ინგლისის პარლამენტმა დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებდა სირიაში სამხედრო ოპერაციის განხორციელებას.
ინგლისის პარლამენტის ქვედა, თემთა პალატაში გუშინ გაიმართა კენჭისყრა და 285 ხმით 272-ის წინააღმდეგ უარყვეს ხსენებული რეზოლუცია.
ამ შედეგის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში პრემიერმა კამერონმა თქვა რომ, პარლამენტს არ სურს სირიაში ოპერაცია და ამიტომ მიღებული დადგენილების მიხედვით იმოქმედებენ.
ექსპერტების აზრით თუ გაერო მიიღებს სირიაზე ოპერაციის დადგენილებას, მაშინ, მომავალ კვირას ინგლისის პარლამენტში ახლიდან შედგება კენჭისყრა და მასზე აუცილებლად დაუჭერენ მხარს უარყოფილ რეზოლუციას.
31.08.13





