• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შექმენი დიზაინი, შეაფასე თავად და მიიღე საახალწლო საჩუქარი – რას გვთავაზობს აქცია „ჩვენ მათ ვჭირდებით“

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ერთად ყველაფერი შეგვიძლია და ჩვენ  არაერთხელ დავუმტკიცეთ ეს საკუთარ თავს. სოციალურმა საწარმომ „კოდალა“ კი აქციის, „ჩვენ მათ ვჭირდებით“, ფარგლებში კიდევ ერთხელ მისცა ადამიანებს საშუალება მხარი დაუჭირონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დაასაქმონ ისინი, და ამასთანავე, მიიღონ სასურველი სუვენირი საახალწლოდ. გააცოცხლე წარსულის ნახატები, იზრუნე საყვარელ ადამიანებზე და დაასაქმე ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდები-ის მთავარი მიზნებია, რომელთა განხორციელებაც, აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება. დეტალურად აქციის შესახებ „თბილისი თაიმსთან“ღონისძიების ორგანიგატორი, საწარმო „კოდალას“ წარმომადგენელი, თამთა ჩიქოვანი, საუბრობს.

15146623_1788602321382437_453411144_o

როგორ დაიბადა იდეა, რომ შექმნილიყო პროექტი „ჩვენ მათ ვჭირდებით“ და ვინ არიან აქციის ორგანიზატორი? საიდან წამოვიდა იდეა?

– პროექტის სახელწოდებაზე ბევრი ვიფიქრეთ, ვიცოდით, რომ საახალწლო თემატიკაზე ბავშვებისთვის იქნებოდა აქცია, შემდეგ გავაანალიზეთ, რომ ეს ყველაფერი ტარდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და მივედით მთავარ შეტყობინებამდე–„ჩვენ მათ ვჭირდებით“. საბოლოოდ მივიღეთ სახელწოდება, რომელიც პროექტში ჩართულ ადამიანებს გაახსენებს, რომ ეს ყველაფერი მათთვის კეთდება, ვისაც ჩვენ ვჭირდებით.

საჩუქრის მომზადების პროცესში, ვცდილობთ რომ ვიყოთ ორიგინალურები და ისეთი ნივთები შევიძინოთ, რომლებსაც ინტერნეტში მარტივად ვერ მოიძიებ. ჩვენ  საზოგადოებას ვთავაზობთ, საკუთარი ხელით შეუქმნან ექსკლუზიური სუვენირები მათ ახლობლებს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს… გვინდოდა, რომ გაკეთებულიყო ისეთი აქცია, რომელიც იქნებოდა ყველასთვის, ნახატის კოპირება არ არის საჭირო ერთი ხელის მოსმით ყველას შეუძლია, დახატოს მარტივი ფორმები და შექმნას განსხვავებული სუვენირი.

რა შინაარსის არის აქცია და როგორ შეიძლება მასში მონაწილეობის მიღება?

– აქციაში მონაწილეობა ძალიან მარტივია და სულ 3 პუნქტის შესრულებაა საჭირო.

  • გამოაგზავნონ ფოტო სოციალურ საწარმო „კოდალას“ შეტყობინების ველში და მიიღონ ჩვენგან დასტური.
  • გამოაგზავნონ ჩარიცხვის ქვითარი, ან მიუთითონ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელმაც გადმორიცხა თანხა,რათა მიიღონ სათამაშოს კოდი.
  • გამოაქვეყნონ საკუთარ გვერდზე ფოტო ჰაშთაგით #კოდალა #ჩვენმათვჭირდებით და გამოიწვიონ საკუთარი მეგობრები.
  • იხ. საწარმო „კოდალას“ ოფიციალური ფეისბუქ გვერდი www.facebook.com/woodwork.kodala

15216087_1789375321305137_1980506874_oვის შეუძლია პროექტში ჩართვა, დეტალურად რომ ვისაუბროთ, რა სამიზნე ჯგუფებზეა პროქტი გათვლილი?

