოლო ამ პოზიციის დაკავებამდე იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

2009 წელს ალასანიამ ჩამოაყალიბა პარტია “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”. იმავე წლის თებერვალში ის გაწევრიანდა პოლიტიკურ ალიანსში “ალიანსი საქართველოსთვის”, რომლის წევრები, ასევე, იყვნენ “საქართველოს რესპუბლიკური პარტია” და “ახალი მემარჯვენეები”, ხოლო მოგვიანებით ალიანსს შეუერთდა ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი.

2009 წლის გაზაფხულზე ალასანია პარტიასთან ერთად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ალიანსმა თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურა წარადგინა. ალასანია არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების 19%-ით. არჩევნების შემდგომ მან გიგი უგულავას გამარჯვება მიულოცა.

2010 წლის ზაფხულში “ალიანსი საქართველოსთვის” დაიშალა. 2011 წლიდან ირაკლი ალასანია არის კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

04.11.14

60

SHARES
facebook Share on Facebook
Twitter Tweet
Follow Follow us
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას პრეზიდენტად კიდევ ორჯერ არჩევის უფლებას ანიჭებს
ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას პრეზიდენტად კიდევ ორჯერ არჩევის უფლებას ანიჭებს

2021/04/07
ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსული აგრესიის წინააღმდეგ – ზელენსკი
ახალი ამბები

ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსული აგრესიის წინააღმდეგ – ზელენსკი

2021/04/03
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ 2024 წელს მეორე ვადით იყრის კენჭს
ახალი ამბები

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ 2024 წელს მეორე ვადით იყრის კენჭს

2021/03/27
Next Post
ახალი თავდაცვის მინისტრი უკვე ცნობილია

ახალი თავდაცვის მინისტრი უკვე ცნობილია

ალექსი პეტრიაშვილი: “დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი”

ალექსი პეტრიაშვილი: "დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი"

ირაკლი ღარიბაშვილი: "ალასანიას განცხადება იყო უპასუხისმგებლო"

Discussion about this post

ახალი ამბები

17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია
ახალი ამბები

17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია

2021/04/17
0

17 აპრილს, მარხვის მე-5 შაბათს, აღინიშნება ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათი. ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლის დაუჯდომელი და განსაკუთრებული პატივი მიეგებება დედაღვთისას. აღსანიშნავია,...

სრულად
როგორ იქმნებოდა ისლამური სახელმწიფო?

როგორ იქმნებოდა ისლამური სახელმწიფო?

2021/04/17
მასობრივი ვაქცინაცია დიდი ალბათობით ივლისში დაიწყება – გამყრელიძე

ქართული ხატი პაპის სააღდგომო წირვაზე

2021/04/17
ტრადიციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ახლავს

ტრადიციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ახლავს

2021/04/17
„სამბრელა“ – თუ თქვენთვის მობილური თამაშები საინტერესოა

„სამბრელა“ – თუ თქვენთვის მობილური თამაშები საინტერესოა

2021/04/17
რატომ არის დღევანდელ მოზარდთა დიდი ნაწილი ეკლესიისგან შორს – დეკანოზი დავით თავაძე

რატომ არის დღევანდელ მოზარდთა დიდი ნაწილი ეკლესიისგან შორს – დეკანოზი დავით თავაძე

2021/04/16
სკოლებში ბავშვებმა სექსუალური განათლება უნდა მიიღონ – მარი ნაკანი

სკოლებში ბავშვებმა სექსუალური განათლება უნდა მიიღონ – მარი ნაკანი

2021/04/16

საინტერესო

გუკა რჩეულიშვილი თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა

გუკა რჩეულიშვილი თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა

5 წელი ago
ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი, ინოვაციური პროექტი ამოქმედდა

ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი, ინოვაციური პროექტი ამოქმედდა

2 წელი ago
მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

1 წელი ago

სოფო ჯაფარიძე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა

5 წელი ago

კალენდარი

აპრილი 2021
ო ს ო ხ პ შ კ
« მარ    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

სიახლეები

  • 17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია 2021/04/17
  • როგორ იქმნებოდა ისლამური სახელმწიფო? 2021/04/17
  • ქართული ხატი პაპის სააღდგომო წირვაზე 2021/04/17

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In