– მონაწილეობის მიღება შეუძლია აბსოლუტურად ყველას: სქესის, ასაკის, წლოვანების და სხვა ნიშნების გაუთვალისწინებლად. შვილებს შეუძლიათ, რომ საჩუქარი გაუკეთონ თავიანთ მშობლებს, მათი ნახატები მოძებნონ და აღუდგინონ, ან მშობლებმა შეუქმნან შვილებს თავიანთი ნახატის ანალოგი სათამაშო. ჩვენი მიზანი არის, რომ ერთმანეთთან დაშორებული ადამიანები დავაახლოვოთ. შესაძლოა ძველმა მეგობრებმა გაუკეთონ ერთმანეთს საჩუქარი, ან მეუღლეებმა… მთავარი ხიბლი სუვენირების დამზადების არის ის, რომ გაუღვიძო შენთვის ძვირფას ადამიანს მივიწყებული გრძნობები. მაღაზიაში საჩუქრის შეძენა მარტივია, მაგრამ როდესაც მეორე ადამიანს ბავშვობის ნახატებს „უცოცხლებ“ და ჩუქნი, სულ სხვა გრძნობას წარმოშობ.

ვვარაუდობ, რომ პროექტში ბავშვები იქნებიან აქტიურად ჩართულნი. დამეთანხმებით, ყველა ბავშვი ხატავს, იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა. ჩვენი სურვილია, რომ ბავშვებს ჰქონოდათ თავიანთი დახატული ნივთი.

როგორ აპირებთ აღნიშნული სოციალური აქციის საზოგადოებისთვის გაცნობას, კონკრეტული სამოქმედო გეგმა თუ გაქვთ?

– ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელი აიტაცებს ამ აქციას. იმედიანად ვარ, რომ საზოგადოება თავად მოახერხებს ამ სოციალური ღონისძიების გავრცელებას. მას აქვს ერთგვარი „ჩელენჯის“ ხასიათი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გამოვიწვიოთ მეგობრები აღნიშნულ პროექტში ჩასართველად. მთვარია ადამიანებმა გადავცეთ ინფორმაცია ერთმანეთს, რომ მათ ვჭირდებით. შესაძლოა, საბოლოოდ აღმოვაჩინოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გვერდით ყოფნასთან ერთად ყველას გვჭირდება თბილი სააახალწლო გარემო.

15228037_1789402437969092_1733401380_nროგორც ვიცი, პროექტის დასასრულს გამოფენის მოწყობაა დაგეგმილი, თუ შეგიძლია, მითხრათ რა ვადებში იგეგმება აქციის განხორციელება და სად მოეწყობა გამოფენა?

– 17 ნოემბერს დაიწყო აქცია და 17 დეკემბერს დასრულდება. ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ ადამიანებმა მოახერხონ პროექტში ჩართვა. სულ რამდენიმე დღე გვრჩება ახალ წლამდე, რომ ყველა ნამუშევარი დამზადდეს, შეიღებოს, შეიფუთოს… დასასრულს აუცილებლად მოვაწყობთ გამოფენას, რათა მონაწილეებმა შეძლონ საკუთარი საჩუქრის აღმოჩენა, ალბათ, ეს იქნება პირევლი საახალწლო საჩუქარი შვილებისთვის, მშობლებისთვის, მეგობრებისთვის. პირადად მე ბებიას ვუკეთებ საჩუქარს და იმ ნახატს დავუმზადებ სუვენირად, რომელიც დახატა წლების წინ, მაშინ როდესაც ჩემზე ახალგაზრდა იყო…

მაინტერესებს ნახატის შეფასება როგორ მოხდება, რა ეღირება მომსახურება?

– გადავწყვიტეთ, რომ თანხა არ მიგვეთითებინა. გვსურს, რომ ადამიანებმა თავად შეაფასონ და გადმორიცხონ ის თანხა, რამდენსაც თავად ფიქრობენ, რომ საჩუქრის დამზადება ეღირება. ჩვენი აქცია არის საქველმოქმედო და გვინდა, რომ ყველას დავუმზადოთ საჩუქარი საახალწლოდ.

როგორც ვიცი, აქციის ფარგლებში ერთ–ერთ კლინიკაში მყოფ ბავშვებს უფასოდ დაუმზადდა სათამაშოები. შეგიძლია, მიამბო ბავშვების ემოციებზე, როგორ ჩაერთვნენ ისინი აქციაში?

– საახალწლო აქციის „ჩვენ მათ ვჭირდებით,“ ფარგლებში სოციალურმა საწარმო „კოდალამ“ გამოთქვა ინიციატივა, რომ იაშვილის კლინიკაში მყოფი ბავშვებისთვის უფასოდ დაემზადებინა სათამაშოები. ბავშვებს ვთხოვეთ, რომ დაეხატათ ნახატები.  ნამდვილად უნდა ყოფილიყავით იქ, რომ მათი თვალები გენახათ, როდესაც გაიგეს, რომ ამ ნახატებისგან ხის სათამაშოებს გავაკეთებდით. იმის წარმოდგენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ეხმარებიან იაშვილის კლინიკაში მყოფ ბავშვებს და ულამაზებენ დღეს, ჩვენთვის, როგორც სოციალურ სწარმო „კოდალას“  წარმომადგენლებისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა.

რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რომ თავად ხდებიან თავიანთი სათამაშოს შემქმნელები და რით გამოირჩევა ეს სათამაშოები?

– მშობლებისთვის ეს არის ექსკლუზივი, ხოლო ბავშვებისთვის ერთგვარი გამოწვევაა. გადავწყვიტე, რომ საკუთარ ძმისშვილებზე, გამომეცადა აქციის ეფექტურობა. ვუთხარი, რომ დაეხატათ ნახატი და მე მივუტანდი სათამაშოს. გაოცებულებმა იკითხეს, მარტო ჩვემი იქნებაო?! ძალიან ბედნიერი იყვნენ, რომ საკუთარი შექმნილი სათამაშო ექნებოდათ და იქნებოდა მხოლოდ მათი. ვინც პროექტში მონაწილეობას მიიღებს თავისი საყვარელი ადამიანის სახეზე აუცილებლად ნახავს ბედნიერ ღიმილს. ჩვენ ეს გამოვცადეთ ბავშვებზე და ამიტომ გადავწყვიტეთ პროექტის დაწყება.

15211757_1789375247971811_277722821_nაუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვამზადებთ მხოლოდ ხის სათამაშოებს, რომელიც არის უვნებელი, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებას, საღებავები, რომლებსაც გამოვიყენებთ არის ბუნებრივი და უსაფრთხო. რაც მთავარია, ვცდილობთ, რომ ბოლომდე არ დაიფაროს ხის სტრუქტურა, რადგან ბავშვი ხესთან შეხების დროს სხვა ენერგიით ივსება. გვსურს, მშობლებმა დაიწყონ ფიქრი, რომ მათი შვილებისთვის ხის სათამაშოები სჯობია და ბავშვებმა ადრეულ ასაკში გაიაზრონ, რომ ხესთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

თუ შეიძლება, პროექტის მიზნებზე რომ მესაუბროთ, რა შედეგის მიღება გსურთ, აქციისგან რა მოლოდინი გაქვთ?

– ადამიანები კიდევ ერთხელ გაიაზრებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რადგან ძალიან ლამაზ ნივთებს ქმნიან ისინი და ბევრი ჩვენგანისთვის შეუძლებელ რაღაცეებს აკეთებენ. შევძლებთ, რომ უფრო დავუახლოვდეთ და მივიღოთ ეს ადამიანები ჩვენ გვერდით, ჩვენ თანასწორად. დისტანციურად გვიჭირს, მივიღოთ ის, რაც არ გვეხება, რასაც კარგად არ ვიცნობთ. ბოლო დროს მგონია, რომ უკვე გავხსენით კარები და მივხვდით, რომ ეს ყველას გვეხება და გავიაზრეთ, რომ გვერდში დგომა ორმხრივად გვჭირდება –როგორც მათ ჩვენი, ასევე, ჩვენ მათი.

ნანუკა მაღლაკელიძე

ნანუკა

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

ირაკლი კობახიძე – ოქუაშვილმა  მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, რათა ბიუჯეტის ვალი არ დაებრუნებინა

ირაკლი კობახიძე – ოქუაშვილმა მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, რათა ბიუჯეტის ვალი არ დაებრუნებინა

8 years ago
საპატრულო პოლიცია: “მოგიწოდებთ, რომ ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავოთ”

საპატრულო პოლიცია: “მოგიწოდებთ, რომ ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავოთ”

11 years ago
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას – კომერციული ბანკები აფასებენ

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზარდა

11 years ago

პროკურატურამ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

10 years ago

ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

პატარა ბინაში ავეჯის შერჩევა მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის. ხშირად ერთი სივრცე ერთდროულად ასრულებს რამდენიმე ფუნქციას: სამზარეულო, სასადილო ზონა, სამუშაო...

მეტის ნახვაDetails
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026
  • საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by